დააგდეთ რა რამე... ყველამ

მე დავაგდებ ერთ პროსტა ძაან დიდია..
--------------------------
ფრენა დაბრუნებისთვის
ჩვენთან საფრანგეთში, მთებს შორის მოქცეულ ზღვის ნაპირს ზაფხულში ბევრი სტუმრობდა,
ჩამოდიოდნენ ბრიტანელები, იტალიელები, შოტლანდიელები, აზიის შახები, ქალაქი ნიცა სადაც მე დავიბადე არასდროს არ უჩივოდა სტუმრების უკმარისობას. იმ დროინდელ ფრანაციაში ერთ ერთი გამოჩენილი ოჯახის შვილიც გახლდით. ქალაქ ნიცაში გარკვეული პოპულარობით მეც ვსარგებლობდი თანატოლებში. არა ეს შეილება გადაჭარბებაც კი იყოს ასე ხდება ხოლმე როდესაც რაიმეს წარმოადგენ მაშინ განსაკუთრებულ დეტალებს ამჩნევენ შენს სხეულზე. თითქოს ყველაზე ლამაზი ტანი მქონდა თითქოს ყველაზე ლამაზი ღიმილი, მაგრამ ალბათ ეს ჩემ ოჯახთან ქულების დაწერა უფრო იყო ვიდრე ჩემი შეფასება, მხოლოდ ნიცის უძველესმა კედლებმა თუ იცოდა რას ჭორაობდა საზოგადოება ჩემი ჩავლის შემდეგ. ბურლავრი საღამოობით ივსებოდა ხოლმე, არისტოკრატები მეუღლეებთან ერთად დასეირნობდნენ , ქალბატონები ლამაზი ქოლგებითა და ხვეული კაბიბით დასეირნობდნენ ნიცის ბულვარში. იმ დროს ახალი შემოსული იყო ჯიბის საათი, რომელიც მექანიკური იყო მამას იგი ქალაქის მერმა აჩუქა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მას, დილით როგორც საყვარელ შვილს და ლორენციუსის გვარის გამგრძელებელს დამიძახებდა მექანიკურ საათს მომამართინებდა შუბლზე მაკოცებდა და ისევ თავის საწერ მაგიდას მიუბრუნდებოდა ხოლმე, მამას ოთახში მუდამ იდგა შვეიცარიული თამბაქოს სუნი. მერე ოჯახმა ეტლი შეიძინა მამას ძალიან უხაროდა ეს ამბავი. ზედ ორი ცხენი შევაბით. ორივე შავი აზიური , ცხენები მაღალ ფეხებზე იდგნენ და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ, წაღერებული ყელი ძალიან ამშვენებდა გარედან მოოქროვილ ეტლს. განსაკუთრებულ სტუმრებს მამა ამ ცხენებით ხვდებოდა. სახლშიც სამაგალითო ნადიმი იმართებოდა ხოლმე. როცა ბავშვობის ასაკმა განვლო და ცხოვრების ინტერესები დაიკარგნენ, ანუ ვეღარ ვერთობოდი ქალაქში ცხენების ჭენებით. ბულვარში სეირნობით. თუნდაც ზღვის პირას ჯდომით პირველი სიყვარული მეწვია. ერთ მზიან დღეს როცა ბაზარში ახლად შემოსული ხილის შეძენას ვლამობდი თვალი მოვკარი ულამაზეს არსებას. მასთან მივედი მივაშტერდი მაგრამ ყურში ხმამაღლა ჩამესმა სენიორის ხმა, გაღსონ რით შემილია დაგეხმაროთო. გოგონამ თავი მორიდებულად დახარა, მეც გონს მოვეგე და სენიორს რომელიც ბრაზმორეული თვალებით მიყურებდა აუჩქარებლად მიუგე თუ შეილება ყურძენი მინდა მწვანე , ორი კალათი. მამაკაცს ჯერ გაუკვირდა, შემდეგ კი შესძახა სარა მოართვი ბატონს ყურძენი, გოგონა ადგილიდან წამოდგა და ყურძენი მოიტანა. როდესაც იგი მომოახლოვდა რამოდენიმე წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს აეკიდნენ, წამები საათებად მომეჩვენა,სარას თვალები იის სილამაზით იყო მოქარგული, მერე იგი უკან გატრიალდა ფული იქვე