Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(27)
« პირველი
...
19
20
[21]
22
23
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მიხეილ ჯავახიშვილი
, ??
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?
ჯგუფი: Members
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?
ჯგუფი: Members
წერილები: 7181
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12
#38062666
· 18 Sep 2013, 21:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მიხეილ ჯავახიშვილის "გლეხის წერილები", საუბარი მღვდლებსა და ბერებზე
იმ წინაზე დაგპირდით, შემდეგ წერილში მღვდლებზე და ბერებზე მოგელაპარაკებით მეთქი.
მღვდელს რომ ჰკითხო, ის ქრისტეს მოციქულია ამ ქვეყნად, ის ამბობს, ეკლესია და სარწმუნოება ხალხს სულიერ საზრდოს აძლევს და ამ ქვეყნად სიყვარულსა და ერთობას ქადაგებსო.
ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეხლანდელი ეკლესია და სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურეა და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მთავრობა უბრძანებს. მთავრობა სარგებლობს ხალხის გაუნათლებლობით, რწმებით და ცდილობს, რომ ხალხმა მხოლოდ საიქიოზე იფიქროს და იზრუნოს, სააქაოზე კი შენს მაგივრად მე ვიფიქრებო. ასე ამბობს მთავრობა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით მისი ზრუნვა. მთავრობა ტყუილუბრალოდ ფლანგავს ხალხის ფულს ძვირფას ეკლესიების აშენებაზე. რუსეთში ბევრია ისეთი ეკლესია, რომელიც რამდენიმე მილიონი დაჯდა.
ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზე რომ სობოროა აშენებული, ის ნახევარი მილიონი ღირს. მაგრამ ვკითხოთ ერთი ამ ეკლესიების ამშენებლებს, რათ უნდათ მარმარილოს კედლები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხატები, ოქროს ბარძიმ–ფეხშუმები და სახარება?
განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა?
რათ უნდათ მღვდლებს ათას და ათი ათას მანეთიანი სამოსელი?
განა ქრისტეს ისე უბრალოდ არ ეცვა, როგორც ყველას?
მღვდლებს რომ კითხო, ძვირფასი მორთულობა და ძვირფასი ეკლესია მლოცველს სასოებას უმატებსო.
ჩემი აზრით ეს ფართი–ფურთი, ბრჭყვიალა ზიზილ–პიპილოები და ძვირფასი მორთულობა ხალხის თვალის მოსატაცებლად არის მოგონილი.
აი ამაზე ხარჯავენ წვითა და დაგვით შეგროვილ ხალხის ფულს.
არქიელები და დიდრონი მღვდლები წელიწადში რამდენიმე ათას მანეთს იღებენ, მშვენიერ სასახლეებში ცხოვრობენ და ძვირფას ეტლებით დადიან.
ერთი ჰკითხეთ, ამ სულიერ მამებს, ვისა ჰბაძავენ ისინი?
ქრისტესაო, გეტყვიან, მაგრამ როდის ცხოვრობდა ქრისტე ხალიჩებით მორთულ სამ სართულიან სახლებში, როდის ჰყავდა იესოს ათი ხელზე მოსამსახურე, როდის დადიოდა ქრისტე მშვენიერი კარეტებით?
ზოგი არქიელია, ბანკებში ათასობით უწყვია, მაგრამ აბა ერთი მიდი იმასთან და შველა სთხოვე? ის მაშინვე საიქიოს გაგისტუმრებთ და მომავალ ცხოვრებით განუგეშებთ.
საიდან მიიღო ეკლესიამ ამდენი ფული? ხალხიდან და მლოცავებიდან, მაგრამ იკითხეთ, რატომ არ ეხმარებიან გაჭირვების დროს იმ ხალხს, რომელმაც იმოდენა შეძლება მისცა მღვდლებსა და ბერებს?
დღეს ყველაფერი იყიდება: პური, ღვინო, საცმელი, საჭმელი, თივა, ქერი, მარილი, ლოცვა, კურთხევა, პანაშვიდი, პარაკლისი და წირვა.
თუ მღვდელს ერთი მანეთი არ მიეცი, პანაშვიდს არ გადაიხდის, თუ თუმანი ან ხუთი მანეთი არ მიეცი, ჯვარს არ დაგწერს, შვილს არ მოგინათლავს, ჭირნახულს არ გიკურთხებს და შენთვის არ ილოცავს.
თუ ბევრი ფული გაქვს, მდიდარი ხარ და ყოველდღე მღვდელს თითო თუმანი აძლიე, დილიდან საღამომდის შენს სულისთვის ილოცავს და ღმერთს თავს მოაბეზრებს. თუ მდიდარი ხარ და მღვდელმა და არქიელმა ყოველდღე შენთვის სწირეს, ღმერთი მათ ლოცვას შეისმენს, ცოდვებს გაპატიებს და საიქიოს სამოთხეში ადგილს დაგიმზადებს.
