ჩემ ახალ სამსახურს ორი დიდი პლიუსი აქვს. ერთი ყავას მიკეთებს ჩემი თანაშემწე დღეში სამჯერ და მეორე და ალბათ მთავარი პლიუსი ის არის,რომ წიგნებზე მიმიწვდება ხელი და სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე, დღეში შემიძლია ძალიან ბევრი ვიკითხო. მინუსიც ორი- ადრე უფრო უკეთესი ანაზღაურება მქონდა და მეორე მინუსი ის არის გახლავთ რომ, არავინ არის ისეთი, ვისთანაც ლიტერატურაზე ვისაუბრებ.
დღეს ფრიშის წაკითხვას მოვრჩი თუ არა, იქვე მოვკარი თვალი მექანიკურ ფორთოხალს და ხელმეორედ წავიკითხე. თავის დროზე 14 წლის ვიყავი რომ გავეცანი ამ წიგნს და ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სხვათა შორის, იმ იშვიათი ადამიანების რიცხვს მივეკთნები ფილმი რომ არ აქვს ნანახი. ერთი ამ დღეებში ფილმსაც ჩავუჯდები.
მოკლედ, იგვე ემოციები მოიტანა როგორც მაშინ. უდიდესი წიგნია. 2 საათში წავიკითხე და აი მართლა ლიტერატურა-ეს არის! რა კარგი იქნება ყველა დიდი წიგნი არ აღემატებოდეს 300გვერდს და ასე მარტივად იკითხებოდეს
ხოდა,როგორც თავში აღვნიშნე არავინ მყავს ისეთი ვისთანაც ლიტერატურაზე ვისაუბრებ სამსახურში და ამიტომ-ეს განყოფილება განსაკუთრებით შემიყვარდა.
მართალია ჩამკვდარი განყია,მაგრამ წარსულის წყალობით ისევ შეუძლია გესაუბროს.
დიდი მადლობა თითეულ იუზერს,რომლებიც თავის დროზე აქ მოღვაწეობდენ. ლიტერატურა და თქვენ რომ არა, ამ სამსახურში მე გამჩერებელი არ ვიყავი <3
პ.ს ყველა დროის 50 საუკეთესო წიგნში შესაყვანი წიგნია.
ჰა, ვშვებით რამეს?! ბრატკებო
This post has been edited by MAKIAVELI_ on 8 Jul 2020, 19:00