დავდევი და უკან მოვტრიალდი. პირდაპირ სახში წავედი, მამამ გაფანტულობისათვის მისაყვედურა, მას დაბარებული ქონია ვაშლი და ატამი, მე საყვედურისათვის ყური არ დამიგდია ყველაფერში ვეთანხმებოდი, ჩემი გონება სხვაგან ქროდა, ჩვენ პატარა ლამაზ ქალაქ ნიცაში ბაზრობა ყოველ შაბათ კვირას იმართებოდა ხოლმე, დღეს კი კვირა იყო მომიწევდა მოცდა შემდეგ შაბათამდე, ხუთი დღე საკმარისი იყო მოვმზადებულიყავი, იმდენი ვიფიქრე და წარმოვიდგინე რომ მეგონა სარას დიდიხანია ვიცნობდი. შაბათი დილა გათენდა ადრიანად გავემართე ბაზარში სადაც პირდაპირ იმ ადგილს მივაშურე სადაც სარა მეგულებოდა, მაგრამ იქ მხოლოდ ის სენიორი იდგა, მე ისევ ფიქრებში წავედი. და ისევ ჩამესმა ამ სენიორის ხმა რა გნებავთ? პასუხი ვერ მოვიფიქრე რის შემდეგაც ბატონმა მთხოვა გავწეულიყავი. გონება გათიშულმა სანაპიროს მივაშურე. განსაკუთრებით მიყვარდა ეს ადგილი საფიქრელად. აქ დიდი ტალღები ზღვაში ამაყად მდგომ ქვის ლოდებს ეჯახებოდა. ეს ყველაფერი კი კაი აზრის მოსაფიქრებლად იდეალური საშვალება იყო. საკუთარ თავს ბევრი ვეკამათე უამრავი აზრი მოდიოდა ბოლოს კი გადავწყვიტე რომ თუ კვირასაც ვერ ვიხილავდი სარას უნდა გავყოლოდი ამ კაცს და იგი აუცილებლად მივიდოდა იმ ადგილას სადაც სარა ცხოვორბდა.. მართლაც ყველაფერი ისე მოხდა როგორც მე მეგონა, კვირასაც არ გამოჩენილა სარა. ვხვდებოდი დიდ ნაბიჯს ვდგამდი ამას მამა ვერ გაიგებდა რომ მე ცხენი უნდა მომეპარა, რადგან იგი სტუმრებს ელოდებოდა. ცხენი ჩუმად გამოვიყვანე საღამოს კი როცა ბაზარი იშლებოდა ჩემი ცხენით გავყევი სენიორს . იგი ნელ ნელა მიდიოდა თავისი პატარა მოკლე ფეხება პონით. 2 საათის მგზავრობის შემდეგ. დანიშნულების ადგილამდეც მივედით. მე შეუმჩნევლად ვმოქმედებდი რათა კაცს არ შევემჩნიე. სახლი ნაძვის ტყეში იყო ჩაფლული ,როდესაც სენიორი კარებს მიუახლოვდა სახლიდან სარა გამოვიდა მამას ტვირთის შეტანაში დაეხმარა და ორივენი სახში შევიდნენ. ადგილი საგულდაგულოდ დავიმახსოვრე. დილამდე აქ უნდა ვყოფილიყავი რადგან ცა იყო მოღრუბლული მთვარე გზას ვერ გამინათებდა. დილაც გათენდა დილა ადრიან სარა გარეთ გამოვიდა უცბად თვალი მომკრა რომ მის ღობესთან ვიდექი .. იგი შეჩერდა მამამ სახლიდან შესძახა რა მოხდაო, მან კი უპასუხა, რომ ყველაფერი კარგად იყო. სარამ გაიღიმა და კვლავ უკან გაბრუნდა. მე ჩემ გზას უკან გამოუყევი. სახში მისული ძალიან დაღილი ვიყავი. როდესაც ჟერარი დავინახე რომელსაც ცხენები ჰყავდა ჩაბარებული ძაან გამეხარდა რადგან ცხენს შიგნით შეიყვანდა , იგი გაბრაზებული ჩანდა ჩემზე რადგან მამაჩემი პირველ რიგში მას უსაყვედურებდა, სახში შესულს მოსამსახურე გამომესაუბრა. მან მიხრა რომ მამა თავის ოთახში იყო თურმე მთელი ღამე არ ეძინა. მე პირდაპირ ჩემი ოთახისაკენ გავემართე სადაც ჩემი ბალიში უფრო მსუბუქად მომეჩვენა ვიდრე ოდესმე და ძილს მივანდე თავი. მერე ხმა ჩამესმა დედა და მამა ჩემ ოთახში იყვნენ .
