Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
კულტურა და ხელოვნება
->
ლიტერატურა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(27)
« პირველი
...
21
22
[23]
24
25
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მიხეილ ჯავახიშვილი
, ??
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#48518938
· 6 Aug 2016, 13:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
DrVeRaGi
QUOTE
მოთხრობებს არ ვეტანები
საკმაოდ გრძელი მოთხრობაა
სცადე, დაგაინტერესებს.
ძალიან მაგარი ეპიზოდებია.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
merkantila
Crazy Member
ჯგუფი: Registered
merkantila
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1450
წევრი No.: 117039
რეგისტრ.: 12-June 10
#48521946
· 6 Aug 2016, 20:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა მაინტერესებს: პლეხანოვზე ვიპოვნე ჯავახიშვილის პუბლიცისტიკა ბუკინისტებში და 59 წლისაა და მოშნად იქნება ცენზურაში განატარები ხო? ღირს ყიდვა? 2 გელა ღირდა
--------------------
No one writes to the colonel..
"სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი იყო ის პირველი ადამიანი, ვინც შემოღობა მიწა, თქვა: "აქაურობა ჩემია" და მოძებნა საკმარისად გულუბრყვილო ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rati nwt
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
rati nwt
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 20602
წევრი No.: 122146
რეგისტრ.: 6-October 10
#51367689
· 20 Sep 2017, 20:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მადლობა ჯაყოს დაწერისთვის. რატომღაც ჩემს გარშემო მე ვხედავდი მთავარ ნარატივად წარმოჩენიილ თეიმურაზ-ჯაყო. საქართველო-რუსეთის თემის მიღმა, ცალკე სულ სხვა მნიშვნელოვან თემებს, რაც ჯაყოს ხიზნებშია წამოშრილი.
იქ დიალოგებში ისეთ საკითხებს წვდება და ავითარებს პოზიციებს. ეს ტექსტი დაკვირვებით რომ წაეკითხათ და გაეაზრებინათ "ეროვნულ ელიტებს" დაწვავდნენ და დაწყევლიდნენ ჯავახიშვილს.
თეთრი საყელოს დასრულების შემდეგ ორაზროვანი შთაბეჭდილება დამჩა.
საინტერესოა სან ნახა ასეთი მოფემინისტო ქალი. ცხოვრებაში ქალების მიმართ რაიმე მძიმე გამოცდილება ჰქონდა? ამ "იზმები"სგან განთავისუფლების სწრაფვაც მესმის. მაგრამ მაშინ რეალურად საინტერესო სხვადასხვა ქალთა მოძრაობები იყო, რომლებმაც იმ დროისთვის საოცარი ტექსტები დაწერეს. აქტივობები და ა.შ ეს მოძრაობა ნამდვილად არ ყოფილა "კაცთმოძულეთა მოძრაობა". სოციალურ საკითხს საფუძვლიანად იაზრებდნენ.
შესაძლოა მემარცხენე - სოციალისტურ, სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობებთან კავშირის გამო არ მოსწონდა "ქალთა მოძრაობები". მისი პირადი წერილები ამ მიზეზის გამოც მაინტერესებს. შესაძლოა ეს არც იყო ბოლომდე ჯავახიშვილის პოზიცია და ამ ერთ გმირ - ელიზბარში გამოხატა უკმაყოფილება ზედაპირული ფემინისტური მოძრაობების მიმართ.
მშვენიერი ტექსტია. პირველივე სიტყვა, თუ რატომ მიდის მთაში უკვე მაგარია. თითქოს ჯავახიშვილის სხვა ტექსტებისგან განსხვავებულად არის დაწერილი წერის სტილით.
ძირითადად მომეწონა. როგორ განსაზღვრავს ყოფიერება ადამიანს. ცვლილების მომენტი, სასიამოვნოდ გადმოსცა.
ქალაქელი ქალის სახის ცალსახად ნეგატიურ კონტექსტში განხილვა და მთის ქალის პირდაპირი რომანტიზება მეხამუშა. ქალაქის ქალის და სოფლის ქალის საკითხვის ასე გადაწყვეტა ზედაპირულია. არ არის საკმარისი თანასწორობასა და ამ თემებზე ობიექტურად სასაუბროდ. ასე რომ მე მგონია ცუცქია არც არის ქალაქის ქალის პირდაპირი გამომხატველი. ცუცქია უბრალოდ ქალაქის დეტალის გამომხატველია ელიზბარის ცნობიერებაში, რომელიც ასე მოსწყინდა.
