მორჩით ჩხუბს?კაი,მაშინ დუმბაძის ერთ პატარა ლექსს დავდებ,რადგან მისი ტოპიკია,თორე ვინმემ რო შემოიხედოს ბრძოლის ველი ეგონება...ისე,ვისაც გინდათ,შეგიძლიათ შეაფასოთ კიდეც...
კასპიის ზღვით წამოსულო ქარავნებო,
მთებო,გზებო,უცხო,ფათერაკიანო.
გუბაზის და მითრიდატის ქალაქებო,
მყინვარწვერო,ზამთარ-ზაფხულ ჯანღიანო.
მომიყევით,ვით იბრძოდა საქართველო,
როს თელავდა მონღოლი თუ ლანგ-თემური.
ვით ბრწყინავდა მზის სხივებზე სასახელო
გორდა ხმალი,თვით მზესავით ანთებული.
აწ საიდან მოდენილა ეს ზღვა ხალხი,
რა უნდოდათ ამ პატარა წალკოტიდან,
რისთვის ეცვა ქართველ დედას მუდამ თალხი,
ხმალს რად ლესდნენ ქართველები ბალღობიდან.
სად შეჩერდა კიდობანი გარიყული
ნიაღვარმა როცა შთანთქა მთა და მდელო,
სად დაირწა ის აკვანი,ვაზით წნული,
სად იშვა და დავაჟკაცდა საქართველო.
აბა კრიტიკოსებო,ეცით!!!