დედა: გავაღვიძო?
მამა: ეძინოს დაღლილი იქნება ეტყობა სადღაც იყო და არ ეძინა.
მამას ხმა უკვე დაწყნარებოდა, იგი რაღაცას ხვდებოდა, როცა გავიღვიძე მითხრეს რომ იგი ოთახში მელოდებოდა ოთახში შევედი, იგი რაღაცას წერდა,
თავაუწევლად მომმართა ”დაჯექი”, მე მის წინ ჩამოვჯექი თავი დამნაშავესავით დავხარე და დაველოდე სანამ იგი მორჩებოდა რაღაცის გამოთვლას. შემდეგ ამომხედა და ისე მკითხა
რამე გიჭირს?
მე დავიბენი, მეგონა იგი ისევ მკაცრად მიპასუხებდა.
მე გადავწყვიტე ყველაფერი მეამბო.
და დავიწყე .: იცი მე შევხვდი ერთ გოგოს რომელიც მიყვარს წესიერად არც კი ვიცნობ მე მას მაგრამ....
მამამ არ დამამთავრებინა.
სად გაიცანი?
ბაზარში.
სად ცხოვრობს?
ნიცასგან 2 საათის გზის სავალზე.
რა ოჯახიდანაა?
არ ვიცი.
აბა რა იცი სად ცხოვრობს როგორ მიაგენი?
მამამისს გავყევი.
მამა სად ნახე?
ის აქ მუშაობს.
აქ სად?
ბაზარში.
დაივიწყე მორჩა შენ იმ გოგოს აღარ შეხვდები.
კი მაგრამ მე იგი მიყვარს მერე რა რომ მდიდარი ოჯახიდან არაა, რომ იცოდე რა ლამაზია, დამიჯერე რომ ნახავ მოგეწონება.
დაივიწყე.. ამას მე ბოლოჯერ ვამბობ.
უცბად თავში სისხლი ამიდუღდა, რა თქმა უნდა მამის სიტყვას ყოველთვის ვითვალისწინებდი, მაგრამ არ შემეძლო ამის გაკეთება ეს ჩემ ცხოვრებაში პირველად ხდებოდა. უკვე გათიშული მამას მიუბრუნდი და ყვირილით უთხარი.
შენ უსინდისო ხარ, ყველას მისი ფულით და ქონებით არჩევ, შენ გგონია ვინმეს იყიდი მაგ შენი ცხენებით? შენი მოსამართი საათით? შენთვის ალბათ ისაა მნიშვნელოვანი ვინ რას გეტყვის შენ პირში და არ გაინტტერესებს რას ილაპარაკებს ხალხი შენ ზურგს უკან. შენ უნდა გეშინოდეს ხალხის, უნდა გეშინოდეს დროის რომელმაც შეილება ყველაფერი შეცვალოს, იცოდე ინანებ შენ ასეთ სიტყვებს, და დროა ადამიანში სული მოძებნო , და ნუ დასდევ მის სიმდიდრეს!!
მამა განცვიფრებული მისმენდა ოთახში დედა შემოვიდა. მამამ დაწყნარებით მიუგო. დაგვტოვე. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ხმა ამოიღო.