წერილები სხვადასხვა საკითხზე დადეთ, რაც მოიპოვება..
--------------------
_________Liverpool____________
“I'm living the dream" - C.J
http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
https://twitter.com/SkySportsNews/status/888413626465476609
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#51694721
· 19 Nov 2017, 17:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ავტორი გაუმართლებლად ძალზედ ხშირად ხმარობს რომანის მთავარი გმირის მოხსენიებისას ტერმინს "ბელადი".
ამაში არაფერია გასაკვირი.
არსენა მარაბდელი არის რომანი ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და მის რაზმზე. სწორად ქაქუცას ეძახდნენ ძმადნაფიცები "ბელადს" (დასტურად შეგიძლიათ ნახოთ ალ. სულხანიშვილის მოგონებები, მიხ. ხელაშვილის ლექსები).
ასევე, კონკრეტულად ქაქუცას პიროვნებიდან აქვს არსენას მიკერებული ყაჩაღობის აუტანლობის თვისებაც (არსენას რომ ათქმევინებს მწერალი: "ძმებო, ყაჩაღობა ჩვენ უნდა დავახრჩოთ, თორემ, მოგვერევა და თავად დაგვახრჩობსო". ცნობილია, რომ ქაქუცა ვერ იტანდა კრიმინალს (ეს დასტურდება შინსახკომელების ჩანაწერებითაც, რომელიც გამოაქვეყნა არქივმა და ამ განყშიც იყო თემა გახსნილი) და რაზმიდან აძევებდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც მოსახლეობის დაწიოკებაში ჰქონდა ხელი გარეული.
თავად მიხეილი ამბობდ,ა რომ არსენას პროტოტიპი იყო მისი ბიძა (დედისძმა) ბაგრატ ბურნაძე, ღვთისავარისა-მისი მამა ანდრო, ანუ მიხეილის პაპა. ბაგრატი ვაჟკაცური ხასიათის, გამბედავი კაცი ყოფილა და მოშუღლეებს მოუკლავთ. თუმცა, ბუნებრივია, რიგით უბირ გლეხს არ ექნებოდა ის თვისებები და ვერ ჩაიდენდა იმ საქციელს, რაც არსენა-პერსონაჟს აქვს მიწერილი. თვით ნამდვილი არსენას შესახებ არის ხალხური გადმოცემები, რაც საბოლოოდ "არსენას ლექსის" სახით შეჯერდა, თუმცა, რომანის არსენასა და მესტვირულ არსენას შორის აშკარად ძალიან დიდი სხვაობაა. რომანის არსენა, ფაქტიურად, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილეა, 32 წლის შეთქმულების ამბებსაც იცნობს, რუსული სამხედრო ბეგარის წინააღმდეგ ხალხის აჯანყებას ცდილობს, მერე ახალციხეში რუსების წინაღმდეგ იბრძვის, "ნაპალავანის" მეგობარ რუსტამ რაზის წერილს უგზავნის და რჩევას და დახმარებას სთხოვს და სხვ. ასევე, არის კავშირი ერთი მხრივ, ფილადელფოს კიკნაძეს და დათუნა ბარნაველსა და მეორე მხრივ-ამბროსი კათალიკოსსა და მის სამღვდელოებას შორის. ერთი სიტყვით, მე მეჭვი არ მეპარება, რომ არსენას წერის დროს ავტორს ბევრი რამ 1923-24 წლის აჯანყებამ შთააგონა. გასაგები მიზეზების გამო ავტორს ბევრი რაღაცის შეცვლა და გადასხვანაირება მოუწია და ამან, ცხადია, რომ რომანზე ცუდად იმოქმედა. თუმცა, ჯავახიშვილი მაინც ავლენს თავის თავს და ნიჭს.
* * *
rati nwt
QUOTE
საინტერესოა სან ნახა ასეთი მოფემინისტო ქალი.
