ონალიან სიყავრულის ისტორია

ამ წყვილის ისტორია იმითაა სხვა სასიყვარულო ისტორიებისაგან გამორჩეული, რომ მათი ურთიერთობა სკაიპში (ჩატში) დაიწყო. გასათვალისწინებელია, რომ თეომ თავად დაამატა ლექსო თავის ნაცნობების სიაში. თავიდან ყელაფერი ისე ხდებოდა, როგორც ჩატის ნაცნობებს შეეფერება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ლექსო მიხვდა, რომ თეო მისთვის უბრალოდ ჩატის ნაცნობი არ იყო და იგი მისთვის უფრო მეტს წარმოადგენდა, ვიდრე მისი ნაცნობი სხვა გოგოები.
ლექსო ათვალიერებდა თეოს ფოტოებს, მასზე ფიქრობდა ძილისიწინ, დილით, თავისუფალ დროს.
დღე არ გავიდოდა ერთმაენეთი რომ არ მოეკითხათ. ერთხელ კი, ლექსომ მოულოდნელად თეოს სიყვარულიც აუხსნა. გარკვეული დრო თეოს არ სჯეროდა ლექსოსი, ეგონა ლექსო აშაყირებდა და ეს ყველაფერი ბოროტ ხუმრობად მიაჩნდა, თუმცა ლექსომ შეძლო თეოსთვის დაემტკიცებინა, რომ მას მართლა გურწფელად უყვარდა იგი. ამის დამტკიცება კი მან, თავისივე შექნილი სასიყვარულო ვიდეო ლექსებით შეძლო, რომლის შექმნასაც ხშირად მთელ ღამეს ანდომებდა ხოლმე.
გარკვეული დროის შემდეგ გაირკვა, რომ თეოსაც სურდა ლექსოს პირადად გაცნობა და ალბათ, ყველაფერი სხვაგვარად მოხდებოდა, რომ არა ეს ისტორია.
ჩატში დაწყებული მათი ვირტუალური ურთიერთობა შემდეგნაირად განვითარდა:
- ვახ აზრზე მოდი რა, მაგ ბიჭმა სულ გაუბერა ტო!
- რა არი რო? რა ხდება დავით?
- რა არის შაკო და მაგ ჩემისამ ვიღაცა გოგო გაიცნო სკაიპში და უკე ერთი თვეა სახლიდან არ გამოდის, ზის და ემესიჯება ტო, დაჟე ლუკასთვის უთქვამს მიყარსო!
- ვაა, როგორ უყვარს?! ჩატში გაცნობილი გოგო ტო?!
- სალამი ბიჭებს
- გაუმარჯოს ლუკა
- ბარო
- რას ჭორაობთ?
- რას და ლექსოზე ვბაზრობდით ტო და იმ ვიღაც გოგოზე
- ეხ, დათკა, დათკა. ის გოგო ვიღაც კი არა ჩათვალე რძალია უკვე ჩვენი. წეღან ვიყავი ლექსოსთან და ვებაზრე, კაროჩე უყვარს რა და ამ დღეებში ნახვას აპირებს.
- რას შვება როგორ არის? გუშინ ვიხინკლავეთ და არ წამოვიდა ტო, დაჟე დალევაზე უარი თქვა.
- ცუდად არის დავით, იმ გოგოზე ნერვიულობს
- რა რამე სჭირს გოგოს?
- არ ვიცი, მაგრამ სამი დღეა არ შემოსულა სკაიპშიო და ნერვიულობს, ხო იცი რა ტიპია არა
- კაი, კაი მე ლექსოსთან ავალ ამოხვალთ? ჩაერთო შაკო
- ხო რა, ვაფლს და კოკას დავითრევთ და მანდ ვართ
ათიოდე წუთის შემდეგ დათო, ლუკა და შაკო ლექსოსთან იყვნენ და საუბრობდნენ.
შაკო: კარგი რა, რა განერვიულებს ტო, შემოვა რა ამ დღეებში ან ინეტი გაეთიშებოდა ან კომპი გაუფუჭდებოდა.
ლექსო: კაროჩე რა! დათი მიდი მანქანა გამოიყვანე და დავეშვათ მაგასთან სკოლაში, კაკრაზ ორზე იქ ვიქნებით და ვნახავ რა, გაკვეთილების მერე.
დათო: ბაზარი არაა, თხუთმეტ წუთში დაგისიგნალებთ.
ლექსო: ამის დედას შევეცი რა, მაინც ცუდზე ვფირობ, გული მიგძნობს რა.
ლუკა: კარგით, გავალ მეც გამოვიცვლი. დათკა რომ მოვა ზარი მომეცით.