”ყველა ნატვრა აგისრულე, ქალაქში რაც შემოდიოდა შენ გეცვა, რაც შემოდიოდა შენ გეხურა, რაც შემოდიოდა შენ გაგაჩნდა, წელიწადში სამჯერ მიდიოდი საზღვარგარეთ ულამაზესი ცხენებით. სწავლობდი ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში, და ეხლა როცა მე ყველაზე მეტად მჭირდება შენი გვერდზე დგომა შენ მე მიპირისპირდები ჩემ აზრებში, მე მეგონა შენ იცოდი რომ შენთვის ყოველთვის კარგი მინდოდა. და ყველაფერს მაგიტომ გეუნები. მათ შენი ქონება აინტერესებთ და არა შენი სიყვარული, შენ აღარ ხარ ჩემი შვილი, და ამ სიტყვებს არასოდეს გაპატიებ. მამა გაბრაზდა. მე ოთახი დავტოვე და ჩემი ოთახისაკენ გავემართე. მესმოდა ხმები რომ დედა შევიდა მამასთან იმათმაც იჩხუბეს იკამათეს და მერე სახლი სიჩუმემ მოიცვა. ამდენ ნერვიულობაში ჩამეძინა.
საღამოობით ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს დიდგვაროვნები მასპინძლობდნენ, დახვედრები მართლაც რომ უმაღლეს დონეზე მზადდებოდა, ჩვენთან როდესაც დიდი სტუმარი მოდიოდა , მამა ყოველთვის იწვევდა დამკვრელებს ისინი შემოსასვლელ ჰოლში იჯდნენ ხოლმე, სადაც მომრგვალებული კიბეებია და უამრავი მცენარე, ერთი ვიოლენჩელო და ორი ვიოლინო საკმარისი იყო სახში ჰარმონიული ჟღერადობის შესაქმნელად, წყარი მუსიკა თან ახლდა ხოლმე საღამოებს. რადგან სახში ლამაზი მუსიკა ისმოდა მივხვდი რომ სტუმრები გვყავდა, ავდექი მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩასვლა დავაპირე ამ დროს ოთახში მოსამსახურე შემოვიდა, მე იმწუთშვე ვკითხე თუ ვინ იყო სტუმრად, მან კი პასუხი გამცა რომ ვიღაც გურჯი ჩამოსულიყო, ძალიან მდიდარი ორი ეტლით და მათზე შებმული ოთხ-ოთხი ლამაზი რაშით. ეს მართლაც დიდ სიმდიდრეს ნიშნავდა. ჩემი ოთახის ფანჯრიდან გადავიხედე და დავინახე ეს ლამაზი ცხენები, პატრონი იდგა და სავარცხლით ვარცხნიდა ცხენებს, გზაში აკიდებულ ჭუჭყს აცლიდა და თან ეფერებოდა, თან რაღაც ენაზე ესაუბრებოდა. ძალიან საინტერესო იყო რა ესაქმებოდა აზიიდან ჩამოსულ მდიდარ ადამიანს ჩვენ ქალაქში და პირადად ჩვენს ოჯახში, გურჯისტანზე მსმენია რომ აზიაში იყო მაგრამ მეტი ინფორმაცია არ გამაჩნდა, თავად ეს გურჯი არ ყოფილა ნამდვილი გურჯი ,როგორც შემდეგ გაირკვა იგი მუსლიმანი იყო, უბრალოდ მისი სასახლეები გურჯისტანში მდებარეობდა. ქვემოთ ჩავედი თავის დახრით მივესალმე მუსიკოსებს რომელიც ისევ იმავე ტემპით და სიმშვენით ატკბობდნენ სახლს. ოთახში შევედი სადაც მამა სტუმარს ესაუბრებოდა , მამას სახე დაწყნარებოდა გამომხედა , მაგრამ არაფერი არ უთქვამს მე როგორც წესი იყო სტუმართან მივედი ორჯერ გადაკოცნით მივესალმე და ოთახი დავტოვე. არ ვიცოდი რა მექნა სახლიდან ვერ გავიდოდი რომც გავსულიყავი სარასთან ვერ წავიდოდი, ამიტომ ავიღე კალამი და ფურცელი დავჯექი შუშებიან ოთახში და წერილის დაწერა დავიწყე:
