"ხაზარულ სიტყვისკონას" მიქებდნენ და ჩაფიქრებული მქონდა, ჯერ ეგ მეყიდა, მაგრამ ფესტივალზე ქალბატონმა, არა გვაქვს გამოცემულიო. ჰმ.
ამიტომ სატესტოდ "ქარის შიგნითა მხარე" ავიღე. დღეს დავამთავრე. ვინც ხელში წიგნით დამინახა, ყველას ეგონა თხა და გიგოსავით ვიჯექი ორმაგი ყდის გამო

მომეწონა ფანტაზია. სიმბოლოები... სიუჟეტი მთლიანობაში, ასე ვთქვათ, აბსურდულია. უფრო ცალკეული აბზაცებშია მეტი აზრი.
მგონია, რომ კიდევ ბევრი რამ იმალება ამ წიგნში, რასაც პავიჩის სხვა ნაწარმოებების გარეშე ვერ ამოვხსნი. ასე რომმმ.... მე დამაინტერესა და მალე შევუდგები გამოცანების შემდეგ ულუფას.