ექსპრონტად...
-მოდი ღვინოვ, ერთი ერთზე გავარტყათ მე და შენ,- და ხელებს ვიკაპიწებ.
ვიკაპიწებ, მაგრამ ღვინოს რატომღაც არ უნდა ჩემთან შებმა...
მე არ ვეშვები - ხელებს ვიკაპიწებ და ბებუთს ვატრიალბ მარჯვენაში - ყივის ჩემი სისხლი და ჩემს ყურს წვდება ''შავლეგო''...
მაგრამ ღვინო ყოყმანობს.
გული მომივიდა და ვწვდი ჭიქას... ჭიქას ჭიქა მოსდევს და ვსვავ - მინდა ნიაღვარივით მოვარდეს სიმთვრალე და წამლეკოს, მაგრამ მე ხომ ქრისტიანი ვარ და ქრიასტიანი უბრალოდ არ თვრება... მე თრობა მინდა, მაგრამ მძაფრად იღვრება ჩემს სულში განცდა, რომ შენ დღეს არ დათვრები!.. ვსვავ და მინდა კიდევ დავლიო, მაგრამ ღვინო თავს იკავებს; ასე იყო მუდამჟამს, როცა კი ხელს ვწევდი საჩხუბრად (ანუ საბრძოლველად), მაშინ ყველა დადებითი განცდა, მაშინ სიცოცხლის წყურვილი ყოველთვის მტოვებდა, მტოვებდა რათა მთელი ჩემი ძალები არ ჩამედო ჩემს მუშტებში. ალბათ, ეს თუ მოხდებოდა, მე მოვკვდებოდი, მაგრამ ეს უბრალოდ არ ხდებოდა...
მოდი დავლიოთ, მაგრამ ღვინო თავდება (ვამბობ, მოვიტან, მაგრამ...) და სტუმარიც უბრალოდ ამბობს არას (ან ვერას), მას ცოლშვილი ყავს და მე არ განვიკითხავ მას...
- კაი, წადი, არაა პრობლემა, - ვამბობ საოცრად მშვიდად

, არა და მზად ვარ, დღესვე, ამ წუთსვე, ამ წამსვე დავტოვო ჩემი სიცოცხლე და დავიცალო ემოციებისგან, დავიცალო სასიცოცხლო ძალებისგან, ოღონდ ეს შეერგოს ჩემს ქვეყანას ან თუნდაც ერთ რომელიმე ქართველს...
-----------------------
მივუყვები ქვაფენილიან აღმართს, მივუყვები მაგრამ სუნთქვა მშვიდი მაქვს - მე გავძლებ მანამდე, სანამ უფლის წყალობა არ მოვა ჩემთან... არა, განა ის რაც მე მინდა, არამედ ის, რაც განგებას ნებავს - მე დაველოდები მას, მე გავანაწილებ ჩემს ძალებს; მე ხომ ვიცი, ის აუცილებლად მოვა...
-----------------------
ლაღი ვარ (როგორც მუსიკა, რომელიც ჩემს ყურებს ამ წუთს წვდება და რომელიც აუცილებლად ქართულია...) და ლაღად ვსაუბრობ; ხმა მშვიდი მაქვს, სიტყვა აწონილი და მოზომილი, ხოლო გული გახელებული. მე დაუღალავად ვაღვიძებ წარსულ მოგონებებსა და წარსულის განცდებს, ვაღვიძებ და როგორც მე მსურს, ისე ვასაუბრებ მათ

... ზიან პატარა სუფრაზე და უასმენენ ჩემს სიტყვებს, ბიჭები ვერ იგებენ, ხოლო გოგონა ამბობს - გავიგე, მესმის... (თუმცა ესეც საკითხავია

) და მე ვამარტივებ ჩემს ენას, ხოლო ჭიქას ვსვავ ადვილად...
-----------------------
''პირველი, მერე მეორე, ა, ხომ მესამეც იყო და აგერ მეოთხეა... ღმერთო ჩემო, მეოთხეა, ნუთუ ეს ნორმალურია?!...'' ვიხსენებ წარსულში დაწყებულ სიმძიმეს, რომელიც თანდათან დამძიმდა და რომელიც დღეს უმძიმეს წერტილს აღწევს. აღწევს და თითქოს მინდა სიცოცხლე დავასრულო, მინდა შევწყვიტო არსებობა, მაგრამ ეს უბრალოდ არ შემიძლია - ქრისტიანი არ ტყდება არასდროს და არ ვიცი საიდან, მაგრამ მოდის უხილავი და დგება ჩემს გვერძე. ჰმ, საოცარია, მინდა დავსრულდე, მაგრამ არ შემიძლია, იმიტომ რომ ჩემი გული უბრალოდ არ ტყდება...
----------------------
მე ავიღე მახვილი და შევვარდი ჩემს სამყაროში, მაგრამ არ ჭაჭანებს წინააღმდგომი თუნდაც ერთი;
გამოვარდი გარეთ და ''არსით ხმა, არსით ძახილი...''
----------------------
ცა მოღრუბლულია და მზე ჩამქრალი, ჰაერი გრილია და სველი. მე მიხარია და მშვიდად მივაბიჯებ - წვეთებმა დაღარეს სახე, ხოლო სუხიშვილები მახსენებნ აჭარას და აჭარელ ლამაზმანების თვალთა ნახმობს... ''ბიჭო გამაცანი ვინმე აჭარელი და მოვიყვან ცოლად, აქ ხომ იმდენი სითბოა, რომელიც არ დაესიზმრება არც ერთ კუთხეს საქართველოსას, მე მინდა აქ დავრჩე...'' ვეუბნები მეგობარს, ის კი იცინის მშვიდად და პასუხს არ მცემს... მერე შევვარდით ღამის კლუბში და ავტეხეთ ასატეხარი...