”” ძვირფასო სარა, თუმცა რა შუაშია სარა, მე თქვენი სახელი , იმ სენიორისგან შევიტყვე რომელმაც თქვენ მოგმართათ ასე, არ ვიცი საიდან დავიწყო , მაგრამ ფაქტი რომ ანგელოზის სილამაზე გაქვთ სიმართლეა, თქვენ ალბათ გახსოვართ ანდა არა, მე ის ბიჭი ვარ სოფლად ცხენით რომ გეწვიეთ, დაუზარებლად უყურებდი ქუჩის იმ კუთხეს საიდანაც ერთხელ მაინც გამოივლით. თვალები რაც მე თქვენში ვნახე იყო მომაჯადოებელი, მე თქვენმა თვალებმა მათქმევინეს და გადამადგმევინეს უამრავი დაუფიქრებელი ნაბიჯი, მე თქვენი გაცნობა მსურს თუ ჩემი პიროვნებით დაინტერესდებით გთხოვთ მოცემულ მისამართზე საპასუხო წერილი მომწეროთ.”” წერილი მზად იყო, მე იგი ჟერარს გავატანე ფოსტაში ,რომელიც წერილებს დაატარებდა ნიცასა და მის ახლომდებარე ტერიტორიებზე. ოთახში შევედი ეხლა იმაზე ვფიქრობდი თუ რას იტყოდა სარა, რა პასუხს გამცემდა, ან გამცემდა რო საერთოდ, ან იქნებ ვერ მიეღო წერილი და პასუხი მაგიტომ არ მოსულიყო, ამ დროს ოთახში დედა შემოვიდა, სკამზე ჩამოჯდა გამომხედა და მითხრა:
ბარგი მოამზადე სამ დღეში მიდიხარ.
სად?
გურჯისტანში. აზიაში.
კი მარა დედა იქ რა მინდა?
ჯობია იჩქარო დრო ცოტაა, ჩვენ სტუმარს მიყავრხარ.თავისი ქალიშვილი უნდა გაგაცნოს.
დედა ადგა და ოთახიდან გავიდა , მე ვიცოდი რო რაკი ასე თქვეს ასე მოხდებოდა, ეს ყველაფერი კი ხელს მიშლიდა სარასთან ურთიერთობაში. ფიქრებში გავატარე მთელი საღამო დილით როდესაც გავიღვიძე. ჟერართან მივედი , მან კი წერილი გადმომცა, წერილს ჟერარი იღებდა ხოლმე რადგან სხვებს არ ენახათ, ძაან ბედნიერი ვიყავი რომ სარასგან პასუხი მივიღე იმწუთშივე ოთახში გავემართე და კითხვა დავიწყე.:
””გამარჯობათ, მე თქვენი სახელი ნამდვილად არ ვიცი, ალბათ დაგავიწყდათ წერილში მიგეთითებინათ, ჩემი სახელი კი აბსოლიტური სიზუსტით გცოდნიათ, ის სენიორი მამაჩემია, მე მხოლოდ იგი დამრჩა დედა 3 თვის წინ გარდამეცვალა, იგი ჯერ ლოგინად იყო ჩავარდნილი სამი თვის წინ კი სამუდამოდ დაგვტოვა, მამამ ქალაქად სახლი გაყიდა და აქეთ დედის სახში გადმოვედით, იგი ყოველ შაბათ კვირას ნიცაში მიდის რადგან საკვების ფული იშოვოს. თქვენზე მე ბევრი მსმენია და საერთოდ თქვენს ოჯახზე. თქვენ სილამაზეზე მთელი ქალაქის გოგონები ლაპარაკობენ. მეტი რა გითხრათ იმაშიც არ ვარ დარწმუნებული ეს წერილი თქვენამდე მოაღწევს თუ არა. კეთილი სურვილებით სარა””
იმწუთშივე დავიწყე ახალი წერილის მზადება,
”” გათიშულობისაგან დამავიწყდა ჩემი სახელის დაწერა, მე კრისტოფი მქვია, ძალიან გამიხარდა შენი პასუხის მიღება, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მე ორ დღეში გურჯისტანში უნდა წავიდე, მამასთან გურჯი სტუმარი ჩამოვიდა ძალიან მდიდარი, ეხლა კი უნდათ რომ მე მისი ქალიშვილი გამაცნონ, მე მამას უამბე თქვენზე იგი ძალიან გაბრაზდა, მაგრამ დამიჯერე სარა მე აუცილებლად დავბრუნდები თქვენთან აუცილებლად.....””
