„ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველ დღე მზის ამოსვლას და ჩასვლას მაყურებინებს - მზე უყვარს... როცა დედას იფიცებს, მაშინ არ სტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით...“
„ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.“
,, ადამიანი ფრესკა ხომ არაა, რომ ერთი მხრიდან უყურო,,
"დეიდა ნინა იანგული დაბრუნდა."
"- ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული, მე დღეს თუ ხვალ გავთავდები. უბედურებაა, როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის, ამიტომ არ მეშინია, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მეშინია... მაგრამ შენ არ უნდა შეშინდე, ბაბუა... თუ არაფერში მივდივარ, საშიში არაფერია, რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ მით უმეტეს არ უნდა გეშინოდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ, ან ხედ, ან ბალახად. ან ჩიტად, ან ძაღლად... იცოდე, თუ მოვალ, ისევ შენთან მოვალ, მარტო არ დაგტოვებ. და თუ რამეში სითბო, სიხარული და სიყვარული იგრძენი, ქვაც რომ იყოს, იცოდე, ის ქვა ბაბუაშენია... ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდეს, არ იფიქრო მარტო ვარო. ეს ოდა არ მიმიტოვო, ბაბუა, და ღადარი არ გამიციო. ცეცხლი, ერთი ნატეხი ჭადი და ერთი ჭიქა ღვინო დაახვედრე მამაშენს. დანარჩენს თვითონ მიხედავს, რომ ჩამოვა. ეს ერთი კვირაა, ვინც ამ ქვეყნიდან წასულია, ყველას ვხედავ სიზმარში. მამაშენი არ გამოჩენილა. ცოცხალია ესე იგი. შეუნახე სახლი და სახელი, ნუ გაახარებ მტერს, უეჭველად დაბრუნდება, წელს თუ არა გაისად. ომსაც აქვს დასასრული. კაცი იწყებს ომს და კაცმა უნდა დაამთავროს იგი. ომი კაცს ვერ გაათავებს. წადი ახლა და ძალიან ბევრი შეშა მოიტანე."
"ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.“
ამ ნაწყვეტებზე ვაფანატებ

პ.ს.
ნოდარ დუმბაძე ეს არის კაცი რომელიც ცოცხლობს ყველგან და რომელსაც მზე უდევს გულში...რომელიც დარდობდა და კვნესოდა ,იცინოდა და ტიროდა,ბავშვობაში გვაბრუნებდა უკვე მოხუცებს და გვანატრებდა და გვანატრებს ისევ ტალახიან შარას სოფლისას,ნახევრად გამომცხვარ მჭადს და იდაყვზე წურწურით ჩამოდენილ ჭყინტი ყველის სისველეს....ეს არის კაცი,რომელმაც ეცადა გაგვეგო ,რომ სამშობლო ფუნთუშა არაა ქიშმიში შეჭამო და გამოარჩიო დანარჩენი,ის ყველაფრით უნდა გიყვარდესო....