შაკო: ო კ
დათქმულ დროს დათო მოვიდა მანქანით და ბიჭები ლექსოს შეყვარებულის სკოლიკნ დაიძრნენ, სკოლაშიც მივიდნენ, კლასელებსაც გაესაუბრნენ და შემაძრწუნებელი ამბავი გაიგეს... თურმე თეო სამი დღეა, არც სახლში და არ სკოლაში, არ გამოჩენილა, უფრო მეტიც, არავინ არაფერი არ იცოდა მისი გაუჩინარების მიზეზის შესახებ.
- დედას შევეცი, ვგრძნობდი რომ რაგაც ისე არ იყო!!!
- დაწყნარდი შეჩემა რამეს გავარკვევთ
- კარგი რა შაკო რა დამაწყნარებს ტო!!!
დათკააა!!! გასძახა შაკომ მოშორებით მდგომ დათოს, რომელიც თეოს კლასელებისაგან ცდილობდა რამის გაგებას.
- ჰოუუ!!!
- მოდი რა!!!
- რა ხდება? იკითხა დათომ
- სადაა ლუკა?
- ეგერ დგას, ვიღაც ტიპს ებაზრება, რაღაც იცის მგონი
- დაუძახე, ის ტიპიც წამოიყვანეთ და აქედან გავიდეთ, ყველა ჩვენ გვიყურებს. ეს ჩემისა ლექსო კიდევ პანიკებშია, ბლიად რა, ორი წლის ბავშვივით იქცევა. გაცხარდა შაკო.
- ლუკაა!!! წამო გავედით და ეგეც წამოიყვანე. გასაძახა დათომ
რამოდენიმე წუთში ლუკა, დათო, შაკო, ლექსო და ის ბიჭი სკოლის შენობისგან მოშორებით მანქანაში ისხდნენ და ლაპარაკობდნენ.
ბიჭის მონაყოლის მიხედვით, თეოს რამოდენიმე ხანია ვიგაცა ბიჭი, რბილად რომ ვთქვათ, აწუხებდა.
- ზაურ ძმაო მომისმინე ეხლა...
- გისმენ ძმა
- თეოს ოჯახთან როგორ ხარ?
- მაგრად ტო, მეზობლები ვართ
- რას ამბობენ ოჯახის წევრები? ან რას აპირებენ? ჩაერთო შაკო
- ძაღლობაში დარეკეს? იკითხა დათომ
- კი დარეკეს, მაგრამ არც ძაღლებმა არ იციან არაფერი. მესამე დღეა ვერაფერი ვერ გაარკვიეს მაგ ჩემისებმა
- მობილური ხო აქ თეოს? იკითხა ლუკამ
- კი მაგრამ გათიშული აქ
- მომე აბა ნომერი
- 8 . . . . . . . .
- ლექსო აბა ცადე დარეკვა
- გათიშულია
- კარგი ზაურ ძმაო, შენი ნომერი გვაქ და თუ რამეში დაგვჭირდი დაგირეკავთ რა
- ბაზარი არაა ძმებო
- კიდევ ერთი, კაროჩე ჩვენზე არაფერი არ ახსენო რა, თუ ვინმემ რამე გკითხა, ისეთ პონტში რამე მოიფიქრე რა, პატარა აღარ ხარ.
- ხარაშო ძმებო, აბა მაგრად
- აბა ჰე
- რა ვქნათ? საით წავიდეთ? იკითხა დათომ
- უბანში, ოღონდ არავინ არაფერი არ უნდა გაიგოს.
მთელი დღე ლექსო, თეოს ნომერზე დარეკვას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. სხვა არაფრის გაკეთების საშვალება არ ჰქონდა, ან რა უნდა ექნა, არც არაფერი არ იცოდა, პატარა ხელწამოსაჭიდიც არ იყო არაფერი.
საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, უეცრად ლექსომ წამოიყვირა:
- ზარი გავიდა!!!
- ცენტრს ჩაუწიე დავით! გასძახა შაკომ ცენტრთან მჯდომ დათოს
ბიჭები სულგანაბულები ისხდნენ და ლექსოს შესცქეროდნენ.
რამოდენიმე ზარის შემდეგ ყურმილში ხმა გაისმა
- ალო
- რომელი ხარ?! ანერვილებული ხმით იკითხა ლექსომ
- შენ ვინ გინდა რო?
- შენ ვერ ხვდები ვინ მინდა და ვის ნომერზე ვრეკავ?! გაცხარდა ლექსო
დაწყნარდი შეჩემა, ჩურჩულით გადასძახა შაკომ
- ჩემი ძმა მისმინე! ტონს დაუწიე და ისე მებაზრე, თუ თეოს ამბავზე რეკავ ჩვენთან არის...
- ვინ თქვენთან?! ვინ ხართ ვაბშემ თქვენ და რატომ არის ეგ გოგო თქვენთან?!
- ...
ყურმილი დამიკიდა ამ ნაბოზარმა!!!
