აი გაგა ნახუცრიშვილიც

ვარ ნაპოლეონი!
მომკალით, იცოდეთ მსოფლიოს დავიპყრობ,
ვიწამე ლუდხანის და ვიღაც ავარას
ვნიშნავდი ჩემს რაზმში დიდ მხედარმთავარად,
სიკვდილიც შემთხოვდა გრძნობები გავიყოთ,
მომკალით, იცოდეთ მსოფლიოს დავიპყრობ
ვარ ნაპოლეონი!...
მსოფლიოს ხმაურიც ფეხებში მედება,
მე არ მწამს ცრემლები, ხვეწნა და ვედრება,
არ მწამს ტრაგედია და მარცხი ცბიერი,
უკან არ დაიხევს ავარა მშიერი,
მოვმადლე ავარას მეფური იერი.
ვარ ნაპოლეონი!...
ქარები, წვიმები არის სასაცილო,
მოდით რომანტიზმი ერთად გავაცილოთ
და ჩემთან დადექით ფერმკრთალი ვარდებით,
რადგან სიფერადეც გახდა სასაცილო,
მოდით, სიყვარულკიც ერთად გავაცილოთ.
ვარ ნაპოლეონი!...
ვიღაცა ოხერი თუ იმპერატორი,
თქვენ ჩემთან მოხვედით, რა გინდათ ბატონო
და რაკი მოხვედით ხართ გიჟი ან პოეტი,
ბრძოლა ხომ დაიწყო, დგას საღამოეთი
და მაინც იბრძოლეთ, გწამთ იმპერატორის.
ვარ ნაპოლეონი!...
მსოფლიო ცახცახებს და ვიგრძენ დაღუპვა,
არ შეცდეთ, მე სისიხლი სულაც არ მწყურია,
არ მინდა ოცნების ეჭვეით გალუმპვა
არ ვიცი დიდების შიუში და შურია,
უბრალოდ, სამყარომ დამღუპოს მწყურია.
ვარ ნაპოლეონი!...
როცა დავიპყარი სამყაროს ნაწილი
და როცა შევიგრძენ ცრემლები ნამდვილი,
როცა დავიკარგე ცრემლების ქაოსში
და როცა ღრიალით საოცრად დავოსდი,
არ მსურდა ეჭვბით ოცნების დაღუპვა
ვარ ნაპოლეონი!...
ლამაზი სიკვდილიც არ არის ამქვეყნად,
მიქარავს ტოლსტოი, ვკვდები ვით ათასი,
ვარ იმპერატორი და თანაც ჯამბაზი,
ძნელია ოცნების, იდეის განდევნა,
ზამთარიც ჩამოდგა ვით ქამელეონი.
ვარ ნაპოლეონი!...
ზამთარი სიმღერებს და ფერებს შეიცვლის,
დავმარცხდი?არ მჯერა და ალბათ შემრისხეს,
მე უკვე დამღუპა სიყალბემ ზამთარის
და სადღაც ივსება უაზროდ დავთარი
და მეც შევეწირე ფერებს, ქამელეონს,
წადი, ჯანდაბისკენ გზა გაქვს გაპოლეონ!
მასხრობა ყოფილა ადამის გენია,
დახურეთ ფარდები, ფარდები,მრცხვენია
.................
ვარ ნაპოლეონი!!!
This post has been edited by pataputina on 27 Dec 2005, 12:39