ისე ჩემი საყვარელი ჟანრი არის აფექტი.
ამ ჟანრს ახასიათებს :
1. არ ჩანს გარემოებები:დრო ადგილი მიზეზი
2. არ არის ვარიანტი რომ თავიდანვე მიხვდეთ რა ხდება.
3. იდუმალება
4. არ ჩანს კარგათ შინაარსი მაგრამ მაინც საინტერესოა
5. ფილოსოფიური ჩანართები
6. კამათი ორ პერსონაჟს შორის
7. გამოირჩევა წერის კულტურის უცნაურობით
კარგი რამეა რა .
აი ერთი ჩემი მოთხრობა:
საიდანღაც სინათლე ჩანდა. უაზრო სინათლე თავის მოკვლის სურვილს მოგგვრიდათ .
სადღაც მიცვალებული ეგდო და ფიქრობდა:
.... აი თურმე რა ყოფილა სიკვდილი....აი რა არის ჯოჯოხეთი . ადამიანი ჯოჯოხეთია სიცოცხლეში აინტერესებს სიკვდილის შემდეგი ცხოვრება.... მაგრამ არ ფიქრობს იმაზე რომ სიკვდილი ორნაირია... და აი უბედური ადამიანი ინტერესის გამო თავს იკლავს... ნუთუ ასეთი გულუპრყვილოა ადამიანი რომ ვერ ხვდება .. ჯოჯოხეთში მოხვედრილს სამოთხის წყურვილი გააწამებს
ხოლო სამოთხეში ჯოჯოხეთის ინტერესი?.... კი მაგრამ არსებობს კი სამოთხე - იტყვის ჯოჯოხეთში მოხვედრილი ხორცშეუსხმელი
არსება რომელიც ცნობისმოყვარეობამ დაღუპა... აი ჩემო სულიერო ძმებო რას გეტყვით .... განა არის იმისთვის თავის მოკვლა საჭირო რომ გაიგო ვინ დაგავლებს ხელს სატანა თუ ანგელოზი მიქაელი? კარგად დაფიქრდით ამაზე.... იქნებ სულ არ არსებობს არცერთი?
იქნებ სიკვდილის შემდეგ სამარადისოდ ეგდები მიწაზე და ფიქრს განაგრძობ
იქნებ გაუნძრევლად მოგიწევს უამრავი ათასწლეულის გატარება?
ხო..... ესე ხომ სულის შემხუთველი მოწყენილობა დაისადგურებს თქვენ სხეულში რომელშიც ბედმა გამომამწყვდიათ?
ან თქვენ მოინდომეთ ასე?
რას ფიქრობთ?
რას იზავთ თავს მოიკლავთ?
გამეცით პასუხი!!!!
....სასაცილოა.....
ნეტავი ვის ესმის ჩემი გამოძახილის?
ადამიანი თავის ღრმა და ძლიერ რწმენას ნამდვილად ძლიერ რწმენას ეყრდნობა...
... მაგრამ აი რწმენა კი სულ ერთ თმის ღერზე იმაგრებს ფუძეს...
მაგრამ ვინ გადანაშაულებთ ამაში ?
....არავინაა დამნაშავე თავის გულუბრყვილობაში......
ჩვენ ვქმნით ილუზიას რომელიც ჩვენც გვჯერა .
ჩვენ ვარწმუნებთ სხვას იმაში რაშიც ჩვენც დაგვარწმუნეს....
... უნდა იფიქრო საქმის წინ რადგან ამ საქმეზე შემდეგ არ მოგიხდეთ ფიქრი....
100% ყველა ფრაზა მე მეკუთვნის
* * *
erttetriani samepo chai
ამ ადამიანს აშკარად შეუძლია წერა.
შენი მოთხრობები და ჩემი გვანან რაღაცით
ისე შენი მოთხრობები აფექტის ჟანრისაა
* * *
....
რისთვის ცხოვრობს ადამიანი..
ან ადამიანს რას ვერჩი ....
ეჰ, ვინ წაიკითხავს ჩემს ნაწერს ... თუ ამას ნაწერი ჰქვია...
ვის აეტირება ისე როგორც მე ამეტირა როდესაც ცივი ქუჩის ბოლოში ვიჯექი და ველოდებოდი
..ადამიანს....
..მზეს...
..სინათლეს...
რატომ გამწირა ბედმა... ღმერთმანი ნეტავ რატომ დამბადე...
არ მინდა თავი შევაწყინო ვინმეს მაგრამ მოითხოვს რაღაც მოითხოვს .... ერთი თბილი ადგილი ჩემში ამას მოითხოვს..
...არ მინდა ხალხნო არ იკითხოთ ეს... რამე ფასი აქვს ამ ჩემს ცხოვრებას მიწაზე?
არ მინდა სიცოცხლე ...ხელი .. მზე.... სინათლე
ჩემს გაყინულ ხელისგულებს გული ათბობს, გული!....
ცივი ხელებით მზის ხელში დაჭერა მინდა მე უსუსურს...
თუკი ხალხს სამართლის გამო კლავენ არ შეიძლება მე სულელობის გამო მომკლან?
მადლობას გეტყვით ჩემი სული მაღლიდან ამისთვის ...
დამამცირეთ გთხოვთ დამამცირეთ რომ თვალებიდან ცრემლი წამომივიდეს იქნებ დავიხრჩო მასში ..... ღმერთო სახიერო მითხარი ნუთუ აზრი აქვს ცხოვრებას...?
..გადამარჩინეთ ხალხნო ...
არ მინდა სიკვდილი .... არ მინდა ტანჯვა! სინათლე მინდა !! სიცოცხლე მინდა....
სიცოცხლე ისე როგორც ყველა ცხოვრობს აი ვაგდივარ ძირს გაყინული თქვენ კი თანდათან უფრო და უფრო შორიდან მიყურებთ....
სიკვდილი მოდის... ვხედავ! ღმერთო გადამარჩინე ... მაპატიე ცოდვა ... შემიცოდეთ ხალხნო გადამრჩინეთ
არ ვითხოვ არაფერ მეტს უბრალოდ არ მომკლათ . არა , არა.
იქნებ თქვენი გული გაიღოს და ისე დამიტიროთ როგორც თქვენი საყვარელ სიმღერის მოსმენის დროს ტირიხართ
... აქ არ მომკლა ღმერთო ... ერთხელ წავალ ჩემს სულთან .. ჩემს საყვარელ ადამიანის ხელებს დავკოცნი იმისთვის რომ არსებობს და ჩემნაირი სულელი არ არის?
არ შეიძლება ღმერთმანი?....
სულ ერთი ...სულ ერთხელ..
...არ გეცოდებათ ადამიანი ქუჩის ბოლოში მიწას რომ ეფერება?
შეიცოდეთ ..
შეიცოდეთ მისი სული უმანკო ... და გული სულელი...
მოისმინეთ გედის სიმღერა...
დედა...
მამა...
სიცოცხლევ
გემშვიდობებით
იმედით რომ კიდევ შეგხვდებით ...
This post has been edited by Secrets on 11 Nov 2006, 22:35
დაეხმარეთ მიშოს! მას თქვენი დახმარება სჭირდება..
http://help-misho.netne.net/misho.php
********************************
სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს არ ვურჩევ შესვლას...
http://secromania.blogspot.com
დამტკიცებულია წამყვანი დერმატოლოგების მიერ.
********************************