ორი დღე ისე გავიდა რომ მისგან პასუხი არ მომსვლია.. დილა ადრიან მოვიდა ის წვერებიანი გურჯი, თავისი ლამაზი ცხენებით, და ეზოში ჩამოდგა. მსახურებმა მამას ბრძანებით ჩემი ოთახიდან ორი სუნდუკი ჩაიტანეს და ეტლზე მოათავსეს. დედა ტიროდა თითქოს სამუდამოდ მემშვიდობებოდა. მამამ კი ბოლოს და ბოლოს ხელი ჩამომართვა და მითხრა ”ეს შენი ბოლო შანსია დარჩე ჩემ შვილად”. მერე ჩამეხუტა ეტყობოდა რომ აღელვებული იყო. ეტლზე შემოვჯექი და მეფაიტონემ ცხენები გააჭენა...
გზაში ორი კვირა უნდა ვყოფილიყავი, ეს ძალიან დიდი დრო იყო იმისათვის რომ საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილს უამრავ სამომავლო გეგმაზე მეფიქრა.
მეორე დღეს როცა გავიღვიძე სადღაც უდაბნოში ვიყავით გაჩერებულები. ეტლიდან ჩამოვედი და ის გურჯი რომელსაც მე მივყავდი ვნახე იქვე ხის ჩრდილში ისვენებდა და საჭმელს მიირთმევდა, მან ხელით მანიშნა რომ მივსულიყავი და მესადილა, უდაბნოში დილით დატრიალებული სიცხე, ღამის ქარიანმა უდაბნომ შეცვალა, უცბად გზაზე ცხენოსანი გამოჩნდა , ეტყობოდა რომ სადღაც მიიჩქაროდა , მოახლოვებისას ვიცანი რომ ეს ჟერარი იყო მამას საუკეთესო ცხენით, სანამ იგი მოგვიახლოვდა უამრავმა აზრმა გაირბინა თავში, მერე ჟერარი ცხენიდან ჩამოხტა და წერილი გადმომცა.
””კრისტოფ, მე ვფიქრობ და ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში რომ შენ გურჯისტანში შენს მომავალს გაიცნობ, მე მესმის რომ მე და შენ ერთმანეთს არ შევეფერებით, მე გლეხის ოჯახიდან ვარ შენ თავადის, შენ ჩემ მიმართ ნაბიჯი რომ გადმოდგა ოჯახს დაუპირისპირდები და მთელი ქალაქის სალაპარაკოდ გახდი შენი ოჯახის ღირსებას. ასე რომ დამივიწყე, და ეცადე ეს ყველაფერი ტკბილ მოგონებად გაიხსენო ხოლმე.””
მთელ ტანში სისხლი მიდუღდა, გურჯი გაკვირვებით მიყურებდა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. მე უცბად საპასუხო წერილი მოვამზადე. და მივწერე სარას.
””მე არ დაგივიწყებ, და დაგიბრუნდები. იცოდე ყველაზე ლამაზი თვალები გაქვს. მე შენი თვალები დამაბრუნებს...””