ეგეთი ტიპაჟები იმ დროს ნამდვილად იყვნენ. ახლაც ხომ არიან. ყველას გვინახავს პიკეტებზე გოგონები ტრანსპარანტებით "არ გათხოვდე, არ გახდე ქმრის მონა", "ჩემი სხეული ჩემი საქმეა" და სხვ. იმხანად ძალიან აქტუალური იყო ქალების ემანსიპაციის, მამაკაცებთან უფლებრივად გათანაბრების საკითხი. ქალები შედიოდნენ პარტიაში, იწყებდნენ პარტიულ და პროფესიულ საქმიანობას, აღარავინ აკონტროლებდა მათ ჩაცმულობას, დღიურ გრაფიკს, სექსუალურ ცხოვრებასაც კი, ანუ, ამ მხრივ ისინი გათავისუფლდნენ და გაუსწორდნენ მამაკაცებს, მაგრამ, ამან უცებ წარმოშვა ძალიან მწვავე პრობლემა-კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ოჯახის ინსტიტუტი, იმრავლა აბორტებმა. ეს თემები საზოგადოების აქტიური განხილვის საკითხი გახდა. ამიტომაც იწერებოდა მათზე მხატვრული ნაწარმოებები. თუ გავიხსენებთ, ამ თემას ბევრი იმდროინდელი ლიტ. ნაწარმოები ეძღვნება. არამხოლოდ თეთრი საყელო, არამედ, მაგალითად, მთვარის მოტაცებაც (ტფილისის სამეანო კლინიკის ამბები), კონსტანტინე ლორთქიფანიძის ნოველების სერია გაიანე მაისურაძეზე, საფო მგელაძის რომანები და სხვ.
QUOTE
ქალაქის ქალის და სოფლის ქალის საკითხვის ასე გადაწყვეტა ზედაპირულია. არ არის საკმარისი თანასწორობასა და ამ თემებზე ობიექტურად სასაუბროდ. ასე რომ მე მგონია ცუცქია არც არის ქალაქის ქალის პირდაპირი გამომხატველი. ცუცქია უბრალოდ ქალაქის დეტალის გამომხატველია ელიზბარის ცნობიერებაში, რომელიც ასე მოსწყინდა.
ნაწილობრივ, გეთანხმები ამაში. მხოლოდ, მაგას უკვე დღეის გადამოსახედიდან ვამბობთ. დღეს საზოგადოება უკეთ არკვევს ტყუილსა და მართალს, ოჯახის დაგეგმვის ბევრად უფრო ჰუმანური და უვნებელი მეთოდები არსებობს, ვიდრე აბორტია და სხვ. ცხადია, ცუცქია არ არის ფემინისტი ქალის ტიპიური ნიმუში, უფრო კერძო შემთხვევაა, რადგან ბევრი პიროვნული მანკიერება ახასიათებს, რასაც ფემინიზმთან, თავისთავად, არაფერი აქვს საერთო-მაგალითად, ის მიმართავს შანტაჟს (ელიზბარის დაშანტაჟებას ცდილობს წიგნის ბოლოში), იგონებს ტყუილებს მხოლოდ იმიტომ, რომ "დაჩაგრული ქალის" სახე შექმნას და ამით სხვა ადამიანებს აზარალებს (თავის ბავშვს, რომელიც სადღაც ჰყავს მიგდებული, მეეზოვეს და მის შვილს, სასამართლოს სცენაში). ერთი სიტყვით, ფემინისტი კი არა, უფრო ავანტურისტია, რომელსაც ფემინისტობის ნიღაბი აქვს მორგებული, რადგან ის იმხანად ფასობს. აქვე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ცუცქია პარტიული ქალიცაა და ამით მისი ტიპაჟი შეიძლება ჯავახიშვილის უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდეს კომკავშირლებისა და პარტიულების მიმართ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად ჯავახიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ დიდად აფასებდა ნასწავლობას და განათლებას ქალში და მის საჭიროებას (მაგალითებია სიდონია, ხათუთა, სოფიო), ქალის ძირითად დანიშნულებას მაინც მეოჯახეობასა და დედობაში ხედავდა. თეთრი საყელოც მის მეუღლეს ეძღვნება და რაღაც საერთოც არის ლუბა ჯაჭვაძესა და ხათუთას შორის. ცხაია, ლუბა არ ყოფილა ხათუთასავით მთაში გაზრდილი, უვიცი "მაუგლი", მაგრამ, გიმნაზიის დამთავრების მიუხედავად, ცხოვრებაში სრულიად გამოუცდელი 18-19 წლის გოგონა იყო, როცა ცოლად გაყვა ასაკით საკმაოდ უფროს და ცხოვრებისაგან უკვე გვარიანად ნატანჯ და აქეთ-იქით ნათრევ კაცს (როცა ერთმანეთი გაიცნეს და დაქორწინდნენ, ჯავახიშვილი უკვე 2 ჯერ იყო პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრებული და იმხანად საქართველოდან გასახლება ჰქონდა მისჯილი. მანამდე-გადატანილი ჰქონდა დიდი ოჯახური ტრაგედია, ნასწავლი ჰქონდა ყირიმში, ახლოს იცნობდა ილია ჭავჭავაძის თაობას, მოვლილი ჰქონდა ევროპა, ნაცხოვრები იყო საფრანგეთში, და სხვ.). ამის შემდეგ ის აქტიურად არ მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაკავებული იყო ოჯახისა და შვილების მოვლით და გვერდში უდგა ქმარს მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. ეტყობა, ეგეთი ქალები მოსწონდა მიხეილს და ამიტომ, ეგეთად დაუწყო გადაქცევა ხათუთასაც.