როგორც ხედავთ, ცხონება და ცოდვების მიტევებაც ფულით იყიდება.
მაგრამ თუ ღარიბი ხარ და მღვდელს ყოველდღე ღმერთს არ შეაბრალებინე შენი ტანჯული და წამებული სული,მაშინ უეჭველად ჯოჯოხეთში შეხვალ.
ასეა ამ ქვეყნად: მდიდრებს ეხლავე ჰპირდებიან ცხონებას, ღარიბებს კი–სულის წაწყმედას.
როგორც ხედავთ, სამღვდელოება მდიდრების მოსამსახურე ყოფილა, რადგან იგი მარტო მდიდრებისათვის და ძლიერებისათვის ლოცულობს.
მაგრამ წეღან ისიც გითხარით, რომ სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურე არის მეთქი.
მთავრობამ აუკრძალა სამღვდელოებას პანაშვიდის გადახდა და ლოცვა იმ კაცისათვის, რომელიც მას არ მოსწონდა. ის აღარ ეკითხება ქრისტესა და მის მოციქულებს მღვდლებს, ღირსია თუ არა ეს ადამიანი ცხონებისაო. ის ბრძანებას იძლევა, აკრძალულიაო. სამღვდელოებაც ემორჩილება მთავრობის ბრძანებას.
მღვდლები მოვალენი არიან არავის აღსარება არ გასცენ, მაგრამ მათ მთავრობისაგან ნაბრძანები აქვთ, გასცენ ის კაცი, რომელიც აღსარებაზე იტყვის, რომ მე მთავრობის წინააღმდეგი ვარო. მღვდლებიც ასრულებენ ამ ბრძანებას, ხოლო ის მღვდელი, რომელიც უფრო ხშირად აბეზღებს აღსარების მთქმელს, ჯილდოს იღებს მთავრობისაგან. მას უფრო კარგ მრევლს აძლევენ და თავზე ხელს უსვამენ.
მღვდელი მთავრობის ყურმოჭრილი მონა უნდა იყოს, მაგრამ თუ გაბედა და გამოაცხადა, რომ მთავრობა უსამართლოდ იქცევა, რომ ეკლესია მთავრობას არ უნდა ემორჩილებოდეს, მას მაშინვე ან გაჰკრიჭავენ, ან სადმე გაგზავნიან “ცოდვების მოსანანიებლად”, ან დაიჭერენ და ციხეში ამოალპობენ.
საქართველოში რამდენიმე მღვდელი დაიჭირეს წრეულს და გაგზავნეს ციმბირში და ვინ იცის კიდევ რამდენს გაგზავნიან!
იცოდეთ,რომ თუ მთავრობამ რომელიმე მღვდელი დაიჭირა, ან დასაჯა, იმ მღვდელს სინდისი კიდევ უნდა ჰქონდეს შერჩენილი. ტყუილ–უბრალოდ მთავრობა მღვდელს არ დაიჭერს, არ გაუწყრება და ანაფორას არ გახდის.
ეხლა მოკლედ გეტყვით, როგორ უნდა მოექცეს ხალხი სამღვდელოებას და ეკლესიას.
ჩვენ ვთხოულობთ ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან.
ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო და მთავრობა სრულიად არ უნდა ჩაერივნენ ეკლესიისა და სარწმუნოების საქმეში. სამაგიეროდ არც ეკლესია და არც სამღვდელოება უნდა ცაერიოს სახელმწიფოს საქმეში. სამღვდელოება და ეკლესია უნ და შეინახონ იმათ, ვისაც სწამთ ღმერთი და ეკლესია. ვთქვათ, ერთ სოფელში ას კაცს სწამს ღმერთი, ათ კაცს კი არა სწამს. ასმა კაცმა უნდა აირჩიონ მღვდელი და ისე მოაწყონ ეკლესიის საქმე, როგორც მათ უნდათ, ათ ურწმუნო კაცს კი ძალა არ უნდა დაატანონ რწმენაში.
ყველამ ის ღმერთი უნდა ილოცოს, რომელიც მას სწამს, ყველამ ისე უნდა ილოცოს, როგორც მისი სურვილი იქნება.
მაშ ასე: ჩვენ ვთხოულობთ რწმენის სრულ თავისუფლებას.
ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან და ვუკრძალავთ მთავრობასაც და სამღვდელოებასაც ერთმანეთის საქმეში ჩარევას.
მთავრობა განაგებს სამღვდელოებას, ეკლესიას, სარწმუნოებას, მთავრობა აშენებს ეკლესიებს და მონასტრებს.
მთავრობა ყველას ღმერთის რწმენას, ლოცვას და ეკლესიაში სიარულს უბრძანებს, მაგრამ ამავე მთავრობას არც ღმერთი სწამს, არც ეკლესია, არც სამღვდელოება, არც ლოცვა და არც სულის ცხონება.
