დღეს დავიწყე ტრამალის მგელი..
სააააააად ვიყავი აქამდე.. ოციკა მეუბნებოდა წაიკითხეო და სულ ვდბდი.. 50გვერდამდე ვარ საშუალოდ და ჰარი ჰალერი შემიყვარდა

ჩემთვის იდეალური მამაკაცია.. ზუსტად ისეთი როგორიც მე მომწონს.. იმდენად ჩემნაირი გარკვეულ საკითხებში ყბა ჩამომივარდა..
მისი მიდგომა რარაც საკითხებისადმი ჩემის ანალოგიურია, მეგობარმა ფსიქოლოგმა კი ეგ გარდატეხის ასაკის ბრალიაო და ნახევრად არც მომისმინა

თუმრე ჰარიც ესეა
ის მომეწონა..
'ის ვინც მიჩვეულია გონების ვარჯიშს და აზროვნებაში ხედავს ცხოვრების არსსა და დანიშნულებას,შესაძლოა, ერთხელ ფონსაც გავიდეს,მაგრამ საბოლოოდ მაინც დასახრჩობადაა განწირული,რადგან ხმელეთს წყლის სტიქიონი ანაცვლა."
"ადამიანთა უმრავლესობას არ სურს წყალში შესვლა სანამ ცურვას არ ისწავლის"="ადამიანებს აზროვნებითაც არ სურთ თავის შეწუხება"
"იგი ერთი იმათგანია ვისაც წილად ხვდა პირად ტანჯვად,ჯოჯოხეთად შეეგრძნო ადამიანის მოდგმის მთელი უნიათობა"
"ადამიანს ცხოვრებაში ხშირად აქვს სულიერი კვდომის,გამოფიტვისა და სასოწარკვეთის შავბნელი დღეები (TELL ME ABOUT IT

) ,როცა აქციონერული საზოგადოებებისგან იავარქმნილ და წვენგამოცლილ მიწაზე ადამიანთა მოდგმა და ეგრეთ წოდებული კულტურა გულს გირევს (თან მუცელში რაღაცნაირ მწარე გემოს გიტოვებს

) თავისი ყალბი,იაფფასიანი და მოჩვენებითი ბრჭყვიალით, ბოლოს კი ეს ყველაფერი ერთმანეთს გადაეჭდობა და უიმედობის მწვერვალს ჩვენს სნეულ სულში აღწევს,".
"კმაყოფილება მაგიჟებს და ამომდის ყელში"-გამარჯობა

საკმარისია სულ ცოტა ხანს ვიცხოვრო სიხარულისა და ტკივილის გარეშე,შევისუნტქო,ეგრეთ წოდებული ბედნიერი დღეების დახუთული ჰაერი,რომ ჩემი ბალღური სული კვლავ აივსება უიმედო სევდით"
"საშინლად მაბრაზებს ეს უნიათო,წვრილმანი,გამოწონილი,სტერილური ცხოვრება და დაუოკებელი სურვილი მიჩნდება დავანგრიო...........ჩავიდინო საშინელი სისულელე,ნიღბები ჩამოვგლიჯო ცაში აყვანილ კერპებს.. " ეს პარაგრაფი მთლიანად მაგარია..
"არ შემიძლია გავიზიარო ის სიხარული,რისკენაც ათასობით ადამიანი ილტვის და ისწრაფვის"..
ხო და მართლა.. მეუბნებოდნენ რთული ენით წერსო, აბა რთული?

იმდენად სასიამოვნოდ იკითხება, ისე სწორად და კარგად მიდის თხრობა, იმდენად სასიამოვნოდ გადადის ერთი ნაწილიდან მეორეზე.. ისეთი სეგრძნება მაქვს რომ უკვე წაკითხული მაქვს და ვიცი კონკრეტული წინადადების თუ ქმედების მერე როგორ გრძნობს თავს და რის მოყოლას დაიწყებს.. თუმცა არ ვიცი, იმედია ასე სასიამოვნოდ გაგრძელდება თხრობა..
This post has been edited by Sofilicious on 11 Jul 2010, 16:21