This post has been edited by
Solveig
on 19 Nov 2017, 17:10
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
JSB14BSJ
შაბთაი ცური
ჯგუფი: Members
JSB14BSJ
შაბთაი ცური
ჯგუფი: Members
წერილები: 4655
წევრი No.: 184061
რეგისტრ.: 30-March 14
#51704171
· 21 Nov 2017, 15:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Solveig
QUOTE
ხომერიკი არის იაკინთე ლისაშვილის შთამომვალი.
ლისაშვილი თვითონ ხომერიკია - დედამისს ერქვა ლისა და გვარი ასე გადაიკეთა.
QUOTE
იაკინთე ზედმეტად დაახლოებული იყო ხელისუფლებასთან-ეს ყველამ იცის. რეპრესიებს გადაურჩა და არც პატივი დაჰკლებია
ტყუილად და ლამაზი თვალებისთვის ვინ გადაურჩებოდა რეპრესიებს? ჯავახიშვილი გადაურჩა? ხელისუფლებასთან კიდე პეროინტელექტუალური დიალოგებისთვის კი არ ახლოვდებოდნენ.
QUOTE
არადა, ერთი საშუალო ნიჭის გრაფომანი იყო.
ყველა ხელისუფლებასთან დაახლოებული ასე იყო და ასეა. აბა ვინც ნიჭის პატრონია, იმას, უკაცრავად და ბოზობისთვის და სხვების დასმენის ადმინისტრაციული მუშაობისთვის კი არ სცხელა. თუმცა გამონაკლისი ყველაფერშია და აქ კოწიაა გამონაკლისი.
jadgschloss
QUOTE
კი, აქაც იყო გარკვეული ინფორმაცია.
ერთი ფაქტი ვიცი, 70-80-იანების კგბს ქსელის შესახებ არქივები გამსახურდიას მთავრობას ხელში ჩაუვარდა და მერე გაქრა, აქ იყო ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანზე ინფორმაცია, მათი კოდური სახელები, საკითხი რაზეც მუშაობდნენ, და ნომრები... მხოლოდ ეს ინფორმაცია, ნომრები მიუთითებდნენ იმაზე რომ მოსკოვში იყო საქმეები რომელიც ამ ნომერს შეესაბამებოდა და იქ იყო ვრცლად ინფორმაცია ამ აგენტებზე
ამის შესახებ ჯაბა სამუშიამ გველაპარაკა ლექციაზე, მგონი, თვითონაც აქვს ნანახი ეს დოკუმენტები .
ზვიადამ გააქრო აქედან ეგრევე, როგორც კი მოვიდა, რო მაგის მტრებს მამამისის კაიკაცობები არ გამოემზეურებინათ, თორე კოწია ნიჭის გამო კი არ ჰყავდათ ზევით კალთაზე გამობმული.
rockforever
QUOTE
მანანა იმას აწვება რომ დაჭერამდე დაწერაო დასმენებიო
აბა რას მიაწვება სხვას
QUOTE
და ნოე ხომერიკი პირადად მაგან დაასმინაო და იასონ ჯავახიშვილიო
პრესკოტ ბუშსაც მიხეილმა ჩაუყარა საწამლავი ვისკიში და მერე ჰაიზენბერგი ჩაუშვა ამერიკელებთან, სადაც იმალებოდა.