დღევანდელობასაც შეეფერება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
merciamercia
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 19289
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08
#38063879
· 18 Sep 2013, 22:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
melodyman/
QUOTE
მიხეილ ჯავახიშვილის "გლეხის წერილები", საუბარი მღვდლებსა და ბერებზეიმ წინაზე დაგპირდით, შემდეგ წერილში მღვდლებზე და ბერებზე მოგელაპარაკებით მეთქი.მღვდელს რომ ჰკითხო, ის ქრისტეს მოციქულია ამ ქვეყნად, ის ამბობს, ეკლესია და სარწმუნოება ხალხს სულიერ საზრდოს აძლევს და ამ ქვეყნად სიყვარულსა და ერთობას ქადაგებსო.ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეხლანდელი ეკლესია და სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურეა და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მთავრობა უბრძანებს. მთავრობა სარგებლობს ხალხის გაუნათლებლობით, რწმებით და ცდილობს, რომ ხალხმა მხოლოდ საიქიოზე იფიქროს და იზრუნოს, სააქაოზე კი შენს მაგივრად მე ვიფიქრებო. ასე ამბობს მთავრობა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით მისი ზრუნვა. მთავრობა ტყუილუბრალოდ ფლანგავს ხალხის ფულს ძვირფას ეკლესიების აშენებაზე. რუსეთში ბევრია ისეთი ეკლესია, რომელიც რამდენიმე მილიონი დაჯდა.ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზე რომ სობოროა აშენებული, ის ნახევარი მილიონი ღირს. მაგრამ ვკითხოთ ერთი ამ ეკლესიების ამშენებლებს, რათ უნდათ მარმარილოს კედლები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხატები, ოქროს ბარძიმ–ფეხშუმები და სახარება?განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა?რათ უნდათ მღვდლებს ათას და ათი ათას მანეთიანი სამოსელი?განა ქრისტეს ისე უბრალოდ არ ეცვა, როგორც ყველას?მღვდლებს რომ კითხო, ძვირფასი მორთულობა და ძვირფასი ეკლესია მლოცველს სასოებას უმატებსო.ჩემი აზრით ეს ფართი–ფურთი, ბრჭყვიალა ზიზილ–პიპილოები და ძვირფასი მორთულობა ხალხის თვალის მოსატაცებლად არის მოგონილი.აი ამაზე ხარჯავენ წვითა და დაგვით შეგროვილ ხალხის ფულს.არქიელები და დიდრონი მღვდლები წელიწადში რამდენიმე ათას მანეთს იღებენ, მშვენიერ სასახლეებში ცხოვრობენ და ძვირფას ეტლებით დადიან.ერთი ჰკითხეთ, ამ სულიერ მამებს, ვისა ჰბაძავენ ისინი?ქრისტესაო, გეტყვიან, მაგრამ როდის ცხოვრობდა ქრისტე ხალიჩებით მორთულ სამ სართულიან სახლებში, როდის ჰყავდა იესოს ათი ხელზე მოსამსახურე, როდის დადიოდა ქრისტე მშვენიერი კარეტებით?ზოგი არქიელია, ბანკებში ათასობით უწყვია, მაგრამ აბა ერთი მიდი იმასთან და შველა სთხოვე? ის მაშინვე საიქიოს გაგისტუმრებთ და მომავალ ცხოვრებით განუგეშებთ.საიდან მიიღო ეკლესიამ ამდენი ფული? ხალხიდან და მლოცავებიდან, მაგრამ იკითხეთ, რატომ არ ეხმარებიან გაჭირვების დროს იმ ხალხს, რომელმაც იმოდენა შეძლება მისცა მღვდლებსა და ბერებს?დღეს ყველაფერი იყიდება: პური, ღვინო, საცმელი, საჭმელი, თივა, ქერი, მარილი, ლოცვა, კურთხევა, პანაშვიდი, პარაკლისი და წირვა.თუ მღვდელს ერთი მანეთი არ მიეცი, პანაშვიდს არ გადაიხდის, თუ თუმანი ან ხუთი მანეთი არ მიეცი, ჯვარს არ დაგწერს, შვილს არ მოგინათლავს, ჭირნახულს არ გიკურთხებს და შენთვის არ ილოცავს.