დღეები მალ მალე გავიდა მე მეტი წერილი არ მიმიღია და ვერც მივიღებდი რადგან გზაში ჟერარი მეტს ვეღარ წამოგვეწეოდა. ერთ დილასაც გურჯის ხმამ გამომაღვიძა გურჯისტან გურჯისტან, ეს იმას ნიშნავდა რომ იქ მივედით უკვე. მერე ერთი მსახური მოვიდა რომელიც ფრანგულად ლაპარაკობდა და ამიხსნა რომ ადგილს საქართველო ერქვა. ერთ ეზოსთან შევჩერდით, სადღაც სოფლად. ეზოში ბავშვები თამაშობდნენ ჩვენ დანახვაზე ყველა გაჩერდა , ზოგი სახში შევიდა, ზოგი ადგილზე დარჩა და ჩვენ თვალიერებას განაგრძობდა. მერე ის გურჯი გამოვიდა თავისი მეორე ეტლიდან , რომელიც ჩემ წინ იყო. რაღაც შესძახა და ბავშვები სახში შეცვივდნენ. ცოტა ხანში გოგონა გამოვიდა მას წყლის ჭურჭელი და ორი სასმისი ეჭირა. მე ქვემოთ ჩავედი, გურჯმა პირდაპირ დაისხა ცივი წყალი და დალია. შემდეგ ეზოში მეორე პატარა ბავშვი გამოვარდა რომელსაც ხელში ჯოხი ეჭირა და აქეთ იქით იქნევდა. გოგონა რომელსაც წყლით სავსე ჭურჭელი ეჭირა, დახეულ ტანისსამოსში იყო, ღიმილი თვალებამდე ქონდა აჭრილი, ლოყები აწითლებული , შუბლთან ფერიჭამიები, და მიტკეპნილი სოფლის სახე რომელიც ზაპხულის სიცხისგან ნამიანი და აპრიალებული იყო. მანიშნეს რომ წყალი დამელია წყალი დავლიე ამ დროს პატარა ბიჭმა ჯოხი შემთხვევით ჭურჭელს გაარტა, წყალი გადმოიქცა და მთლიანად მე შემესხა, გურჯი ძალიან გაბრაზდა შემდეგ თავისი ქამრიდან ერთი დამბაჩა შეიხსნა და ხელით მიმითითა მესროლა. ვიფიქრე რომ ეს ხუმრობა იყო. დამბაჩა ხელში დამაკავა და როგორც მსახურისგან შევიტყვე მეუნებოდა მიდი ესროლეო. დამბაჩა დაუშვი მერე თითონ მოვიდა ხელი გამისწორა დამამიზნებინა და იგივე გაიმეორა, სოფლელ გოგონას რომელსაც წამის წინ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა სახე დასერიოზულებოდა, პატარა ბიჭს დამნაშავედ ეგრძნო თავი და თავი დაეხარა. გოგონას ქვედა ყბა აუთამაშდა და თვალები ცრემლით ამოევსო. შემდეგ მანაც დახარა თავი. მე ვხვდებოდი რო რაღაც ცუდად იყო საქმე უკან მოვბრუნდი და ეტლისაკენ გავემართე ამ დროს გაისმა საშინელი დამბაჩის ხმა, ირგვლივ ყველაფერი გაჩუმდა, შემოვტრიალდი თუ არა დავინახე სისხმოკიდებული მტვერიანი გზა, გოგონა მუხლებზე იყო დაცემული ტირილს ვერ ბედავდა და პატარა ბიჭის თავს ხელით ეფერებოდა საიდანაც სისხლი გაუჩერებლად მოდიოდა, ადგილზე გავშეშდი. შემდეგ მსახურებმა ეტლში მიმაცილეს თვალს ვერ ვაშორებდი როგორი თვალებით შემომხედავდა ხან მე ხან პატარა ბიჭს ის გოგონა. ცხენები გაჭენდნენ გოგონა კვლავ არ მანებებდა თავს. მისი თვალები მომზდევდნენ. ვერ ვხვდებოდი რა მოხდა თავი საშინელ სიზმარში მეგონა , რომლიდანაც გამოსვლა მსურდა მაგრამ ეს წარმოუდგენელი იყო....
