ერთს მეც დავწერ, რა მოხდება. ეგეც შამუგიაა. მატსილდა, ნეუჟელი, ესეც ნაქნარი გაქვს?
დეფილე
მოდი, ჩავიცვათ ერთმანეთი უკანასკნელ მოდაზე,
გავიხადოთ ახალუხი, პერანგი და ბოტასი.
ჩავიცვათ ერთმანეთის კიდურები,
ტორსებზე გამოკიდულები.
ჩავიცვათ ერთმანეთის სურვილები_
სავსე ვნებებით და სევდებით,
ჩავიცვათ ერთმანეთის ცოდვები,
სანამ ცოდვებისგან ვსივდებით.
ჩავიცვათ ერთმანეთის ცრემლები,
სანამ ჩვენში ვართ და ვევლებით
ჩვენშივე აზელილ ჰორიზონტებს,
სანამ სივრცეების ზოლი მოგვდევს.
სანამ ჯებირები წამექცევა,
სანამ გაქცეული წამი გცივა,
მანამ ჩავიცვათ ერთმანეთი უკანასკნელ მოდაზე,
გავიხადოთ ახალუხი, პერანგი და ბოტასი.
მაცვია შენი ლიბიდო,
შენ_ჩემი სივრცე და ფალოსი,
ჩავიცვათ ერთურთი და გავიდეთ
ყოფის მოსაწყენ დეფილეზე.
..............................................
ხემ ჩაიცვა ჩიტები უკანასკნელ მოდაზე.
აჰა, ზღვა და ზღვას აცვია მედუზა.
ზღვას აცვია სკუმბრია და კალმახი.
მედუზა და სკუმბრია და კალმახი.
მე შენი სივრცე მაცვია
და შენი ცრემლი მახურავს,
სავსე ვარ, წვიმს და არ მცივა,
წვიმა ახელებს სახურავს.
........................................
მე აქ ვარ, ანუ: შენში ვარ და,
შორს ვარ სოფელთან და ხარ-გუთანთან,
მოდი, ჩავიცვათ ერთმანეთი,
სანამ გავიხდიდეთ საკუთარ თავს.
პაატა შამუგია. თბილისი
ეს მაგ ყმაწვილის ადრინდელი ლექსია. პატარა ცინიზმი აქვს გარეული, მარა არაუშამს
* * *
BEKOმაგრად მომეწონა. შენია?