თუ ბევრი ფული გაქვს, მდიდარი ხარ და ყოველდღე მღვდელს თითო თუმანი აძლიე, დილიდან საღამომდის შენს სულისთვის ილოცავს და ღმერთს თავს მოაბეზრებს. თუ მდიდარი ხარ და მღვდელმა და არქიელმა ყოველდღე შენთვის სწირეს, ღმერთი მათ ლოცვას შეისმენს, ცოდვებს გაპატიებს და საიქიოს სამოთხეში ადგილს დაგიმზადებს.როგორც ხედავთ, ცხონება და ცოდვების მიტევებაც ფულით იყიდება.მაგრამ თუ ღარიბი ხარ და მღვდელს ყოველდღე ღმერთს არ შეაბრალებინე შენი ტანჯული და წამებული სული,მაშინ უეჭველად ჯოჯოხეთში შეხვალ.ასეა ამ ქვეყნად: მდიდრებს ეხლავე ჰპირდებიან ცხონებას, ღარიბებს კი–სულის წაწყმედას.როგორც ხედავთ, სამღვდელოება მდიდრების მოსამსახურე ყოფილა, რადგან იგი მარტო მდიდრებისათვის და ძლიერებისათვის ლოცულობს.მაგრამ წეღან ისიც გითხარით, რომ სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურე არის მეთქი.მთავრობამ აუკრძალა სამღვდელოებას პანაშვიდის გადახდა და ლოცვა იმ კაცისათვის, რომელიც მას არ მოსწონდა. ის აღარ ეკითხება ქრისტესა და მის მოციქულებს მღვდლებს, ღირსია თუ არა ეს ადამიანი ცხონებისაო. ის ბრძანებას იძლევა, აკრძალულიაო. სამღვდელოებაც ემორჩილება მთავრობის ბრძანებას.მღვდლები მოვალენი არიან არავის აღსარება არ გასცენ, მაგრამ მათ მთავრობისაგან ნაბრძანები აქვთ, გასცენ ის კაცი, რომელიც აღსარებაზე იტყვის, რომ მე მთავრობის წინააღმდეგი ვარო. მღვდლებიც ასრულებენ ამ ბრძანებას, ხოლო ის მღვდელი, რომელიც უფრო ხშირად აბეზღებს აღსარების მთქმელს, ჯილდოს იღებს მთავრობისაგან. მას უფრო კარგ მრევლს აძლევენ და თავზე ხელს უსვამენ.მღვდელი მთავრობის ყურმოჭრილი მონა უნდა იყოს, მაგრამ თუ გაბედა და გამოაცხადა, რომ მთავრობა უსამართლოდ იქცევა, რომ ეკლესია მთავრობას არ უნდა ემორჩილებოდეს, მას მაშინვე ან გაჰკრიჭავენ, ან სადმე გაგზავნიან “ცოდვების მოსანანიებლად”, ან დაიჭერენ და ციხეში ამოალპობენ.საქართველოში რამდენიმე მღვდელი დაიჭირეს წრეულს და გაგზავნეს ციმბირში და ვინ იცის კიდევ რამდენს გაგზავნიან!იცოდეთ,რომ თუ მთავრობამ რომელიმე მღვდელი დაიჭირა, ან დასაჯა, იმ მღვდელს სინდისი კიდევ უნდა ჰქონდეს შერჩენილი. ტყუილ–უბრალოდ მთავრობა მღვდელს არ დაიჭერს, არ გაუწყრება და ანაფორას არ გახდის.ეხლა მოკლედ გეტყვით, როგორ უნდა მოექცეს ხალხი სამღვდელოებას და ეკლესიას.ჩვენ ვთხოულობთ ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან.ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო და მთავრობა სრულიად არ უნდა ჩაერივნენ ეკლესიისა და სარწმუნოების საქმეში. სამაგიეროდ არც ეკლესია და არც სამღვდელოება უნდა ცაერიოს სახელმწიფოს საქმეში. სამღვდელოება და ეკლესია უნ და შეინახონ იმათ, ვისაც სწამთ ღმერთი და ეკლესია. ვთქვათ, ერთ სოფელში ას კაცს სწამს ღმერთი, ათ კაცს კი არა სწამს. ასმა კაცმა უნდა აირჩიონ მღვდელი და ისე მოაწყონ ეკლესიის საქმე, როგორც მათ უნდათ, ათ ურწმუნო კაცს კი ძალა არ უნდა დაატანონ რწმენაში.ყველამ ის ღმერთი უნდა ილოცოს, რომელიც მას სწამს, ყველამ ისე უნდა ილოცოს, როგორც მისი სურვილი იქნება.მაშ ასე: ჩვენ ვთხოულობთ რწმენის სრულ თავისუფლებას.ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან და ვუკრძალავთ მთავრობასაც და სამღვდელოებასაც ერთმანეთის საქმეში ჩარევას.მთავრობა განაგებს სამღვდელოებას, ეკლესიას, სარწმუნოებას, მთავრობა აშენებს ეკლესიებს და მონასტრებს.მთავრობა ყველას ღმერთის რწმენას, ლოცვას და ეკლესიაში სიარულს უბრძანებს, მაგრამ ამავე მთავრობას არც ღმერთი სწამს, არც ეკლესია, არც სამღვდელოება, არც ლოცვა და არც სულის ცხონება.