მატყუარა ადამიანზე დიდი საზიზღრობა ჯერ არ აღმომიჩენია. თან მატყუარობაში და ინტრიგებში დახელოვნებულებს ერთი რამ აერთიანებს, რაც პატიოსანმა ადამიანმა არც იცის იმიტომ, რომ არ სჭირდება: ბოლომდე, სიკვდილამდე და იმის იქითაც მიაწვება პირველ ჩვენებას, როგორ დაუჯერებლად და ფანტასტიურადაც არ უნდა ჟღერდეს და რა მკრეხელობაც არ უნდა იყოს, რო აუდიტორია დაარწმუნოს.
madridiSSta1988
QUOTE
ნოდარ გრიგალაშვილის წიგნში წავიკითხე ასეთი რამ... ცნობილი მწერალი დაიქირავა ჩეკამ და კახეთში, ერთ-ერთ სუფრაზე, ვითომ მთვრალმა, ესროლაო... და სასწაულებრივად გადარჩაო. ვინაობა არ წერია.
დაწერეთ ვინ იყო რა თუ იცით, ძალიან საინტერესოა!!!
კიდევ ხარ ფორუმზე?
ხო არ გაგირკვევია?
QUOTE
ერთმა მითხრა, ვიცი, მაგრამ არ გეტყვიო. რატომ მეთქი?
შენს ასაკში ადრეა იდეალების მსხვრევაო
ვაი, ჩვენს პატრონს.
ასეთ სისულელეს მარტო საბჭოთაწყობაგამოვლილი ადამიანი თუ იტყოდა, რომელიც მოკლავდა დედას, მოკლავდა მამას, თუკი პარტია ბრძანებდა ამას.
QUOTE
არადა ტყუილი იდეალების ქონას საერთოდ არქონა სჯობს მე თუ მკითხავ, კარგა ხანს არ მოვა ჩვენთან ის დრო, როცა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
QUOTE
ტკბილი ტყუილის და მწარე სიმართლის ამბავია აქაც.
ამას სულით საბჭოთა ქართველი ვერ გაიგებს, უხსენი, რამდენიც გინდა.
იქნებ სთხოვო და აუხსნა, რო დიდი ხარ და არქმევინო როგორმე, რო არ დაიკარგოს...
მაგრამ ვის რას უხსნი, იმას, ვისთვისაც ბავშვობა 50 წლის ასაკის მერე მთავრდება?
Menestrel
Solveig
QUOTE
ილო მოსაშვილზე
ეს პირველი არაა, რასაც მოსაშვილზე ამბობენ კიდევ სხვა სანდო წყაროები და ვიცი რა ის, რაც ვიცი, ძალიანაც სარწმუნოდ მეჩვენება.
This post has been edited by
JSB14BSJ
on 21 Nov 2017, 15:47
--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით
მზე ხარ გაბრწყინვებული
--
ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rockforever
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
rockforever
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10793
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08
#51706178
· 21 Nov 2017, 22:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
JSB14BSJ
QUOTE
პრესკოტ ბუშსაც მიხეილმა ჩაუყარა საწამლავი ვისკიში და მერე ჰაიზენბერგი ჩაუშვა ამერიკელებთან, სადაც იმალებოდა.
მატყუარა ადამიანზე დიდი საზიზღრობა ჯერ არ აღმომიჩენია. თან მატყუარობაში და ინტრიგებში დახელოვნებულებს ერთი რამ აერთიანებს, რაც პატიოსანმა ადამიანმა არც იცის იმიტომ, რომ არ სჭირდება: ბოლომდე, სიკვდილამდე და იმის იქითაც მიაწვება პირველ ჩვენებას, როგორ დაუჯერებლად და ფანტასტიურადაც არ უნდა ჟღერდეს და რა მკრეხელობაც არ უნდა იყოს, რო აუდიტორია დაარწმუნოს.
საარქივო დოკუმენტები აქვს იმ ქალს მითითებული, 1924 წლის აჯანყების დროს რაც აქვს დაწერილი
ცნობილი ჩვენებაა, სხვადასხვა მკვლევარის მიერ გამოქვეყნებული.
თქვენ გადაამოწმეთ და ნახეთ რომ არ არსებობს არქივში ასეთი მასალები?
