ხმა: ხოდა რას გეუბნებოდი... ვაიმეე, რა პრობკაა.
მძღოლი: ესღა გვაკლდა.
ქალი პალტოში: боже мой, какая пробкаю
კაცი ჩემს უკან: უკან რო დაწიო?
მძღოლი: ვერ დავწევ, უკან მანქანა მიდგას.
კაცი პალტოში: ამათი გაკეთებული საქმე....
ქალი პალტოში: ბოჟე მოი, ეს სა რა მოძვრება, ნახალ ნუ. ვაიმე იქნებ ზევით ავსულიყავით?!
მძღოლი: როგორ ავიდე ქალბატონო, დავუმტვრიო მანქანა?
კაცი ჩემს უკან: მაგაზე ადრე უნდა გეფიქრა. ვერ დაინახე რომ პრობკა იყო?
მძღოლი: ..........
მძღოლი: არა ეს სადღა მიძვრება გვერდიდან, ჰგონია რომ გავა.
კაცი ჩემს უკან: წავსულიყავით 41–ის მარშუტით, მერე ზემოდან ჩამოვიდოდით
და ეს ამბავიც არ იქნებოდა.
მძღოლი: კი მარა ზოგი გაგარინზე ჩამოდის.
კაცი ჩემს უკან: ვაახ, გამაგიჟებ შენ რა, ჩერეზ ელიავა გავიდოდით.
კაცი პალტოში: ეეე დაწიე რა ძმაო მანქანა.
მძღოლი: ვაა ვინაა ეს გაუგებელი. ვერ ხედავ უკან მთელი კოლონა მყავს მომდგარი.
კაცი პალტოში: შენ არ გეუბნები, თეთრ ტაქსზე ვთქვი.
ქალი პალტოში: საქართველოში უმეტესობამ ტარება არ იცის. უნდა წაართვან პრავებია თუ რაღაც.
ბიჭი ჩემს გვერდით: ჩვენ ასე ზეგამდე ვიდგებით.
კაცი პალტოში: შენ უნდა გცოდნოდა ეს ამბავი. შენ ხარ მძღოლი და იცი გზები. ეგაა შენი საქმე.
მძღოლი: მაპატიეთ ხალხნო, სულ ჩემი ბრალია, შევცდი.
ვიღაც: მოკლედ თბილისში ამ პრობკებს არაფერი ეშველა რა.
მძღოლი: გამაგრდით ხალხნო, მგონი ვიძვრებით
კაცი ჩემს უკან: მიდი მიდი დროზე გაუსწარი რა, არ გაატარო. ვერ ხედავ ნაგლობის გარეშე არაფერი გამოდის.
....
კაცი ჩემს უკან: ეე, მარცხენა მხარე ვერ დაჭირე?! ახლა როგორღა ჩაუხვევ?!
მძღოლი: დამაცადე კაცო, დავიჭერ აბა რას ვიზავ.
მე(ჩემს უკანა კაცს): თქვენ ალბათ გამოცდილი მძღოლი ხართ ხომ?
კაცი ჩემს უკან: აბა!!! 20 წელია მანქანაზე ვზივარ.
გოგო ჩემს გვერდით: აუუფ..
ქალი პალტოში: პა მოემუ, აქ უარესი პრობკაა.
ბიჭი ჩემს გვერდით: ამ ნატახტარს რაღა უნდა. რა დროს პივაა ამ სიცივეში.
კაცი ჩემს უკან: სულ იმ მანქანის ბრალია, ცემენტს რომ ცლის.
მძღოლი: მანქანის კი არა გზის ბრალია. ვერ ხედავ რა დამტვრეულია?!
კაცი ჩემს უკან: მაგის მძღოლი უნდა გადმოიღო და სულ ჩაქუჩი ურტყა თავში.
კაცი პალტოში: ამათი დაგებული ასფალტი არ გაიშვა.
კაცი ჩემს უკან: მომინდომა ცემენტის დაცლა. რა დროს ცემენტია, ჩქარობს ხალხი.
კაცი ჩემს უკან(თავისთვის): იბიომატ, წამოწოლია და გადაუკეტია ქუჩა, ვითომც არაფერიაო. იობ ტვაიო მატ.
მძღოლი: აუუუუუუ, აქ რა გავაააა...
მე(ჩემს უკანა კაცს): იქნებ წინ გადაბრძანდეთ, უკეთ უხელმძღვანელებთ.
კაცი ჩემს უკან: დამცინი კიდევაც ხომ?!
მე: როგორ გეკადრებათ, სერიოზულად გეუბნებით.
კაცი ჩემს უკან: ისე შენ მართალი ხარ, ხო იცი(წინ გადადის).
კაცი ჩემს უკან(უკვე წინ): მიდი მიდი მაგ მერსედესს ჩაუხტი, არ გაატარო.
მძღოლი: ვეცდები.
ქალი პალტოში: სავსემ მალადოი, ი უჟე ტაკოი ნაგლიიი, როგორ არ გვატარებს.
კაცი ჩემს წინ: ეეეეე, კაზიოლო, დაატორმუზე ეგ მანქანა და გაგვატარე.
კაცი ჩემს წინ: ოოო საღოლ, მიდი მიდი.
ყველა ერთად: ძლივს. გვეშველა.
(ნეტავ ყველა ამბავს ასეთი კარგი დასასრული ჰქონდეს

)