- აბა რას იზამდა! ### ხარ რა, წყნარი ლაპარაკი არ შეგიძლია. ჰა რა შაკო შენ ებაზრე მაგ კლიენტს, შეეცადე სად არიან გაიგო და დათომ ყურმილი შაკოს მიაწოდა, რომელიც სალაპარაკოდ გვერძე ოთახში გავიდა.
- დავბრიდავ მაგათ დედებს შევეცი !!!\
- დაწყნარდი რა!!!
- რა დამაწყნარებს ლუკა, გოგო რომელიც მიყვარს იმ სირებს ყავთ. დედებს შევეცი მაგათსას!!!
- აცალე შაკოს იქნებ რაზე ილაპარაკონ
ამასობაში შაკოც დაბრუნდა ოთახაში
- რა ხდება? იკიხა ლუკამ
- კაროჩე საქმე ესეა:
თეო მოტაცებულია. ვისაც შენ ებაზრე ლექსო, მაგასაც ყვარებია ეგ გოგო, მოკლედ, ბოლო ბოლო შეხვედრაზე დავითანხმე, ოღონდ გოგოს არ გვანახებენ.
- დავუშვათ და ეგ არის რა! გაცხარდა ლუკა
- მიდი მიდი გამოიტანე რკინები ლუკა და ჩავყაროთ მანქანაში
- და სტრელი სად არის? იკითხა ლექსომ
- ჯერ არ ვიცით, დაგვირეკავენ, და კიდევ ერთი: მემგონი არ არის საჭირო იარაღები, მითუმეტეს გაბოზებული საქმეა, თან სკოლასთან ერთხელ დაგვაფიქსირეს, ძაღლები არიან ჩარეული ,ერთი რომ გაგვაჩერონ სროკზე ვართ ყველა და საქმეც დაუმთავრებელი გვრჩება.
დათო: მართალი ხარ შაკო, მაგრამ უიარაღოდ ხელცარიელი, რა იცი რისი მკისრებლები არიან... ასე რომ ზარს დაველოდოთ და ყველაფრისთვის მზად ვიყოთ.
ბიჭებს საათზე მეტხანს დასჭირდათ ლოდინი, სადღაც თერთმეტი საათზე გასმა მობილურის ხმა, ყურმილს ეგრევე ლექსო ეცა და უპასუხა:
- ალო
- რომელი ხარ?
- სად და რომელ საათზე?! კითხვა დაუბრუნა ლექსომ
- რომელი ხარ თქო ბიჭოო?!
- ლექსო ვარ ასათიანი, ვარკეთილელი!!! დრო და ადგილი მალეეე!!!
ყურმილს მიღმა რაღაც გაურკვეველი საბრის ხმები ისმოდა, რომელიც რამოდენიმე წუთს გაგრძელდა, შემდგომ კი ყურმილში ლექსოსთვის კარგად ნაცნობი ხმა გაისმა, რომელმაც ლექსო სახეზე სრულიად შეცვალა გამომეტყველება.
- ლექსო შენ ხარ?
- კი და შენ...
- გიგა ვარ ლექსო
- გიგა?..
- ხო შეჩემა
ლექსოს თითქოს ენა ჩაუვარდა, სახეზე ფერები შეეცვალა და ოთახიდან გავიდა. ბიჭები აგარ გაყვნენ. რამოდენიმე წუთში, ოთახში დაბრუნებული ლექსო მძიმედ ჩაეშვა სავარძელში, თვალები დახუჭა და ფიქრებს მიეცა.
შაკო: რა ხდება ლექსო?
ლექსო: მართალი იყავი, იარაღები არ არის საჭირო
შაკო: რა? როგორ? ვერ მიგიხვდი?
ლექსო: ის კლიენტები ჩემი ძმაკაცები არაინ! და შენც კარგად ცნობ
ლუკა: რააა??
დათო: ???
შაკო: ...
ლექსო: მოკლედ მაგათ ძმაკაცსაც ყვარებია ეგ გოგო, თვითონ მაგ კლიენტსაც ვიცნობ
ლუკა: მერე რა გადაწყდა?
ლექსო: დღეს მივალთ მაგათთან ბაითში, საცა გოგო ყავთ, და იქ გავარკვევთ
დათო: რაღას ვუცდით გავედით?
შაკო: ადე, ადე და გავედით მართლა აღარ ღირს გადადება.
