ემილი, ანუ აღზრდის შესახებ
როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი
ძვირფასო მკითხველო! წინამდებარე ნაშრომი მიზნად არ ისახავს, ახალი სიტყვა თქვას პედაგოგიურ მეცნიერებაში, მაგრამ ამ ნაშრომში არის ბევრი ისეთი რამ, რაც ბავშვის აღზრდაში დაგეხმარება. ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებები ჩამოყალიბებულია მრავალი წლის დაუღალავი შრომისა და დაკვირვების შედეგად.
ბავშვის აღზრდა აკვნიდანვე იქყება.
იბადება თუ არა ბავშვი, მშობლებმა უნდა შეურჩიონ ორიგინალური სახელი. ასე მაგალითად, ვაჟებს: მედიკამენტი, სტადიონი, ფორდი, ტოჩკა, შექსპირი, შილერი, ჰამლეტა. გოგონებს: ავრორა, ანჟელინა, მილიცა, მერსედესი, დულცინე, ფლორენცია.
ვტქვათ, თქვენ გყავთ 4 ვაჟიშვილი. ერთს ჰქვია შექსპირა, მეორეს - ფორდი, მესამეს-შილერი და მეოთხეს-ჰამლეტა. ვთქვათ, შილერი და ჰამლეტი ეზოში თვალდახუჭუნას თამაშOბენ, თქვენ ეძახით მათ. ბავშვები არ მოდიან, განსაკუთრებით ჰამლეტა ჭირვეულობს. თქვენ ბრაზპბთ და იძლევით განკარგულებას-შექსპირ! წაიყვანე ფორდი, გაუარეთ შილერს და მომითრიეთ ყურით ჰამლეტი. ხომ კარგად ჟღერს?
არსებობს სახელების კიდევ ერთი კატეგორია- "სინთეზური სახელები" . რას ეწოდება სინტეზური სახლეი?-მშობელთა სახელების შეერთებით შექმნილ სახელს სინთეზური სახელი ეწოდება. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი: არქიმედი (არქიფო და მედიკო), სერჟანტი (სერჟი და ჟანეტა), ტახი (ტარასი და მარეხი), პანტა (პანტელეიმონი და ტატიანა), რეზინა (რეზო და ზინა), საქონელი (საქო და ნელი). აქაც შეიძლება იმის მაგალითის მოყვანა, თუ დაჭერობანაშ თამაშის დროს, როგორ დაიჭირა სერჟანტმა არქიმედე, როგორ დაეჯახა მათ ტახი და როგორ გაწყდა რეზინა წელში პანტას ტარებით, მაგრამ ამაზე სხვა დროს.
სახელის გამონახვის უმალ თქვენ გაქვთ უფლება დაიწყოთ ბავშვის ათზრდა შემდეგ დებულებებზე დაყრდნობით:
1. თუ ბავშვი გაჭირვეულდა, შეაშინეთ ალქაჯით ან ბუათი; თU მაინც არ შეშინდეს, უყიდეთ თბილისის არტელების მიერ გამოშვებული სათამაშოები.
2. ეცადეთ, რომ ბავშვმა ძუძუს წოვის პერიოდში პაპიროსის წევა არ დაიწყოს.
3. ხუთი წლის ასაკიდან მიაჩვიეთ ბავშვი მეგობრების, დედმამიშვილებისა და ქართული სუფრის სადღეგრძელოს (პატარა ყანწით).
4. თუ 10 წლის ბავშვი უმიზეზოდ იგინება, უთხარით, რომ ეს უსამართლო მოქმედებაა.
5. ბავშვი ღამის 12 საათისათვის დააწვინეთ ლოგინში. თუ არ დაიძინა, დაიძინეთ თქვენ; წაბაძულობით შეიძლება ბავშვმაც დაიძინოს.
6. დაასწარით ბავშვი ყველა ოჯახურ ესიამოვნებას: ბავშვი თავიდანვე უნდა ერკვეოდეს - ვინ არის დამნაშავე.
7.უძახეთ ბავშვს ნიჭიერი, თუ ბავშვს ამაში ეჭვი ეპარება დაარწმუნეთ კუთხეში დაყენებით, ან ყურის აწევით.
8. ეცადეთ ხშირად ჰკითხოთ ბავშვს, ვინ უფრო გიყვასრ დედა-ტუ მამ. თუ დედა უყვარს, მამა გაუჯავრდეს, თუ მამა უყვარს უფრო-დედა გაუჯავრდეს. თუ ბავშვი ამბობს, ორივე ერთნაირად მიყვარსო, მაშინ რას ერჩი?
9. არ დააჩაგვრინოთ ბავშვი გადამტერებულ მასწავლებელს, რომელიც "ინტერესით" უწერს ცუდ ნუშანს თქვენს შვილს. მასწავლებელს უჩივლეთ, ხოლო ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეთ სხვა სკოლაშI.
10. არ დაუშალოთ ბავშვს ოთხი თითით სტვენა: ეს მას სტადიონზე ან თქვენს დასაძახებლად გამოადგება.
11. 15 წლის უყიდეთ "მოსკვიჩი" ("ვოლგა" არ არის რეკომენდირებული, ფეხით პედალს ვერ მიწვდება).
12. სასურველია, ათწლედის დამთავრებისთან დაკავშირებით ბავშვს გაუკეთოთ მოულოდნელი საჩუქარი - ოქროს ან ვერცხლის მედალი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ თუ ვინმე თქვენს შვილს ეტყვის, უზრდელი ხარო, არ გამოექომაგოთ, ის თვითონვე გასცემს საკადრის პასუხს ცილისმწამებელს.
*****
მაგარი მწერალი იყო, არის და იქნება...

ღმერთმა გაანათლოს მისი სული... როცა ცუდ ხასიათზე, მისი ნაწარმოები უებარი საშუალებაა ხასიათზე მოსვლისა