იაღოველი ხარ ბრატ? რატომ ებრძვი მღვდლებს
QUOTE
მიხეილი,ილია და მე,ერთ დღეს ვართ დაბადებული.
გენიოსები ერთ დღეს დაბადებულხართ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
melodyman/
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
melodyman/
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 17101
წევრი No.: 122321
რეგისტრ.: 10-October 10
#38063935
· 18 Sep 2013, 22:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
merciamercia
ლიბერასტი ჯავახიშვილი.
QUOTE
გენიოსები ერთ დღეს დაბადებულხართ
ნუ ახლა...
ჩემი თავი მაინც ბოლოს მოვიხსენიე. <3
--------------------
ვუყურებ ვთქვათ ამერიკულ ან ინგლისურ ფილმს და მამთქნარებს, ვუყურებ რუსულს და მითრევს, რატომ? © Xoshgeldi
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2191
წევრი No.: 143440
რეგისტრ.: 22-February 12
#38755698
· 16 Nov 2013, 18:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"...აშორდია მხოლოდ იღიმებოდა და სამახარობლოს თხოულობდა, მერმე წამოდგა და სთქვა:
- ჩვენს კეთილშობილთა საერთო ოჯახს ერთი პატიოსანი ოჯახი კიდო მოემატა. ყოველმა კაცმა იცის, რომე ჭიპი კვაჭანტირაძის ბაბუა აზნოური იყო, მარა საცხა ისე მოხთა, რომე ეს პატიოსანი კაცი რაცხა წიგნში არ ჩაწერეს. აწი მე გავასწორე ისტორიის უსამართლობა, ჩემო სილიბისტრო. მოგილოცავ დიდებულ ოჯახურ დღესასწაულს და გისურვებ, რომე ღირსეულად ატარო მეფის წყალობა. გოუმარჯოს ჩვენს ახალ მოძმეს!"
ოცი წლის შემდეგ:
"-დაუბრუნე აპოლონჩიკს თავადობა, ნიკოლაშა! - ჩაერია გრიშკა - აპოლონჩიკს ეს არის ეხლა თავადი უწოდე. მეფის სიტყვა კანონია, უკან ვეღარ წაიღებ!
ნიკოლოზი გაწითლდა. კვაჭმა დაამშვიდა:
-დიდო მეფევ! თავადობა კვაჭანტირაძეებმა მეშვიდე საუკუნეში მიიღეს. მერვე საუკუნეში ჩემი წინაპარი საქართველოს ჯარის მთავარსარდალი იყო. მას აქეთ საქართველოს მეფეებს თოთხმეტი კვაჭანტირაძე ჰყავდათ ვეზირებად, მინისტრებად და კათალიკოსებად. მეთვრამეტე საუკუნეში ოსმალებმა ჩვენი ციხე და სასახლე აიკლეს, დაანგრიეს და დასწვეს... საბუთებიც მაშინ დავკარგეთ. მთელმა კავკასიამ იცის, რომ ჩვენ თავადები გახლდით და ამიტომ ჩემი მამა-პაპებიც აღარ გაჰყვნენ საბუთებს. აზნაურობა შეგვრჩა, ამაზე მეტი არც მიძებნია.
-კეთილი... ეგრე იყოს! - წაიბუტბუტა მეფემ და რაღაც ჩაიწერა.
"აშორდია, გაფასდი!" - წამოიძახა გულში კვაჭმა."
This post has been edited by
Menestrel
on 16 Nov 2013, 19:00
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rockforever
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
rockforever
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10793
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08
#38793905
· 20 Nov 2013, 01:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Solveig
QUOTE
ისე, იმის გათვალისწინებით, თუ რა ყოფაშიც ჰყავდათ მიხეილ ჯავახიშვილი ციხეში, არ გამიკვირდებოდა-კიდეც რომ მოეწერინებინათ ხელი რაღაცებზე სასტიკი ცემისა და წამების შემდეგ...და ისიც უნდა ითქვას კიდევ, რომ იმ ხალხის ბედი,ვის წინააღმდეგაც ჯავახიშვილის გამოყენებას მოინდომებდნენ, ისედაც განწირული იყო. ჯავახიშვილი რომ მანამდე მომკვდარიყო ცემის დროს, სანამ ხელს მოაწერინებდნენ, სხვა ადამიანს მონახავდნენ მის მაგიერ.
მანანა იმას აწვება რომ დაჭერამდე დაწერაო დასმენებიო
და ნოე ხომერიკი პირადად მაგან დაასმინაო და იასონ ჯავახიშვილიო
This post has been edited by
rockforever
on 20 Nov 2013, 01:07
--------------------
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#38795124
· 20 Nov 2013, 04:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
rockforever
QUOTE
ნოე ხომერიკი პირადად მაგან დაასმინაო და იასონ ჯავახიშვილიო
რა ვიცი, პირადად მე მართლა მიჭირს მაგის დაჯერება, რომ 23 წელში ეგ ექნა ჯავახიშვილს.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2191
წევრი No.: 143440
რეგისტრ.: 22-February 12
#38805736
· 21 Nov 2013, 01:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დაბორიალებს კვაჭი კვაჭანტირაძე და გულში იღრინება, ზოგჯერ გულის დარდს ბესოს გადაუშლის და ქვრივ დედაბერივით აწუწუნდება, ზოგჯერ კი ქურდულად კუთხეში მიიმალება, აკვნესდება და ჩუმად იცრემლება...