ბიჭები გავიდნენ სახლიდან, სულ ბოლოს კი ლექსო გავიდა, მაგრამ სანამ გავიდოდა ერთი წუთით ვითომ საპირფარეშოში გავიდა, ამასობაში კი მან პიტოლეტი გატენა და ქამარში გაირჭო. თვითონაც ვერ ხვდებოდა იმ მომენტში, რათ უნდოდა იარაღი, როცა თავისი ბავშვობის ძმაკაცთან შესახვედრად მიდიოდა, მიუხედავად სიტუაციის სიმძიმისა ლექსო დარწმუნებული იყო, რომ გოგო დაბრუნდებოდა სახლში, მაგრამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება და იარაღი გაიყოლა, თან ეს იმის ფონზე რომ ბიჭებს მანქანაში გამზადებული იარაღები დაატოვებინა.
ლექსომ კარი მოიხურა და მანქანისკენ დაიძრა.
ღამის პირველ საათზე ბიჭები უკვე დათქმულ ადგილზე იყვნენ.
- მოკლედ ესე ვქნათ: მე და შაკო ზევით ავალთ, თქვენ აქ დაგველოდეთ, არაფერი არ მოხდება. ყველაფერი ხუთიანზე გაკეთდება - თქვა ლექსომ და მობილური ჯიბიდან ამოიღო.
- გიგა მე ვარ
- სადა ხარ?
- კორპუსთან შეჩემა
- კარგი, მეოთხეზე ამოდი, კარებთან დაგხვდები
- კარგი ძმა
ხუთიოდე წუთში შაკო და ლექსო მისაღებ ოთახში იდგნენ. ლექსო ცდილობდა დაწყნარებულიყო, მაგრამ მღელვარება ძლიერ ეტყობოდა.
გიგა: როგორ ხარ ლექსო? – და გადაკოცნა
ლექსო: როგორ უნდა ვიყო აბა? ამისთანა ამბავში
გიგა: წამო, წამო გოგო განახო
ლექსო: არ არის საჭირო, გოგო პირადად მაინც არ მიცნობს, ისე კი დარწმუნებული ვარ კარად იქნება?! მაგას ჯობია ბიჭები გაგვაცნო და დავილაპარაკოთ რა და როგორ ვქნათ.
გიგა: მართალი ხარ! ეს ნუკრია, ხომ იცნობ ჩვენი ძმაა, ესენიც ჩვენი ძმები არიან.
ლექსო: ჰმ ძმა...
ნუკრი: იაზვობა არ არის საჭირო!!! გაცხარდა ნუკრი
ლექსო: შენც მართალი ხარ! ხოდა მართალი კაცი ხარ და რამოდენიმე კითხვაზე პასუხი გამეცი. ჯერ ერთი, შენი იდეა იყო ეს საქმე?
ნუკრი: კი
გიგა: კარგი რა ლექსო, არ არის საჭირო დაძაბვა, მაგას ჯობია დავლაგდეთ და გოგოს ბედი გადავწყვიტოთ.
ლექსო: მაგ გოგოს თეო ქვია გიგა და საკუთარ ბედ თვითონვე გადაწყვეტს, რაც შეეხება ამ კონკრეტულ სიტუაციას მემგონი ყველაფერი გადაწყვეტილია, გოგო დღესვე დაბრუნდება სახლში!
ნუკრი: ეგ როგორ ძმაო?! ჩვენ აქ ბუმბულს კი არ ვწეწავთ!!!
შაკო: მომისმინე ძამია!!! მკაცრი ტონით ჩაერთო შაკო ბაზარში., მე ეხლა ერთს გეტყვი და დალშე გიგა აგიხსნის! რას შეგერგო შეირგე!!! გაიგე?!
ლექსო: აგერ კაცები ვზივართ ნუკრი, ერთს გკითხვა და პასუხი გამეცი, შენ საქციელს სახელი დაარქვი ძმაო!
ნუკრი: ...
ნუკრი დუმდა, არ იცოდა ლექსოს მიერ დასმულ კითხვაზე რა პასუხი გაეცა, თავს ვერაფრით იმართლებდა. იმასაც ხვდებოდა, რომ მისი ეს დუმილი დამღუპველი იყო მისთვის, მაგრამ მაინც ჩუმად, თავჩაღუნული ჯდომა არჩია..
გიგა ამ ხნის განმავლობაში ჩუმად იჯდა და ბიჭების საუბარს ისმენდა. გიგა ის პიროვნება იყო, რომელიც ყოველთვის მართალს ბაზრობდა და სიმართლეს ეძებდა. გიგა ხვდებოდა რა შეიძლებოდა მოყოლოდა მათ საუბარს, მითუმეტეს ლექსო მისი ბავშვობის ძმაკაცი იყო და შაკოსაც კარგად ცნობდა, ხვდებოდა რომ ნუკრი განწირული იყო, მითუმეტეს ლექსომ დასმულ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.
ლექსო: ეს უკვე განაჩენია! ხმა ამოიღე ნაბოზარო! ტელეფონში კარგად გაყვიროდი! შენი... ლექსომ კბილები გააღრჭიალა და ნუკრისკენ გაიწია, თუმცა გიგამ შეძლო მისი შეჩერება. ნუკრი კი შიშისგან ოთახის მეორე კუთხეში ატუზულიყო და მთლიანად გაფითრებულიყო.
