როგორ ხართ რომანტიკოსებო??
სიბნელეში მოცეკვავევ Thanx შენიშვნისთვის..
"გთხოვ დედა
დაურეკე ღმერთს
და დაუტოვე მას ჩემი შავთეთრი ოცნებები ავტომოპასუხეზე..
გაიხსენე ჩემი სუსტი გულისფეთქვა შენში.
მე ძალიან არაფხიზელი და გადაღლილი ვარ
და ვერაფრით ვიხსენებ შენს ფარულ, ინტიმურ სიზმრებს,
რომლებსაც მაშინ ერთად ვუყურებდით
და არაფერი იცოდნენ სხვებმა..
გთხოვ დედა
დაურეკე ამ უაზრო ღმერთს
და დაუტოვე სიჩუმე ავტომოპასუხეზე..
გოგო, რომელსაც ბოლოს ვხვდებოდი ძალიან გგავდა შენ -- დედა.
სად არიან ჩემი მეგობრები,
როცა ყოველ დილით ყავას და სიძულვილს ვსვამ
მზის სხივებთან თამაშით..?
სად არიან ჩემი მტრები
როცა ამდენ საბაბს ვიძლევი
და როცა ასეთი გახსნილი და ჯვარცმული ვარ
ყოველდღიურობაზე.
ასე იქცევა ის -- რასაც შენ ეძახი სიცოცხლეს--
იმად -- რასაც შენ ეძახი სტატისტიკას.
ისინი ყველანი ჩემი სიმარტოვის საძებრად არიან
წასულები, დედა
და იმედია მათ უკვე უყვართ ერთმანერთი ტუჩებში
და იმედია მათ უკვე უყვართ ერთმანერთი ანუსში
და უყვართ ერთმანერთი თვალებით..
და იმედია ისინი უკვე არასოდეს, არასოდეს დაბრუნდებიან...."
არის ეს პოეზია?