'ახალ თარგმანებში' ბაირონის თარგმანი ვნახე და მომეწონა

საკმაოდ ბუნებრივია,რაც ბაირონის თარგმნისას იშვიათია(მგონი).
ბოლომდე ვერ ავკრეფ,ძალიან დიდია და თან მეძინება

გემშვიდობები
გემშვიდობები,თუ სამუდამოდ,
მაშ,სამუდამოდ მშვიდობა შენდა,
თუმცა გემდურის,თუმც შენთან დაობს,
გული სიძულვილს მაინც ვერ ბედავს.
მე ამ გულს ახლა შენ გადაგიშლი,
ხშირად უშფოთველ ძილში წასული,
მასზე აფენდი დალალებს გიშრის,
აწ მშვიდი ძილი გახდა წარსული.
შენც გადაავლე მის ფეთქვას თვალი,
შეხედე დაღლილს,ღამენათენებს
და მიხვდი,რომ აღარ იყავ მართალი
ასე უღმერთოდ როცა გათელე.
თუმცა ქვეყანა ამისთვის გაქებს,
თუმც გიწონებენ,რომ მე გამწირე,
გთხოვ,ნუ მიიღებ მხიარულ სახეს,
შენს თვალებს ქება ნუ გაააბრწყინებს...
(გაგრძელება იქნება

)
Chevаliers de la table ronde, goûtons voir si le vin est bon. Goûtons voir, oui oui oui, goûtons voir, non non non, goûtons voir si le vin est bon ! ;)