გიგა: ლექსო ძმობას გაფიცებ არ არის საჭირო ეს ამბავი. ნუკრის მე მივხედავ, ამას გარდა ერთი დიდი პრობლემა გვაქ მოსაგვარებელი, თეო უნდა დავაბრუნოთ, თან ეს იმის ფონზე, რომ საქმეში ძაღლები არიან ჩარეულნი.
და კიდევ ერთი იცოდე! შენ. რომ არ მოსულიყავი და შენ ადგილას ვინც არ უნდა ყოფილიყო, ამას მაინც ესე ვიზამდი... გოგო ყველა ვარიანტში დაბრუნდებოდა!
ლექსო: შენ ცალკე მოგიწევს იმის ახსნა ამ ისტორიში როგორ აღმოჩნდი!
გიგა: მაგას მე და შენ ერთმანეთში გავარკვევთ ლექსო!
შაკო: ნუკრის რა ვუყოთ? მემგონი უკვე ზედმეტია მისი აქ ყოფნა
გიგა: ნუკრი სახლიდან გადით, ბიჭებიც გაიყოლე და შენთან ადით, მოგვიანებით მეთვითონ დაგიკავშირდებით.
ახლა კი შაკო თქვენ მომისმინეთ: მკლედ ძაღლები რა დროს გამოჩნდებიან აზრზე არ ვარ, გოგო კი როგორმე წყნარად უნდა დავაბრუნოთ სახლში.
შაკო: იასნა
გიგა: რაც შემეხება მე...
გიგა ამ ისტორიაში სუფთა იყო, ამაში არც ლექსოს და არც შაკოს ეჭვი არ ეპარებოდთ. რაც შეეხება მის ამ ისტორიაში ჩაბმას ყველფერი შემდეგნაირად მოხდა: ლექსოსა და ნუკრის სატელეფონო საუბრის შემდეგ ნუკრი ცოტა დაშინდა, ამას მოყვა შაკოს მეორე ზარი და ნუკრის თანხმობდა შეხვედრაზე. შეშინებულმა ნუკრიმ ვერ გაბედა მარტო სტრელზე წასვლა, არც არავინ ეგულებოდა თავის გარშემო გამყოლი, მიუხედავად იმის, რომ გოგო ოთხმა მოიტაცეს და გადაწყვიტა გიგას დაკავშირებოდა, რომელიც იმ დროისთვის აზრზე არ იყო რა ხდებოდა. როცა გიგა სიტუაციაში გაერკვა, ნუკრის გოგოს დაბრუნება მოსთხოვა, სწორედ ამას გულისხმობდა გიგა ლექსოსთვის ნათქვამ სიტყვებში, რომ გოგო ლექსოს გარეშეც დაბრუნდებოდა, მაგრამ შეხვედრა რომელზეც ნუკრის დაბრო ქონდა მიცემული, უნდა შემდგარიყო, სადაც გიგა მარტო აპირებდა წასვლას.
შაკო: ყველაფერი იასნა ძმა, შენში ეჭვი არც შეგვიტანია. კარგი ლექსო თეოს მიხედე მიდი და გავედით, მოვკლათ ეს საქმე
ლექსო დაიძრა თეოსკენ, რომელიც გვერძე ოთახში იწვა და მათი საუბარი ესმოდა. მართალია გაურკვევლად, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ ლექსო ის პიროვება იყო, რომელიც სკაიპში თავისივე ინიციატივით გაიცნო და შემდგომ ისე მოხდა, რომ ლექსომ სიყვარულიც კი არუხსნა. ერთი პერიოდი დაუჯერებლად მიაჩნდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა, რომ ლექსოს მართლაც უყვარდა იგი.
ახლა კი... ახლა კი ლექსო მის წასაყვანად, გასათავისუფლებლად მოსულიყო.
ლექსო შევიდა ოთახში და თეოს წყნარი ხმით უთხრა: თეო დაწყნარდი, შენს სახლში დასაბრუნებლად მოვედი, გთხოვ დაწყნარდე, ყველაფერი დამთავრდა.
ლექსო იმასაც ვერ ხვდებოდა თეომ იცნო თუ არა იგი, მას ხომ მხოლოდ ლექსოს რამოდენიმე ფოტო ქონდა ნანახი.
ლექსომ ხელები შეუხსნა და წამოდგომაში დაეხმარა. თეოს უნდოდა ეთქვა, რომ იცნო და ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ ვერ შეძლო.
ლექსო, თეო და გიგა ეზოში ჩავიდნენ.