რა გატირებს, კვაჭი კვაჭანტირაძევ? რად გიკვნესის ეგ ჭრელი გული? რად გებურება ეგ მჭრელი თვალები? რად გეჭმუხვნება ეგ გაშლილი და ნათელი შუბლი? რა დაგემართა, კვაჭუნი? ჭამა-სმა - თავსაყრელი, ტანისამოსი - ყოველგვარი, ფული - გამოულეველი, ქალები - შერჩეული, ცხენები და ავტო, მსახური და მეგობარი, ძველი და ახალი... კიდევ რა გაკლია, კვაჭი კვაჭანტირაძე?
დახოცილი მეგობრები? დიდი ხანია მოინელე.
სილიბისტრო და პუპი? ძალიან კარგად არიან.
დიდება და სახელი? გქონდა და შენვე გაექეცი.
მშობელი ცა და დედამიწა? საბურთალო მოგელის.
მაშ რა გინდა, კვაჭანტირაძევ? მუდმივი ხეტიალი? მარადიული დევნა ბედისა? უთავბოლო სირბილი და ქროლვა უთავბოლო ქვეყანაში? ოქროს გალიის დამტვრევა და გაფრენა? მაშ რა გინდა, რა?
შენც არ იცი.
მესმის შენი, კვაჭი კვაჭანტირაძევ!
მესმის შენი, კვაჭიკოვ!
მესმის და ვიცი...
მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბოლოს და ბოლოს შენს ღირსეულს და ნამდვილ საქმეს მიაგენი.
მაშ არხეინად დალპი მაგ ორმოში და მშვიდობით იყავი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2191
წევრი No.: 143440
რეგისტრ.: 22-February 12
#40550872
· 12 Apr 2014, 01:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"მოგზაურობა? არა, ეგ ჩვენი საქმე არ არის. სამი წელიწადია თანამგზავრებს ვეძებ და ერთი ქართველიც ვერ ვიპოვნე, ისევ უცხოელები გამომყვნენ... მაგიტომ მოხდა, რომ გერმანელებმა, ინგლისელებმა და რუსებმაც კი საქართველო ქართველებზე უკეთესად იციან. გურული სამეგრელოში არ დადის, მეგრელი - კახეთში, კახელი - იმერეთში, ხოლო ბორჩალოს, ჯავახეთს, მესხეთსა და აჭარა-ჭანეთში არც ამერელი შეიხედავს და არც იმერელი. ერთი მტკაველი მიწა გვაქვს, ერთი მუჭა ხალხი ვართ, ჯერ ჩვენი თავიც არ გვიცვნია და მთელ ქვეყანას ვეჭიდებით, მის გადაბრუნებას ვლამობთ."
("კვაჭი კვაჭანტირაძე")
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nitsa_a
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Nitsa_a
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1406
წევრი No.: 152434
რეგისტრ.: 27-July 12
#40889731
· 10 May 2014, 23:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მის ჩანაწერებს ვკითხულობ...
ძალიან საინტერესოა.
--------------------
არა, მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე,
აქ გაგეფანტება ოცნების ნიჭი,
ოცნება დაალპეს, წაბილწეს, გაქურდეს,
ცრემლსაც კი დაკარგავ ლამაზი ბიჭი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2191
წევრი No.: 143440
რეგისტრ.: 22-February 12
#41533485
· 5 Jul 2014, 18:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"ჯაყო ვეღარ მშვიდდება, დაჭრილ დათვივით დაბორიალებს, ხუთგირვანქიან მუშტებს ჰაერში ატრიალებს, ჰბორგავს, იმუქრება და ხვიხვინებს:
- დაიცადებდე!... მოიცადებდე! ყველას სეირს გაჩვენებდე ჯაყოი, თქვე ყაჩაღებო, თქვენა! აბა ახლა ივლის ჯაყოი ხალხის გულისთვის, ახლა დაგიკლებდე ჯაყოი ნალოგსა, როგორ არა! მამა გიცხონდათ! ჯიბე მაგრად დაიჭირებდეთ! დაიცადეთ!.. მომიცადეთ!..
თეიმურაზი გულში შხამიანად ხითხითებს:
-შენი ჯერიც მოვიდა, განა! ხომ გითხარი: უხილავი სამართალი შენისთანა ავაზაკს ურმით დასდევს მეთქი. დაგეწია, განა! ეს ერთი და სხვა ათასი!
