მოკელდ ასეა საქმე:
სალაროში შემოვიდა 4 "გრანტი" + ამას ის ერთი, რომელიც უკვე იყო

ალხა თაქვენი ამოცანაა განსაზღვროთ რომელია აქედან ჭეშმარიტი, ანუ, რომელს დააბერტყა Yავისი დრო და ენერგია მქსიკელმა მწერალმა, ჭეშმარიტად კარგმა ადამიანმა, ერისა და ქვეყნის სიამაყემ, კარლოს ფუენტესმა

1. ცხვირი პირველი იყო რაც თვალში მომხვდა მისი მთლიანობაში უხეში გარეგნობიდან. მახსოვს, გავიფიქრე კიდეც რომ არა ამ ცხვირის საეჭვოდ თხელი ზურგი ის კარტოფილისებრი ცხიმგროვა (რომელიც კლოუნის ცხვირს მოგაგონებდათ) და დაბერილი ცხვირის ფრთები, მის ნაცრისფერ თვალებს მეტი გამოხედვის სინაზეს მისცემდა. სენიორიტა დელა იბანესის მოსვლამ გამომარკვია ფიზიოლოგიური მედიტაციისგან რომელსაც არ მივბრუნებივარ მანამდე, ვიდრე ხუანამ არ წარმომიდგინა მისთვის ჩვეული უშუალობით და გრაციით, რომელიც ასაკთან ერთად ემატებოდა, ,ბანკო ილ მეხიკო'-ს დირექტორის სენიორ ოსკარ სუარეს-კატოს და ვიღაც ქერის მაგნატის პაბლო გომესის შემდეგ, კარტოფილცხვირა არტემიო კრუსი.
2. სიბინძურეა" გაიფიქრა და თვალები ზიზღით დახუჭა. 8 დღიანი გაურკვევლობის შემდეგ დასასრული გამოჩნდა. განაჩენი უცერემონიოდ წაუკითხეს და მოსამართლეს სქელი ლოყებიდან დადენილი ოფლი ტუჩებზე უბზინავდა. დარბაზში ბუზი დაფრინავდა, შავი და პატარა. `არტემიოოო` გაახსენდა მეზობელი გოგოს ხმა, ბავშბობაში მის ფანჯარასთან გაცივებული ხმით რომ ყვიროდა.
საკნის კუთხესი მღრღნელი აწრიალდა. "ფუფ, მაინც რა სიბინძურეა" ისევ გაიფიქრა და და ხის ვიწრო სკამ-ლოგინზე მხარი იცვალა. ჩაეძინა.
19 დღე რჩებოდა...
3. ვიღვიძებ... ცივი საგნის შეხებამ გამაღვიძა. ადრე არ ვიცოდი, თურმე შეიძლება შარდიც გაგეპაროს. თვალდახუჭული ვწევარ. ხმები ახლოდან მესმის, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ. ვითომ თვალი რომ გავახილო, გავიგებ კია რაზე საუბრობენ?..
4. მარტო იყო და ფიქრებში ჩაფლული და მიუყვებოდა ვრცელ ნაპირს. შეჭმუხნული წარბების ქვეშ დამალული ჩამქრალი თვალებით აკვირდებოდა როგორ მატულობდა თავისი ხელებით გამოჩორკნილ სანდლებზე სველი ქვიშა და ცდილობდა წყალთან ახლოს გაევლო.
...ასეჩაფირქრებული ვერც კი მიხვდა როგორ გადაუარა ფეხებზე გრილმა ტალღამ და დაკოჟრილი თითები ქვიშით აევსო...
5. არტემიო სანტა კრუსი ყავის ადუღებას ელოდებოდა. თვალი წამდაუწუმ საათისკენ მიურბოდა, პაემანზე დაგვიანების ეშინოდა. სკამის საზურგეზე გადაწოლილი თავისთვის ცხვირში გაუგებრად რაღაცას ღიღინებდა და თან ჩანგლით თეფშზე აკვიატებულ რიტმს უკაკუნებდა.
P.S. აქ დაპოსტეთ თქვენი ვარიანტები აღარ მომიპიემოთ

))))))))))))))))))))))))))
This post has been edited by LOLZ on 12 May 2006, 16:04