დათოს მანქანაში ლქესო, თეო და ლუკა ჩასხდნენ, შაკო და გიგა კი გიგას მანქანით უკან მიყვნენ მათ. რამოდენიმე წუთში დათოს მობილური აწკრიალდა
დათო: ჰა ლექსო უპასუხე, იმ შენი ძმაკაცის ნომერია
ლექსო: ჰოუ
გიგა: რას აპირებ? ესე პირდაპირ ვერ მივალთ
ლექსო: ხო ვიცი, ცოტა ახლოს მივიდეთ და იქ გეტყვი რა
გიგა: კარგი
დათკა მანქანა ახლოს არ მიიყვანო კორპუსთან, სადმე სიახლოვეს გააჩერე, შენ კიდე ლუკა ზაურას დაურეკე ძმობას გაფიცებ
ლუკა: დილის ხუთი საათია შეჩემა
ლექსო: დაიკიდე რა, თუ ჩართული აქ მობი გავაგვიძოთ
ლუკა: O K
თეოს გადაღლილობა და შიში დატყობოდა სახეზე, მანქანაში ჩაეძინა კიდეც. თავი ლექსოს მხარზე ედო, ლექსო მის ყოველ ამოსუნქვას გრძონდა, იმ მომენტში მასზე ბედნიერი კაცი არ იყო, თუმცა ჯერ ვერ ხვდებოდა წინ რა ელოდა, მის მკლავებ ქვეშ ხომ მისთვის უსაყვარლეს ადამიანს ეძინა, სახეში შესცქეროდა და თმის ბოლოებზე ეფერებოდა. ამ განცხრომაში იყო ლექსო, როდესაც ლუკას ბოხმა ხმამ გამოაფხიზლა და რეალობას დაუბრუნა მისი გონება.
ლუკა: ზაურ გაგაღვიძეთ?
ზაური: რომელი ხარ? იკითხა ნამძინარევი ხმით
ლუკა: ლუკა ვარ, გუშინ გავიცანით ერთმანეთი...
ზაური: ხო, ხო... რა ხდება მშვიდობა?
ლუკა: კი ძმა. შენი დახმარება გვჭირდება, შეძლებ სახლიდნ გამოსვლას?
ზაური: ვიზამ რამეს, სადა ხართ?
ლუკა: ნაკადულის ქუჩის კუთხეში
ზაური: ათ წუთში მანდ ვარ
ლუკა: კარგი გელოდებით
ზაური: თეო?
ლუკა: აქ არის ჩვენთან
ზაური: კარგი, კარგი ვიცმევ და მანდ ვარ
დათქმულ დროს ზაური დათქულ ადგილას იყო.
ზდაროვათ ბიჭებს, სკამზე მჯდომთ მიესალმა ზაური
გაუმარჯოს
ზაური: სად არის თეო? თქვენ როგორ ხართ? მორჩა ყველაფერი? აჩქარდა ზაური
ლექსო: კი ზაურ, კი, შენ დაწყნარდი, თეო მანქანაშია, ჩაეძინა. მოკლედ ზაურ, გოგო მე და შენ სახლამდე უნდა ავიყვანოთ.
ზაური: ხო, მარამ აქ საძაღლეთია. შენი გამოჩენა და...
ლექსო: მე რა შუაში ვარ? აღარ აცალა ლექსომ დამთავრება
ზაური: მოკლედ, ყველამ გაიგო რომ თქვენ საქმეში ხართ. ძაღლების გარდა თეოს ნათესავი გამოჩნდა და გეძებს, ვიღც ძველები ჩარია, მოკლედ შენზე აქვთ ეჭვი.
ლექსო: ვახ ბლიად! ძველები არ არის პრობლემა, გაიასნდება, ძაღლებს კი... ჰმ ბლიად!
ზური: ხო მაგრამ მარტო სახელი ფიგურირეს შენი, პიროვნულად ან ფიზიკურად ვერ გცნობენ, ყოველ შემთხვევაში ესე ვიცი მე.
ლექსო: სახლში არიან ეხლა მენტები?
ზაური: ამჟამად არამგონია, მაგრამ სადმე სიახლოვეს იქნებიან უეჭველი
ლექსო: კაროჩე ავედით მე და შენ ზურ
შაკო: იქნებ არ ღირდეს? დაფიქრდი ლექსო! ჩაერთო შაკო
გიგა: ხო რა ზაური აიყვანს გოგოს მარტო
ლექსო: არა, არა წავედით ზაურ!
ბიჭები კარგად ცნობდნენ ლექსოს და მისი ხასიათიც იცოდნენ, ერთს რომ იტყოდა ბოლომდე არ შეცვლიდა ამ სიტყვას, ხელიც აღარ შეუშალეს და გაყოლა დააპირეს.