- სამართალი აღარსად ვიქნებოდე?!
- ჯაყო და სამართალი? - ჰფიქრობს გულში თეიმურაზი. - ეხლა ჰყვირი? არა გიშავს-რა, ღმერთმა მოგიძღვნა. ეგ ერთი და სხვა ათასი! ეგ ერთი და სხვა ათასი!
- ღმერთი აღარა ხარ?! - ჰგოდებს მაგრად ნაკბენი ჯაყო.
- ხი-ხი-ხი! - იცინის გულში თეიმურაზი. - ჯაყო და ღმერთი?! ჯაყო და სამართალი?! განგებამ მხოლოდ კლანჭი გაგკრა და გოჭივით აგაჭყივლა, მაგრამ ნეტა მაჩვენა შენი ბღავილი, როცა მისი ბასრი კლანჭი ყანყრატოში დაგწვდება. მოახლოვებულ არს ჟამი განკითხვისა..."
(მიხეილ ჯავახიშვილი, "ჯაყოს ხიზნები" 1924წ.)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Forrest 13
Crazy Member
ჯგუფი: Members
Forrest 13
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2083
წევრი No.: 155942
რეგისტრ.: 10-November 12
#41645549
· 15 Jul 2014, 11:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი აზრი მიხელ ჯავახიშვილის ,,თეთრი საყელო" - ს შესახებ -
https://trileri.wordpress.com/2014/07/14/%E...83%9A%E1%83%9D/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2191
წევრი No.: 143440
რეგისტრ.: 22-February 12
#42571370
· 17 Oct 2014, 22:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თითქმის ერთი საუკუნის წინანდელი ისტორია ფემინისტ და არისტოკრატ მარგარიტა ყაფლანიშვილზე, რომელმაც, საქმე საქმეზე რომ მიდგა, "ტყიდან გამოვარდნილი ბანჯგვლიანი დათვი" ჯაყო ამჯობინა ინტელიგენტ, მაგრამ ფიზიკურად სუსტ თეიმურაზს.
მანამდე ჯაყოსა და თეიმურაზს შორის ასეთი საუბარი გაიმართა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ:
ერთხელ თეიმურაზმა უთხრა ჯაყოს:
- ჯაყო, ეგრე რათა სტანჯავ შენს ცოლს? ძალიან ბევრი სამუშაო აქვს.
- დედაკაცი მუშაობისთვის ხარ გაჩენილი, მაშა!
- ყველანი მუშაობისთვის ვართ გაჩენილი, ჯაყო. მაგრამ დედაკაცს უფრო ადვილი საქმე ერგო, რადგან მამაკაცზე სუსტია.
- დედაკაცი ხარ სუსტი? შენ რა გესმის, ბრინკა! ქალაქელებმა გააფუწეთ დედაკაცი, თორემა ჩვენ ჩვენი ძველი ადათი შეგინახეთ.
- ცოდოა ნინო, ჯაყო, ცოდო!
- ჯაყომ ცოდო არ ვიცის.
- ჯაყო, ახალი კანონით დედაკაცი და მამაკაცი თანასწორნი არიან.
- ვიცის ჯაყომა, ვიცის! დედაკაცი და მამაკაცი ლოგინში ხართ თანასწორი.
- დედაკაცის დაჩაგვრა მხოლოდ თათრებმა იციან.
- ეგეც ვიცის ჯაყომა. გენაცვალე თათრებსა, კარგი ვაჟკაცები ხართ თათრები.
- ჯაყო, შენ ხომ ქრისტიანი ხარ?
- მაშ, მაშა! ქრისტიანი ხარ ჯაყოი.
- მაშ ყური მიგდე. სახარებაში სწერია, რომ...
- ვიცის ჯაყომა, ვიცის! ჯაყომ სამჯერ დაიწერე ჯვარი და ღვდელმა სამჯერ გითხრა ეკლესიაში, რომ ქმარმა ცოლი უნდა დაგაშინოო და, აი, ასე უნდა შეინახოო, აი! მაშ, მაშა!
და ჯაყომ ხუთგირვანქიანი მუშტი ისე შეანძრია, თითქო შიგ ქვა ედო და მისი გაჭყლეტა უნდოდაო.
თეიმურაზი მალე დარწმუნდა, რომ მგელს სისხლიანის ჭამას უკრძალავდა, ამიტომ ნინოს გამოსარჩლებას თავი დაანება.
გენიოსი იყო ეს კაცი! რაც მეტი დრო გაივლის, უფრო მეტად მივხვდებით ამას.
This post has been edited by
Menestrel
on 17 Oct 2014, 22:17
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
Menestrel
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2191
წევრი No.: 143440
რეგისტრ.: 22-February 12
#42968857
· 25 Nov 2014, 19:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"ფემინისტკა" ცუცქია vs. "ოჯახის ქალი" ხათუთა
იმ საღამოს ქალთა კრებიდან ცუცქია გვიან დაბრუნდა – ამრეზილ-აშლილი და უცნაური ბრაზით გატენილი.