--------------------
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
JSB14BSJ
შაბთაი ცური
ჯგუფი: Members
JSB14BSJ
შაბთაი ცური
ჯგუფი: Members
წერილები: 4655
წევრი No.: 184061
რეგისტრ.: 30-March 14
#51706451
· 21 Nov 2017, 22:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
rockforever
რა თქმა უნდა, ექნება მითითებული და იქნება-კიდეც შექმნილი მსგავსი შინაარსის დაკითხვის ოქმი, ამაში ეჭვი ვის ეპარება. საქმე სხვა რამეშია - ჯავახიშვილი ნაღდად ჩამშვებია, თუ არა, თორემ დანარჩენი დოკუმენტალისტიკა და სტატისტიკაა.
This post has been edited by
JSB14BSJ
on 22 Nov 2017, 00:31
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
rockforever
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
rockforever
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10793
წევრი No.: 77956
რეგისტრ.: 10-December 08
#51706571
· 21 Nov 2017, 23:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რა თქმა უნდა, ექნება მითითებული და იქნება-კიდეც შექმნილი მსგავსი შინაარაია დაკითხვის ოქმი, ამაში ეჭვი ვის ეპარება. საქმე სხვა რამეშია - ჯავახიშვილი ნაღდად ჩამშვებია, თუ არა, თორემ დანარჩენი დოკუმენტალისტიკა და სტატისტიკაა.
1937 წელს დაწერილი ჩვენებები გაუგონარი ფიზიკური ტანჯვა წამებითაა მიღებული. რკინის მკვნეტელი კაცები ვერ უძლებდნენ, გმირი არ ყოფილა, ჩვეულებრივი ადამიანი იყო.
1924 წელს მიხეილ ჯავახიშვილი თვითონ უგზავნის ჩეკას წერილს, რომ მივალ და მოველაპარაკები ჩოლოყაშვილის რაზმელებს რომ იარაღი დაყარონო, დროზე უნდა მომცეთ ნებაო
თორემ ზამთარი მოდისო და მერე მაგათი დაჭერა ძაან გაჭირდებაო.
პირველად ნესტან კირთაძემ გამოაქვეყნა და სახელი და გვარი არ მიუთითა ვის მიერ იყო დაწერილი .
ესეც ცალკე მარაზმია, თუ სხვების ჩვენებები გამოქვეყნდა და სახელები და გვარები მიაწერეს, იმ სხვებმა რა დააშავეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#51707689
· 22 Nov 2017, 02:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
rockforever
ეგ წერილი 23 წელშია დაწერილი, როგორც მახსოვს. თავად ჯავახიშვილი 23 წელში დაიჭირეს, 6 თვე გაატარა ციხეში, არაერთხელ სცემეს, მაგრამ ხელს არ აწერდა ჩვენებას. ხანდახან ცოლს აძლევდნენ ნახვის უფლებას და ეს გამოიყენეს მის გასატეხად ბოლოს. ერთხელ, როცა ცოლმა ინახულა და წავიდა, ცოტა ხანში მიხეილმა საშინელი კივილი გაიგონა. მოგვიანებით მის დასანახად ჩაატარეს თმაგაწეწილი ქალი, რომელსაც ისეთი კაბა ეცვა, რაც მის ცოლს. ამის დანახვაზე პატიმარს ისტერიკა დაემართა და ბრახუნი ატეხა-რაზეც გინდათ, იმაზე მოგიწერთ ხელსო.
ამის მერე იყო ის დახვრეტის მისჯაც და მერე ინგოროყვას და კამპანიის ცნობილი სტუმრობა და მუხლიჩოქით აჯა ორჯონიკიძის წინაშე.
ჰოდა, სულ არაა გასაკვირი, რომ ეიძულებინათ სამსახურის გაწევა და ჯავახიშვილს, რომელსაც საკუთარ კისერზე ჰქონდა ნაწვნევი, თუ როგორ უსწორდებოდა ჩეკა "ურჩებს", ჩოლოყაშვილთან შუამავლობა შეეთავაზებინა. თან, იქნებ, სრულიად პრაგმატული მიზნითაც-იფიქრა, ამათგან თავის დაღწევის შანსი არ გვაქვს და იქნებ, სისხლისღვრა მაინც ავიცილოთ თავიდანო.