ლექსო: გიგა ძმაო დაფიქრდი ამდენი, რომ ავალთ უკვე თვალში საცემი ვართ და ეჭვიც გაღვივდება. იმ ნათესავს ვნახავ, ვინ ძველები ჩარია გავარკვევ და აქ ვარ რა.
ლექსო მანქანისკენ დაიძრა, სადაც თეოს ეძინა და გაღვიძება სცადა.
თეო, თეოო გაიღვიძე სახლში ავიდეთ
თეომ შეშინებულმა გაახილა თვალები და დაფრთხა.
თეო: სად ვარ? შენ? შენ? ლექსო?..
ლექსო: კი თეო, მე ვარ, ოღონდ დაწყნარდი, მე არაფერ შუაში არ ვარ, თუმცა რა მნიშვნელობა აქ ხუთ წუთში სახლში იქნები. ლექსო მისკენ დაიხარა რათა გადმოსვლაში დახმარებოდა.
თეო: ვიციიი, ვიცი რომ არაფერ შუაში არ ხარ. ჩუმად ჩაილუღლუღა თეომ
ლექსო: ნუ ტირი გთხოვ, დაწყნარდი მორჩა ყველაფერი და ნელი ნაბიჯებით სადარბაზოს კიბეებს აუყვნენ.
ზურმა ორი წუთით ადრე ოჯახი გააფრთხილა და სიტუაცია ორიოდე სიტყვით აუხსნა.
მშობლების დანახვაზე თეო გაიქცა მათკენ და ჩაეხუტა, იქვე იყო თეოს პატარა დაც, ყველანი ბედნიერები იყვნენ. იყო კითხვების ზღვა ვინ? ხომ არაფერი დაუშავებიათ? ის ბიჭი ვინ არის? და ასე შემდეგ.
ოჯახს მოსვენება ჭირდებოდა და ახლობლები, მეზობლები, ნათესავები ნელ-ნელა შეთხელდნენ და ოჯახი მარტო დატივეს, თუმცა ხალხის სიმრავლე მაინც იმჩნეოდა.
ლექსო იქვე კარებთან, კიბეებზე იდგა და თეოს ნათესავს და ვიღაც ასაკოვან, ჭაღარა კაცს ესაუბრებოდა. კაცმა ერი კითხვა დაუსვა ლექსოს: მე რაღაც-რაღაცეები გავარკვიე ლექსო და ისიც ვიცი შენ თავში არ ედექი ამ საქმე, უფრო მეტიც გოგო შენ დააბრუნე, მაგრამ დღეს დაღლილი ხარ გეტყობა, ხვალ კი ყველაფრის ახსნა მოგიწევს, რა და როგორ იყო, მოსულა ლექსო? მშვიდი კილოთი იკითხა მამაკაცმა.
ლექსო: რაზეა ლაპარაკი, ხვალ შეგეხმიანებით, კაი ხალხთან ლაპარაკს რა ჯობია. შენ კიდე ბიჭი მომხედე! იაზვურად შეძახა ლექსომ თეოს ნათესავს., რომელთანაც ხუთიოდე წუთის წინ პატარა სპორი მოხდა. ერთი იცოდე: სანამ შენ აქ იჯექი, ყავას სვამდი და ვალერიანის წვეთებს ყლაპავდი, ამ საქმეზე მე დავრბოდი და შენი სალაპარაკო აქ მკვდარია, გაიგე ბიჭი?
ბიჭი გაცხარდა, თუმცა ჭაღარა კაცმა შეძლო მისი შეკავება, ლექსოს კი ზაური იჭერდა და სიტუაციაც განიმუხტა.
ამ ხმურზე მენტებიც გამოჩნდნენ, რომელთაც უკვე ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია ლექსოზე და სწორედ იგი მიაჩნდათ დამნაშავეთ. კიდევ ორიოდე წუთიც და ლექსოს ხელბორკილები ედო. ამ ყველაფერს კი თეო ხედავდა და რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო, უცბად მოსწყდა ადგილს ლექსოს ჩაეხუტა და ტირლი დაიწყო, ძლივს დააშორეს წყვილი ერთმანეთს, აღელვებისაგან ცრემლი ლექსოსაც მოადგა. როგორც იქნა ლექსო და თეო ერთმანეთს დააშორეს. ლექსოს გარდა ვერავინ ვერ ხვდებოდა რამ გამოიწვია თეოს ასეთი რეაქცია. საქმე კი შემდგომში მდგომარეობდა: მანქანაში თეომ რამოდენიმეჯერ შენიშნა ლექსოს ქამარში გარჭობილი პისტოლეტი, ხოლო სანამ ხალხი მათ განცალკევებას ცდილობდა, თეომ პისტოლეტი ამოაცალა ლექსოს და ხალათის ქვეშ დამალა და რბილად რომ ვთქვათ გადაარჩინა იგი.
