ყველანაირი დედლაინ დასრულებულია. აბა, ჰეთ, თქვენ იცით, როგორ ისიამოვნებთ. გამაიცანით და მომწერეთ თქვენი ვერსიები ასევე PM-ში.
ძალიან გთხოვთ, ამისთვსი 1:30-მდე დრო იკმაროთ
------------------------------------------------------------------------------------------------------------
1.
ინდივიდის ჩამოყალიბებებაზე და მის სრულყოფილ განვითარებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს ნებისმიერი რამ რაც პირველად ხდება მის ცხოვრებაში. პირველი კოცნა, პირველი მასტურბაცია, პირველი სექსი. მოზარდის ცნობიერება ისეა გადაჯაჭვული ყოველდღიურობაზე, რომ ამ ყველაფერს ის საკმაო ხნის მერე იაზრებს.
2.
თუ მართალი ვარ არ ვიცი, ვცდები, მაგრამ ჩემს ქორწინებას დროის თვალსაზრისით მამაჩემის გარდაცვალებას ვუკავშირებ. ამ ორი ამბის გაერთიანება, ალბათ, სხვაგვარად და სხვა სიბრტყეშიც შეიძლება, მაგრამ დღეს უკვე ძალიან მიჭირს გავიხსენო ის, რაც, ვფიქრობ, ყოველთვის ვიცოდი
3.
არ მჯერა, რომ სიყვარულის დეკლარირება ყოველწამიერად შეიძლება მოხდეს. ზოგჯერ თვეები გადის და სიყვარულის ერთ ნიშანსაც არ ავლენ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ გაქრა, მაგრამ როცა მიჩვეული ხარ, თითქოს რაღაც იკარგება და არავინ იცის დაიკარგა თუ უბრალოდ არ ჩანს. ასეთია ცხოვრება. ამას ვერ გაზომავ და ვერც აწონი. ამიტომ სჯობს ბაზისურ ფასეულობებზე იყოს აქცენტი-ერთგულებაზე, ურთიერთობაზე, კეთილდღეობაზე და კიდევ ასეთ რაღაც-რაღაცეებზე, ამბობდა მამაჩემი. არ ვეთანხმებოდი. მე ვსაუბრობდი ერთობაზე.
4.
დილა, როგორც ყოველთვის, სოფიას ნერვული შეძახილით დაიწყო: "ჟასმინის ჩაი ამომიტანეთ, ჟასმინის ჩაი..." ამას მოახლის ფეხსაცმლის ფრატუნი და ბიძაჩემის ხმამაღალი გაზმორება მოჰყვა. ამ სახლში არაფერი შეცვლილა-მეთქი, გავიფიქრე და ლოგინზე წამოვჯექი.
5.
ჩავიდა, ჩავიდა, ჩავიდა. ყვირილით მოდიოდა კონდუქტორი. კარსლუე გუტენბერგის მატარებელი ომის გამო ნახევრად ცარიელი იყო, ომში დამარცხების შიში უკვე გამჯდარიყო ხალხში და ეს მატარებელშიც ძალიან იგრძნობოდა. მატარებელში, რომელიც ყოველთვის გაქცევის, ცვლილების, ახალის მოლოდინის სიმბოლოა.
6.
დღემდე ვერ ვხვდები, როგორ უნდა მომხდარიყო, რომ ჩემი ძმის გარდაცვალება და მონას გათხოვება თითქმის ერთსა და იმავე დღეს დაემთხვა. მართალია, ზუსტად არც ახლა ვიცი, მაინცდამაინც იმ დღეს გაატანეს თუ არა ბერგერებმა ქალიშვილი ახალ პატრონს, მაგრამ ტელეგრაფით მიღებული შეტყობინება საკმარისი აღმოჩნდა, რომ დედაჩემის დანაოჭებული და აცახცახებული ხელი უოტსების ახალგაზრდა რძლისთვის გადამებარებინა და ბურლინგტონისაკენ....
This post has been edited by Contralto on 15 Oct 2007, 01:16