მანდ ბეზღობის მსგავსი მე ვერაფერი ვნახე. ხელისუფლებამ მშვენივრად იცოდა, ვინც იყო ქაქუცა და ციხეში მყოფი ჯავახიშვილი იმდენს ნამდვილად ვერ ეტყოდათ, რამდენსაც თავად მათი მზვერავები. გარდა ამისა, ქაქუცა იმითაც იყო ცნობილი, რომ კრიმინალებს არ აჭაჭანებდა თავისთან, აძევებდა რაზმიდან. იმხანად ბევრი ყაჩაღი თარეშობდა საქართველოში და ჩეკა მაგათაც ებრძოდა. არცთუ იშვიათად, გადაბირებასაც მიმართავდნენ ვიღაცებისას, რომ მერე სხვებთან ებრძოლათ მაგის მეშვეობით და ეგ ხალხიც ინფორმაციის კიდევ ერთ წყაროს და საბრძოლველად გამოსადეგ იარაღს წარმოადგენდა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსაიდან ჩანს, რომ ჯავახიშვილის წერილი სერიოზულად აღიქვეს "ზემოთ" და რამე მისია შედგა მაგ პრობლემის მოსაგვარებლად. ყოველ შემთხვევაში, სულხანიშვილის მოგონებებიდან ეგეთს ვერაფერს ვიხსენებ.
23 წლიდან სიკვდილამდე ჯავახიშვილი ჰყავდათ მორალურ ტერორში. ოციანი წლების ბოლოს არიფიონი დააშლევინეს, როგორც მავნებლური ორგანიზაცია და ფილიპე მახარაძემ სასტიკად გალანძღა საჯაროდ და გააკრიტიკა მისი შემოქმედება. რაც არ უნდა გაეკეთებინა, ყველაფერს მის წინააღმდეგ იყენებდნენ. მაგალითად, მისი დისწული, მაქსიმე ფეოფანოვი, რომელიც მამით ბერძენი იყო, საბერძნეთში წავიდა ბერძნულ თემთან ერთად. იქ ვერ გაძლო და ბიძას ხმა მიაწვდინა-დაბრუნება მინდა და დამეხმარეო. მიხეილმა უშუამდგომლა-ახალგაზრდა ბიჭია, შეცდა და წავიდა. არადა, ნახევრად ქართველია, ქართულად არის აღზრდილი, უცხო გარემოში ვერ გაძლო და იქნებ, აპატიოთ შეცდომა და დააბრუნოთო, მაგრამ, ამაოდ. მაქსიმეს არ მისცეს დაბრუნების უფლება და მიხეილს კიდევ ერთი მინუსი მიემატა დოსიეში. ორიოდე სიტყვაც რომ ეთქვა ახლობლების წრეში, უკვე "ზემოთ" მიდიოდა ხმა და ახსნა-განმარტებები უწევდა. ბერიას აღზევების მერე საერთოდ რა დღეში ჰყავდათ, ეგ ყველამ კარგად იცის. ბოლოს კი სულაც დააპატიმრეს, აწამეს და დახვრიტეს. ამას მისი აშკარად ანტისაბჭოთად განწყობილი შემოქმედებაც მივამატოთ და... რა ვიცი. აშკარად ვერ თავსდება მაბეზღარობასთან ეს ყველაფერი.
ახლა, ბოთლზე რომ დასვამენ და ცოლშვილის გაუპატიურებით დაემუქრებიან კაცს, ის ყველაფერზე წავა ალბათ და უხერხულია, ასეთ პირობებში ვინმეს დასახელება გაუტოლდეს იმ სტაჟიანი მაბეზღარების საქმიანობას, ვისაც ბუზიც არ აფრენია არც 30-იანებში და არც მის მერე.
This post has been edited by
Solveig
on 22 Nov 2017, 02:03
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pistons04
შოლა ამეობი!
ჯგუფი: Registered
Pistons04
შოლა ამეობი!
ჯგუფი: Registered
წერილები: 1289
წევრი No.: 237654
რეგისტრ.: 30-October 17
#51707717
· 22 Nov 2017, 02:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რა მაინტერესებს: პლეხანოვზე ვიპოვნე ჯავახიშვილის პუბლიცისტიკა ბუკინისტებში და 59 წლისაა და მოშნად იქნება ცენზურაში განატარები ხო? ღირს ყიდვა? 2 გელა ღირდა
2 გელა რაღაა, რა თქმა უნდა ღიირს.
ბევრი საინტერესო რამ მაინც იქნება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_მანის_ქაშიო?
აღარ მომწეროთ გოგოებო,წავედი ფორუმიდან !