ლექსო დაიჭირეს. ვერავინ ვერ შეძლო მისი სიმათლის დამტკიცება. ვერც ლექსოს ოჯახმა და ადვოკატებმა, ვერც ძმაკაცებმა, ვერც თეომ და ვერც მისმა ოჯახმა. ყველა სამხილი მის წინააღმდეგ მეტყველებდა.
სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და ლექსოს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ადამიანის გატაცებისთვის მართალია ეს მცირე სასჯელი იყო, მაგრამ საქმეს ხომ მომჩივანი არ ყავდა, უფრო მეტიც დაზარალებული ლექსოს სასარგებლოდ იძლეოდა ჩვენებას.
ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ვიღაცას ზემდგომი ეშელონებიდან ამ საქმის განვითარება ესე აწყობდა და ვერანაირი სიმართლე ვერ დაუდგებოდა მათ გაცემულ ბრძანებას წინ.
არ არის ეგ ბიჭი ციხისთვის! ძალიან მგრძნობიარეა! ნერვიულია! კომფლიქტური! რაიმე შარს გადაეყრება! ესე ფიქრობდა ყველა ვინც კი ლექსოს იცნობდა.
თეო, შაკო, ლუკა, გიგა, დათო და ლექსოს ძმა ხშირად აკითხავდნენ ხოლმე მას, ხშირად კვირაში ორჯერ, სამჯერაც კი. უყვებოდნენ უბნის ამბებს და ცდილობდნენ როგორმე შეემსუბუქებინათ მისთვის, თავისუფლების დაკარგვით გამოწვეული ეს ტანჯვა.
როგორც წესი ბოლო თხუტმეტი წუთი ბიჭები თეოს და ლექსოს მარტოს ტოვებდნენ ხოლმე სასაუბროდ. საუბრობდნენ ყველაფერზე: წარსულზე, იხსენებდნენ როგორ გაიცნეს ერთმანეთი სკაიპში, საუბრობდნენ მომავალზე, თუ როგორ მოიქცეოდნენ ლექსოს გათავისუფლების შემდგომ, საუბრობდნენ თეოს ცხოვრებაზე, თუ როგორ სწავლობდა იგი სკოლაში., მეთერთმეტე კლასს ამთავრებდა თეო და აბიტურიენტი იყო. ლექსო ყველაზე მეტად მათ ურთიერთობაზე საუბარს არიდებდა თავს, რამდენი თეო მათ ურთიერთობაზე ამოიღებდა ხმას, იმდენი ლექსო პასუხობდა: თეო მე შენ მიყვარდი, მაგრამ მაშინ თავისუფალი ვიყავი, ეხლა კი უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ, აი გარეთ რომ გამოვალ მერე, პაემანზეც დაგპატიჟებ თუ რათქმა უნდა თვისუფალი იქნები და ესე ხუმრობაში გადაყავდა თემა, რადგან ლექსოს არ სურდა თეოს თავი დამნაშავედ ეგრძნო.
ბიჭები გარედან ყველაფერს ცდილობდნენ იმისთვის,რომ ლექსოს შიგნით პრობლემები არ შექმნოდა. კამერის მაყურებელი გიგას ძმაკაცი აღმოჩნდა და ისიც საქმის კურსში ჩააყენეს. წესით და რიგით ლექსოს არანაირი პრობლემა არ უნდა შექმნოდა, თუმცა რამოდენიმე შეხვედრაზე იგი მაინც ჩალურჯებული თვალით გამოცხადდა, რაც ხოლოდ მისი ტემპერამენტის და მძიმე ხასიათის დამსახურება იყო.
რაც შეეხება ნუკრის, ბიჭები მის მოსაძებნად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, ლექსო ხომ სწორედ ნუკრის დანაშაულის გამო იხდიდა სასჯელს. თუმცა ნუკრიმ მოასწრო გაუჩინარება და მისი ასავალ-დასავალი იმ დღის მერე არავინ იცოდა.
რაც შეეხება ლექსოს საიდუმლოებებით მოცულ სასჯელს, ვერავინ ვერ შეძლო ბოლომე იმის გარკვევა, თუ რისთვის ან ვისი ბრძანებით იჯდა იგი ციხეში. საქმე დახურულად გამოცხადდა, ლექსოს კი ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ლექსოს დაპატიმრებიდან რამოდენიმე თვის თავზე, ლექსოს ადვოკატმა ერთი მეტად დამაფიქრებელი ინფორმაცია აცნობდა ლექსოს ოჯახს და ახლობლებს, რომელიც უკვე ნათელს ფენდა საქმეს... ლაპარაკი იყო იმჯამინდელი შ.ს. მინისტრის მოადგილე ვინმე ლადო ახალაიაზე, რომელიც ადვოკატის მტკიცებით ნუკრის ბიძა უნდა ყოფილიყო...