ოლა ამიგოს
თემას რაც შეეხება:
გიორგი მიქაბერიძე თუ გაგიგიათ? ახალგაზრდა პოეტი და არამარტო პოეტი; შარშან ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან და gamosca pirveli krebuli თბილისში წელს ("გამarჯობა მძინარე ხალხს..!").ძალზედ დამაინტერესა, ვფიkrობ უზომოდ ნიჭიერია და საინტერესო ხედვა აქვს. აუდიო ჩანაწერებიც მომასმენინეს მისი ლექსების და აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი და მოვალედ ჩავთვალე თავი, თქვენთვისაც გამეზიარებია ეს ინფორმაცია ....
ამ ლიკნზე შედით, მისი აუდიო ლეკსებიც არის და კიდე მრავალი რამ..
www.myspace.com/giomikaberidzeრამოდენომე ლექსს აქაც მოგართმევთ ბატონო, თუ დაგაინტერესებთ
კრებულის პირველ gვერდზე ასე წერს :
"აქ ვერ იხილავთ უბრალო სიტყვას ან თუ გინდ ლექსს,
თქვენთვის გავმართავ me cხოვრებასთან ვერბალურ სექსს"

----------------------------------------------------
* * *
ლამაზი ნაკრძალი
წარმტაცი ფონი,
ამაყად მოსიარულე მასში ბრბო,
- რა არის ნეტა?
სახელად ჰქვია მას - "სამშობლო"!
2007
G.M.
[
COLOR=blue]
* * *უდაბნო გაქრა ჩემში უკვალოდ
გაუვალი მაქვს სულის ფერდობი,
მე ხომ არსება მინდა უბრალოდ
და ცხოვრებაზე ჩუმად ვერთობი.
G.M.
მონოტონიკი დამიკაკუნე ჭერზე - ცას გაგიღებ
და ჩამყლაპე როგორც უდაბნოში ნერწყვი,
მე სიკვდილისაც მწამს
და მასზე ჯადოსნურ ზღაპრებს გეტყვი...
-იცი?
მეღიმება, მაგრამ არა სიხარულისგან,
ცრემლს ვაგროვებ რათა გავხსნა სამრეცხაო - "mind wash",
ეჰ, ჩვენი ჩაძირული ატლანტიდა,
ბინადარი მისი თვლიდა - "დრო გაჩერდაო".
პეპლებიან გულს ვადა უხმოდ გასდის,
დაკოდილ ანგელოზებს ჯვრებს უმზადებენ,
დღეს სიყვარულს ჰამბურგერის სუნი ასდის
და ამ გლობუსს ბირთულ თერაპიას კვლავ უტარებენ...
(გიორგი მიქაბერიძე)
წითელი მთვარე აღმოსავლეთის წითელი მთვარე ვეღარ ვიხილე
და დამიგლიჯა კანი მტვერმა, გამონაბოლქვმა,
ნაოჭთა ნაპრალს ქმნიდნენ სრუტენი განსვენებისთვის
როგორც ნახირში გაცვლილი ჩვენი შთამომავლობა
საფლავზე ისევ ჩუმად იდო მშვიდი ყვავილი
სულში კი ისევ დღემდე ბრძოლის ნატყვიარია
მარტის ნათლულიც მე აღმოვჩნდი და აქ დავმიწდი,
და ისევ ბნელე სნეულ სოფელში... და ისევ ბნელა;
ჩემს თავისუფალ, მართალ სიტყვას ისევ ბრბო არყევს
და ვიღაც ისევ მართალ სიცრუეს ზემოდან ასხავს,
ძალით ათრევენ ისევ ბნელ სულებს ღმერთის წიაღში
შენ ანთებინებ ანტიკურ ჭაღებს - სიძულვილს გამძღარს,
ვაი და სიკვდილიც თუ იქნება შეუძლებელი
და ჯოჯოხეთსაც ამყოფებთ მყარად,
ერთჯერად შობას შესთავაზებთ ფასიან სხეულს,
ზეცის ექსპრესი ვეღარ გაუძლებს მონაზვნებს მარად.
ამ სამყაროში არ არის ის რისი ხილვაც ჩვენ გვსურდა,
ახალშობილ მზეს მე ჩავსახავ... ვიწყებ ნათებას,
დღესაც სიკვდილი უხმობს პოეტებს განკუთვნილ სხვენზე
ზღვაში შუქურის მე დღეიდან ვიწყებ დანთებას...
მშვიდობის ნიშნად, აღარ წაგყვები ინსტიკტურ ომში
მე ჩემით წავალ კოჭლობით მზისკენ...
სიმართლის ნიშნად, მე კვლავ ავირჩევ თავისუფალ სვლას
მე ჩემით წავალ... მე ჩემით წვალ...
შენ მოდი ჩემსკენ...
(გიორგი მიქაბერიძე)
წყნარი ოკეანე “წმინდა მონიკას” ქანდაკებასთან
ნაპირებს მიღმა,
ვერტიკალურ ზღვარს
მე ვაყოლებდი ფიქრის ნაბიჯებს
გაყინულ სითბოს,
და წყნარი ტალღა ოკეანესი
დაძაბულ სხეულს სინაზეს გვრიდა...
მარტო ხარ, ჩემთან...
წყალწყალა პორტრეტს
შენსას,
ვატანდი ჩენს თავს
ჩემს რითმებს...
მარტო ვარ, შენთან....
ბნელ პაემენზე ჩვენს შორის მდგარი
მეთევზე - ბადით გპარავდა წვეთებს
და თავშესაფარს გთხოვდნენ ზუთხები...
არავინ გვისმენს,
მოდი დამახრჩე, ჩამძირე ისევ,
როგორც ჩვევია შენს ღრმა სიყვარულს,
პოსეიდონსაც წაართვი სიტყვა
და თოლიები მას მისტირიან
ფსკერზე დამარხულს...
“წმინდა მონიკას” ქანდაკებასთან
ნაპირებს მიღმა,
ვერტიკალურ ზღვარს
მე ვაყოლებდი ფიქრის ნაბიჯებს:
გთხოვ, გადაეცი მოკითხვა ჩემგან
მდუმარე შავ ზღვას
და მის ნაპირებს...
(გიორგი მიქაბერიძე)
Try to clean up your mind with freedom....
ნუ გეშინია სიკვდილის - გეშინოდეს შიშის...(გ.მ)