'' მე გოიმი ვარ და უთხარი თუნდაც ყველას ''-, ვეუბნები გოგონას. გოგონას უნდა დამცინოს, მაგრამ არ გამოსდის, უფრო უკვირს, ხოლო მე მეღიმება, მეღიმება და ფულს ვითვლი ჩვეულებრივად... გამოვვარდით, გამოვვარდით და ბათუმის მიგდებულ კუთხეში გავათიეთ ღამე, გავთიეთ ოღონდ მანქანაში... მზემ გაგვაღვიძა, არ გვესიამოვნა ნაბახუსევზე...

წამოვედით, მაგრამ არ ვიცით, რა გავაკეთოთ.
- ნუგეშას დავურეკავ და წამოვლენ, - ვეუბნები გიორგის.
- კაი.
წამოვიდნენ და ჩვენც წავედით. წავედით და მოვიარეთ სარფი, გონიო და ბათუმი. ვიბანავეთ, ოღონდ ნაბახუსევზე. გულმა
შემაწუხა და ამოვედი... დავიღალეთ, მაგრამ არ დავიშალეთ და წავედით ურეკში... ოჰ, ეს ატრაქციონები - არ მინდა თავი შევირცხვინო, არადა ნაბახუსევზე მეზარება ყველაფერი. არ იშლიან და მეც შეუვარდი თავზეხელაღებულ ატრაქციონებს წელში და დავამარცხე ყველა, გარდა ერთისა. ის ერთი უშიშარი იყო და სიკვდილზე წამსვლელი, ხოლო მე ნაბახუსევი და გაზარმაცებული. გაზარმაცებული და ამიტომ აღარ შევები - კაი, გითმობ გამარჯვებას, ჩავილაპარაკე ჩუმად. ''ჰმ, შეგეშინდა, - ამბობს ატრაქციონი,- და იცინის მარტო ჩემს გასაგონად. მე არ ვაქცევ ყურადღებას, თუმცა ბებუთს მაინც მოვუსინჯე ტარი და
მოვუჭირე ხელი...
----------------------
წავიკითხე მისი ნაწერები და გავიგე, გავიგე ოღონდ ჩემებურად და არა ისე, როგორც მან იგულისხმა.
ვატყობ, წყინს რომ ვერ ვიგებ. მე მინდა გავიგო, მაგრამ ვერ ვიგებ და რომ ვერ ვიგებ, იმაზე მეტად მწყინს...
რაც დავინახე, ის შემიყვარდა და რასაც ვერ ვხედავ ისიც მიყვარს, იმიტომ რომ მისია, თუმცა ვერ ვიგებ...
ის მეუბნება: ''თუ მოინდომებ, თუ შეიყვარებ, გაიგებ''...
მე ვინდომებ, მაგრამ ვერ ვიგებ, ვერ ვიგებ, თუმცა მაინც მიყვარს...
მაინც მიყვარს და ნუთუ არ სჯერა?...
მე დავინახე მისი მხოლოდ ერთი მხარე და ამისთვის გავიღე ის, რასაც სხვები მხოლოდ ორივე მხარის დანახვის შემდეგ გასცემენ...
მე დავინახე მისი მხოლოდ ნაწილი და ამისთვის მთელი გული მივეცი...
მე მთელი გული მივეცი და ნუთუ ეს არაა საკმარისი?...
თუ ეს არაა საკმარისი, მე აღარ ვიცი რა ვქნა, იმიტომ რომ მისაცემი აღარაფერი დამრჩა. მე ერთი გული მქონდა და ისიც მას
მივეცი დაუნანებლად...

----------------------------
თუმცა, მან გამიგო? არა, მანაც ვერ გამიგო, მაგრამ მე ერთ სიტყვასაც არ ვეუბნები იმაზე, რომ მან ჩემი ნაწერები წაიკითხა და ოდნავადაც ვერ გაიგო. ის კი ორ სიტყვას მეუბნება იმაზე, რომ მე მის ნაწერებზე არაფერი მითქვამს. '' არ წაიკითხე ან წაიკითხე და ვერ გაიგე''- ამბობს ბავშვურად. მე კი ორივე ვარიანტი მწყინს, განსაკუთრებით პირველი, მაგრამ ამის საპასუხოდ არაფერს ვამბობ... არა, ვეუბნები, მაგრამ პირდაპირ პასუხს არა, იმიტომ რომ არმინდა, მისი ნაწერები არ (ვერ) მესმოდეს და ვცდილობ მესმოდეს (და ჩემი თავი მეცოდება

). ის ათს მეუბნება ისეთს, რაც უნდა მწყინდეს და მე ვცდილობ ერთიც არ ვუთხრა მსგავსი (თუმცა არ ვიცი გამომდის, თუ არა) - მე ხომ კაცი ვარ, მეტიც მე ქრისტიანი ვარ...
--------------------------
თუმცა გადამიარეს ემოციებმა და გამთელეს,
მაგრამ რა ვუთხრა ჩემს იდუმალ ძალებს?!
ისინი არ ჩერდებიან, არ ეგუებიან
და ფეთქავენ ძალუმად:
ველური ნება, ველური გრძნობა,
აი რა არის ჩემი სამშობლო;
გისოსებიდან გარდახვეწება,
ძალების ფლანგვით მოსული ბოლო!
გულში ნაკვეთი ჩემი მამულის
შარავანდეთით მოპირკეთება,
სულში ჩაღვრილი ხსოვნის ცრემლების
არ დავიწყება, არ დავიწყება!
-------------------------
გაუმარჯოს იმას, რაც ჩემშია და რასაც ვერ ხედავენ სხვები...