მერე ჩამეძინა როცა გამომეღვიძა უკვე სასწაულად მორთულ ეზოში ამოვყავი თავი. ეტლიდან გადმოვედი თუ არა უამრავი ადამიანი მე შემომცქეროდა და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ , მსახურებმა ხელით მაჩვენს საით წავსულიყავი და ჩემი ოთახისაკენ მიმაცილეს, ოთახში ყველაფერი ოქროთი იყო მოკაზმული.. ძალიან ლამაზი სანახაობა იყო,, ის რაც გზაში ვნახე გადამავიწყდა ამდენი სილამაზის ხილვის შემდეგ. შემდეგ ორი მსახური შემოვიდა ხელში ტანისამოსი ეჭირათ დამიდეს და მითხრეს რომ დღევანდელი საღამოსთვის ესენი უნდა მეტარებინა, ჩავიცვი ძალიან მომეწონა. საღამოზე გამაცნეს გოგო რომლისთვისაც მე აქ მოვხვდი, იგი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ მე სიყვარულით დაბრმავებულს ყურადღებაც კი არ მიმიქცევია ანგელოზისთვის რომელსაც თურმე მთელი დიდგვაროვნების შვილები ეტრფოდნენ. გოგონა ძალიან მორიდებული იყო. ულამაზესი ტან ფეხი, ლამაზი ღიმილი, მაგრამ მე გული ალბათ ნიცაში დავტოვე სადაც სარა უფრო ახლოსაა, რადგან ჩემი ფიქრები მუდამ იქ იყო. საღამო დამთავრდა. ჩემ ოთახში შევედი, ფურცელი და კალამი ავიღე და წერილი დავწერე.უკვე ვხვდებოდი რომ მე უკან ვერ დავბრუნდებოდი.
”” ძვირფასს სარას.. სარა მე ეხლა უკვე გურჯისტანში ვარ, შენზე ფიქრებში ორმა კვირამ წამებში განვლო, ულამაზესი ადგილია თავისი მთებითა და ტყეებით,მე მოვალ მანდ ნიცაში და აქ წამოგიყვან შენც, მე უშენოდ ვერ ვიცოცხლებ სარა... ალბათ სიგიჟეა მაგრამ სულ ორჯერ მყავხარ ნანახი ისიც წამებით და გეუნები უშენოდ ვერ ვიცოცხლებთქო, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, მე დამაბრუნებს შენი თვალები, მე აუცილებლად მოვალ შენთან..
ეს წერილი მსახურს მივეცი რომელიც მოახერხებდა იმას რომ ეს მომხვდარიყო სარასთან. საღამოს აგრილდა გადავწყვიტე სასეირნოდ წავსულიყავი. ერთი ლამაზი მთა შევნიშნე, რომლითაც ეს ადგილი მდიდარი იყო გადავწყვიტე მის კენწეროზე მოვქცეულიყავი და გზას გაუდექი, რომელსაც უმაღლეს მწვერვალთან მივყავდი. მთის კენწეროზე მოვექეცი, მარჯვნივ მთვარე იწვა ღრუბლების ბალიშებში, ქარი განუწყვეტლივ ქროდა ჰქროდა ,თითქოს ვიღაცას დაეძებსო ქარი ამ ღამით, გადავწყვიტე მივახლოვებოდი მთის კიდეს, პატარა ნაბიჯებით წინ მივიწევდი, წინ სვლით ნელ ნელა მოსჩანდა ბუნების სილამაზით უხვი და გამძღარი ხრამი, რომლის ბოლოც არ მოსჩანდა, ზურგის ქარმა ძალიან ძლიერად დაჰბერა, ვიგრძენი სიმსუბუქე და ის თუ როგორ ვიკარგებოდი ბუნების სილამაზეში, როგორ მივილტვოდი ხრამის უბსკრულამდე, ამ სიმსუბუქეში ალესილი ქარის ტალღები მეჯახებოდა მთელ სხეულზე. ბოლო წამებში კვლავ იგივე ვთქვი მე დავბრუნდები სარა. მე შენთან აუცილებლად დავბრუნდები..............