ჯგუფი: Members
_მანის_ქაშიო?
აღარ მომწეროთ გოგოებო,წავედი ფორუმიდან !
ჯგუფი: Members
წერილები: 2035
წევრი No.: 238799
რეგისტრ.: 10-December 17
#51841192
· 15 Dec 2017, 22:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დღეს, ქათქათას სეირნობის დროს (ჩემი ძაღლია ქათქათა
) შეიძლება მიკმინოს რა სახელი დამარქვი შეაჩემაოოო?!:spy:
ჰოდა,შემხვდა ჩემი ყოფილი ლექტორი. ნუ ტრადიცული მოკითხვის შემდეგ და ქალებზე, ფეხბურთზე საუბრის შემდეგ...
უცებ შევნიშნე წიგნი ეკავა ხელში. თვალში მეცა წიგნის სათაური,კერძოდ- მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე".
გამეციან და მივახალე: არ გაქვს წაკითხული ? ქათქათამც კი შემომხედა და სახეზე ეწერა "მთლად გამოყლევდი შეჩემა რეებს ეკითხები ?"
აშკარად,არ ესიამოვნა ჩემი ღიმილიანი სახით ნაკითხი კითხვა. შემდეგ უეცრად რატომღაც ჯავახიშვილზე ვიბაზრეთ.
და ჩვეულებრვი ბაზარი სერიოზულ კამათში გადაიზარდა. ქათქათამ ერთი ორჯერ დაიყევა კიდეც. ალბათ,ამბობდა: მე უნდა ვიყო ძაღლი და თქვენ ადამიანები ?
და მერე იქვე მდგარ ქართული ოცნების პლაკატს მიაფსა... ჰომ,ჩაგიშვი ქათქათა ?
მოკლედ,სანამ ქათქათას ჩემს მიმართ გამოთქმული აზრი გავამყარე ვიტყვი რომ მთავარი თემა კამათის იყო ჯავახიშვილი სიდიადე!
მე ხმამაღლა გავნაცხადე,რომ ჯავახიშვილი დონის პროზაიკოსი არ გვყოლი,ყოველშემთხევაში მეოცე საუკუნიდან თუ დავიწყებთ ათვლას...
ძაან მომიშალა ნერვები ჩემა ყოფილმა ლექტორმა
"ჯაყოს ხიზნების" გამო არ უნდა დავაყენოთ თურმე პედისტალზე
This post has been edited by
_მანის_ქაშიო?
on 15 Dec 2017, 22:54
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
JSB14BSJ
შაბთაი ცური
ჯგუფი: Members
JSB14BSJ
შაბთაი ცური
ჯგუფი: Members
წერილები: 4655
წევრი No.: 184061
რეგისტრ.: 30-March 14
#51841492
· 15 Dec 2017, 23:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაგარ ცვეტშია ფორუმზეც და ლექტორებშიც ჯავახიშვილი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#51842234
· 16 Dec 2017, 03:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
_მანის_ქაშიო?
პოსტს ძაღლის ფოტო აკლია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
merkantila
Crazy Member
ჯგუფი: Registered
merkantila
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1450
წევრი No.: 117039
რეგისტრ.: 12-June 10
#51842544
· 16 Dec 2017, 10:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქეთევან ჯავახიშვილის "მოგონებათა წიგნს" ვეძებ და ვერსად ვერ ვიპოვე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_მანის_ქაშიო?
აღარ მომწეროთ გოგოებო,წავედი ფორუმიდან !
ჯგუფი: Members
_მანის_ქაშიო?
აღარ მომწეროთ გოგოებო,წავედი ფორუმიდან !
ჯგუფი: Members
წერილები: 2035
წევრი No.: 238799
რეგისტრ.: 10-December 17
#51848223
· 17 Dec 2017, 11:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Solveig
ქათქათას ფოტო ?
ცოტა მორცხვია ჩემი ქათქათა ,მაგრამ სელფი უყვარს
გამოვჩნდებით მალე
ჯავახიშვილზე მინდა ვთქვა რომ , კვაჭი კვაჭანტიაძეში უფრო ამოვიცნობთ ქართველბი ჩვენს თავს ვიდრე ჯაყოს ხიზნებში
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ლიტერატურა
|
იქით
»
Pages:
(27)
« პირველი
...
21
22
[23]
24
25
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0539 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.