მაშ ასე,
ვაქვეყნებ ვარიანტებს. პასუხები მომწერეთ 15 წუთსი მაქსიმუმ. საკმაოდ ბევრი ვარიანტია და წაკითხვა რომ მოასწროთ, ამიტომ გაძლევთ ამდენ დროს

კეთილი დედა ვარ
1. მონასტრამდე დიდი გზა ედოთ. ტყე-ტყე უნდა ევლოთ. ტყე კი ნისლში იყო ჩაძირული, მოცისფრო ბურუსში გახვეული. წვიმა ახალი გადაღებული იყო და ტალახში უჭირდათ სიარული. ნელ-ნელა მიდიოდნენ. ხეობებიდან ამოსული მიწის და დამპალი ფოთლების ოხშივარი ნესტოებს სასიამოვნოდ სწვავდათ და თავებს მალიმალ ცისკენ ააღერებინებდათ თითქოს-და რაღაც სასწაულის მოლოდინში.
2. 1095 წლის შემოდგომაზე პაპი ურბან II ოვერნში, ქალაქ კლერმონში, კაპეტინგების გავლენის არეალში მოქცეული ტერიტორიის სამხრეთ საზღვრებზე იმყოფება. თვეების მანძილზე, რომიდან დევნილი, იგი გალიის სამხრეთით, კარდინალთა ესკორტით, დიდი პომპეზურობით მოგზაურობს. აქ ის თავს დაცულად გრძნობს.
3. ეკლესიის წინ მდგომ ქალს ქარმა თმა აუფრიალა, გრძელი, წაბლისფერი თმა. ქალმა შეშფოთებულმა მიმოიხედა, გარშემო არავინ იყო – ყოველ შემთხვევაში ისეთი, მისთვის ყურადღება რომ მიექცია. მოულოდნელად ეკლესიიდან ძლიერი ხმა მოისმა, ორღანის ყველაფრის ჩამხშობი და დამთრგუნველი ხმა.
4. რომელიღაც საუკუნის, რომელიღაც წლის(ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რამეთუ ეს ამბავი დროის და სივრცის ჩარჩოს სცდება) ნოემბრის გასაკვირად თბილმა ღამემ წარმოუდგენელი სისასტიკით გამორჩეული მონსტრი შვა.
5. ქალს ისევ ის კაბა ჩაეცვა, რომელიც პირველ ზიარებაზე. თეთრი, გრძელი, გულისპირზე თავისივე ხელით ამოქარგული. ხელში ყველაზე ძვირადღირებული სანთელი ეჭირა და ისეთი ცნობისმოყვარე სახით დაცქეროდა მომაკვდავს, თითქოს მის გაფითრებულ სახესა და უკანასკნელ ამოსუნთქვაში უნდა ამოიცნოსო სიკვდილ-სიცოცხლის მტანჯველი საიდუმლო.
6. ერთ საღამოს, როდესაც უკვე იმდენად დაბინდდა, რომ აღარაფერი ჩანდა სიგარას ვეწეოდი სანაპიროს მოაჯირზე დაყრდნობილი; ამ დროს მდინარისკენ მომავალი კიბით ვიღაც ქალი ამოვიდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. თმებში გარჭობილი ჰქონდა ჟასმინის თაიგული, რომელიც საღამოობით დამათრობელ სურნელს გამოსცემს. ქალი უბრალოდ, ღარიბულადაც კი იყო ჩაცმული, შავებში, როგორც გრიზეტთა უმეტესობა იცვამს საღამოთი. წესიერი ქალები შავ ტანსაცმელს მხოლოდ დილაობით ატარებენ, საღამოობით ისინი a la francesa იცვამენ. ეკლესიის ზარების ხმამ ქალი შეაკრთო , უმალ ადგა და ტაძრისკენ გაემართა.
7. პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან ჩოჩქოლი ატყდა. გილიოტინისკენ მიმავალს მღვდელს მუხლებში შავოსანი, თმებში ჭაღარაშერეული ქალი შეუვარდა და შესტირა:
8. - მაპატიე, ავფეთქდი ლონდონში შენი გამგზავრების ამბავი რომ გავიგე. თავადაც ხომ გესმის, მოულოდნელი ცვლილებები, მომავლის უეცარი შემოჭრა ცხოვრებაში რა მტკივნეულია, - ნახევარსაათიანი დუმილი დაარღვია მაღალმა ქერა მამაკაცმა და ნახევრადჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა, - მაინც, როდის მიდიხარ?
9. XIII საუკუნის პირველ ნახევარში ავინიონის მიდამოებში გავრცელებული შავი ჭირის გამო ციხე-სიმაგრეები საგულდაგულოდ ჩაირაზა. პონტუაზის სასახლის სიმდიდრესა და ფუფუნებაში დატყვევებული პაპი მხურვალე ლოცვას მისცემოდა, რაღა თქმა უნდა, აღვირახსნილი ქეიფებისა და ფილიპ ლამაზის ნაჩუქარი ოქროს მონეტების ჩხრიალის თანხლებით.