– ცუცქი, თქვენს კრებაზე რა მოხდა?
პასუხის მაგიერ სხაპა-სხუპით მაყრის ათას ბრალდებას: რაც ამ ქვეყნად უბედურება ხდება, მხოლოდ მამაკაცების ბრალია. ყოველივე საძაგელი და მხეცური ჩვენი ხელიდან გამოდის. ჩვენ დავიმონეთ კაცობრიობის საწყალი ნახევარი, დავიმონეთ და ყოველგვარი უფლებანი ავხადეთ.
– ყოველგვარი, ყოველგვარი! ვსე პრავა, ვსე!
– მაინც?
– აი თუნდ სამსახურის უფლება. რას იტყვი? ნუუუ, გავარი! სთქვი!
დოინჯი შემოიყარა და ისე დამიდგა, როგორც მრისხანე ხელისუფალი ჯიბგირს.
– აკი მსახურობთ, ქალო! მეტი რა გინდათ?
– ხა-ხა-ხა! მსახურობენ, მსახურობენ! მადლობელი, ბატონო ჩემო, უღრმესი მადლობა!. ჰმ! ჩვენ, მამაკაცებს – სრული ბატონობა და ხელისუფლება, საწყალ დედაკაცებს კი –
– მანქანა, რეგისტრატორობა, მოახლეობა, ოჯახის მოვლა და ბავშვების გაზრდა, არა? მადლობელი, დიდი მადლობელი! ოჩენ ნადო!
მე სქესის ბუნება მოვაგონე.
ბუნების გახსენებაზე ცუცქია უარესად აცუცქდა: ბუნება, ბუნება! ოჩენ ნადო, ბუნება!
– ბუნებაც თქვენ მოიგონეთ და მისი კანონებიც. დიაღ, თქვენ მოიგონეთ, თქვენ, თქვენ! ვი, ვი!
ამიერიდან დედაკაცებს ვეღარ მოვატყუებთ. მორჩა! გათავდა! გაიგეს ჩვენი ცუღლუტობა, გაიგეს!
– თანასწორობა, სრული თანასწორობა, – აი სადღეისო ლოზუნგი! პაიმი ნაკონეც, პაიმი!
– მესმის, ჩემო კარგო, მესმის. – ვაქრობ ჩემს ალმოდებულ ნახევარს. – აგრე იყოს, თანახმა ვარ. ბაასი გადავდოთ.
დამარცხებას გავურბივარ, განა?! არა, ცუცქია არ აპირებს კამათის გადადებას. მრისხანე გამომძიებელივით ზის და ბრალდებულს მოტეხას ურჩევს. ბოლოს მძიმე ზარბაზანიც მოიშველა:
– ქალების ვაზვანიე ჩიტალ? წაიკითხე?
– არა. ეგ მოწოდება ვერ წავიკითხე.
– არც ჟენსაიუზისა?
– არ მახსოვს.
– შენ ჩამორჩენილხარ, ოტსტალ, სოვსემ ოტსტალ!..
დანაშაული ვაღიარე: ძალიან ჩამოვრჩი მეთქი...
This post has been edited by
Menestrel
on 25 Nov 2014, 19:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვივიანა
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ვივიანა
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 19978
წევრი No.: 97684
რეგისტრ.: 12-August 09
#44223621
· 3 Apr 2015, 23:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ გადაცემას რომ ვუყურებ სულ მეტირება ბოლოს.
--------------------
And then suddenly I cared even less.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
madridiSSta1988
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
madridiSSta1988
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 21796
წევრი No.: 108606
რეგისტრ.: 7-January 10
#44231837
· 4 Apr 2015, 22:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Solveig @ 25 Nov 2012, 04:56 )
ხომერიკი არის იაკინთე ლისაშვილის შთამომვალი.
იაკინთე ზედმეტად დაახლოებული იყო ხელისუფლებასთან-ეს ყველამ იცის. რეპრესიებს გადაურჩა და არც პატივი დაჰკლებია./..არადა, ერთი საშუალო ნიჭის გრაფომანი იყო.
შესაბამისად, რთულია მაგ ქალის ობიექტურობა დაიჯერო. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია, სხვისი ლაფში ამოთხვრით თავისი წინაპრის (პაპის, როგორც ვიცი) რეაბილიტაციას ცდილობდეს.
+1
სამარცხვინოა მაგ პირის მხრიდან მიხეილზე რაიმეს თქმა, თუმცა მოტივი გასაგებია
--------------------
„ეს არის მადრიდის რეალი და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის სიტყვა დამარცხება არ არსებობდა.“
RAUL MADRID.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(27)
« პირველი
...
19
20
[21]
22
23
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0427 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.