ზნაჩიტ
ჩემი ფავორიტი ტანამედროვე ქართულ პოეზიაში
შალვა ბაკურაძე
აგე შეგილძლიათ მისი ლექსებისს ნახვაც
http://literatura.lit.ge/html/index.php?author=9283http://literatura.lit.ge/html/index.php?page=14&author=5382 {უძლეველითა ძა...}
დადგება დღე და სიყვარული ვეღარ მოკვდება.
ვეღარც ბალახი გაიხარებს, ვეღარ იწვიმებს
წვიმა, მდინარე აორთქლდება, ქარი ხსოვნიდან
ამოიშლება. გამიქრება ის რაც მყოფნიდა
სიყვარულისთვის, წაერთმევა მიწას სიმძიმე.
დადგება დღე და სიყვარული ვეღარ მოკვდება.
ჩაქრება ღამე, დაღამდება ძილი, აქა იქ
ნასიზმრალივით მიმოფანტულ ფრაზებს, საუბრებს
წამი გააქრობს - ესე იტყვის: “აჰა, მოფრინდა
სიცარიელე, ღრუბლისხელა ანგელოზივით.
ის გადაუფრენს
ქალაქს
და ქუჩებს აღარყოფნის ეჭვით მოსილავს”
დადგება დღე და სიყვარული ვეღარ მოკვდება.
მანქანები და საათები გაქრწყლდებიან,
მოხუცს არავინ გააღვიძებს და ცოლს გზის მხარეს
თავს ვეღარასდროს შეუბრუნებს ქმარი ხანმოკლე,
მტერი გულს აღარ ჩამოიკბეჩს, შვილი არ მოკლავს,
მშობელი არ ცემს, მეგობარი არ გაიხარებს
დადგება დღე და სიყვარული ვეღარ მოკვდება.
დაჭკნება სიტყვა - ფიქრს შეიშრობს - სასულემდეც კი
ვერ ამოაღწევს და ტუჩებზე ლოცვის ნარჩენებს
აღარვინ მოწმენდს, შორ ზვირთცემას არ გაუთენებს.
ზღვას გვალვიანი ცა შეიწოვს, ცა თვალუწვდენელ
ხნულს ემსგავსება და ვარსკვლავებს აღმოაცენებს
დადგება დღე და სიყვარული ვეღარ მოკვდება
{ზღვისა ღელვათა}
2008.
ჩემი ხანმოკლე ლოცვებიდან, იცი, ერთერთი
ლოცვა შენია, შენ გეკუთვნის. ქუჩის ორივე
მხარეს ქვიშაა, თან ჯერ ქუჩის მეთორმეტედიც
არ გაგვივლია, არც ვაპირებთ. ვსხდევართ მორიგი
ფრთამოტეხილი მტრედისა და უდაზუთხულეს
წინადადების მოლოდინში. ქარი ჩვენიდან
ქვიშისკენ სუნთქვით იკარგება, მაგრამ უტყუარ
იმედს გვიტოვებს – რჩეულნი ვართ. ის ვინც გვდევნიდა
თვალდახუჭული დააბიჯებს თავის საყვარელ
ნაქალაქარში, სადაც ვერცერთ სიხარულს ზღვამდე
ვერ გაიგრძელებ, თვალს ვერავის ვერ შეაფარებ
და კლდესაც ალბათ ვეღარავინ გაგიმხელს: რამდენ
თევზად იყიდა მამაჩვენი? ირგვლივ ქვიშაა,
ჩრდილს მეგზურივით ვერ გაყვები, ცაზე ღრუბლებად
არ გადაიფრენს ის ოჯახი ვინაც გიშვილა
და ჰორიზონტზე მირაჟიც კი არ შეგუბდება.
არც სახლებია, არც ქოხები, მაგრამ უკეთ თუ
დააკვირდები, წარმოიდგენ, რომ ვერასოდეს
გაგახსენდება, ის რაც ხსოვნას გსურს შეუკვეთო,
რაც ყველა წესით და სიცოცხლით უნდა გახსოვდეს.
არაფერია. არვინაა რწმენის უღლებით
რომ გადაგღალოს, რომ შენს ნაცვლად წყურვილს ამბობდეს...
აქ სულერთია საკუთარ თავს რას მოუყვები
უკაცურ ქუჩას თუ სიზმრების მშრალ კალაპოტებს.
აქ სულერთია მერამდენე გულით ამოკრეფ
სიცარიელეს – უერთგულე, როგორც გენებოს,
მე შენთან ერთად ყოფნას ვირქმევ. ჩემი ხანმოკლე,
თითქმის უსიტყვო სიმღერები, გადარჩენები....