რომ იტყვი ადამიანი, ესა და ეს ნაწარმოები ორიგინალში უნდა წაიკითხოო _
მესმის თქვა სერვანტესზე, შექსპირზე, მდიდარი ტერმინოლოგიის მქონე ლიტერატურაზე (და არა სლენგზე),
სიტყვათხმოვანების და ამა თუ იმ ენაში ჟღერადობის უკეთ აღსაქმელად გამოყენებული ლიტერატურის ხერხების გამო.
ან ისეთ შემთხვევებში, როცა მწერალი ერთ სიტყვასაც კი იმხელა ძალას ანიჭებს, რომელიც ნაწარმოების გასაღებია.
რა საჭიროა სხლავდა ფრანგულს საიმისოდ, რომ წარმოიდგინო ბალზაკის მიერ დახასიათებული მე18 საუკუნის მაღალი საზოგადოების გარყვნილება,
ან ჰაერში არტიალებდე დოსტოევსკისეულ რუსულს, რათა მის სიღრმეს ვითომ 98%იც ჩაწვდე (მაშინ როცა 40%იც აღგაფრთოვანებს) და ა.შ..
მაგრამ სლენგების და Fააქ, შიტ, დემნ, ტრაკი, დღლე და ათასი უაზრობის გამო რო ამბობ ადამაინი ორგინალში უნდა წაიკითხო ეგო,
და იმის გაფიქრებაზე რო გაორგაზმებს, როგორ გამოთქვამდა ამა თუ იმ ტერმინს ვთქვათ ედვარდ ნორტონის რასისტი გმირი რომელიმე ფილმში
ან ევან მაკგრეგორის რომელიმე შიზოიდურ-ნარკოიდული ტიპაჟი ფსევდოტრაგიკურ ირლანდიურ უაზრო კომედიაში,
პროსტა იქ რა ლიტერატურაზეა ლაპარაკი...

და ვინა მყავს ახლა სელინჯერი ისეთი, რო ქართულად ვერ/არ წაიკითხო,
და მით უფრო აზრი ან მით უფრო მუღამი ვერ დაატანო...
კიდე ის რო იციან ხოლმე, ფილმს ორიგინალში უნდა უყუროო, მაქსიმუმ სუბტიტრებითო

მოდილიანსაც მისი ცოლის, ხოლო მონალიზას _ ლეონარდოს ნაოჭიანი თვალებით ხო არ ვუყუროთ?
ფეხბურთის მატჩებზე ბუცებით ხო არ ვიაროთ ან აქაც ბერეტებით და კაშნეებით ხო არ ვპოსტოთ?
21_ე საუკუნის დედაც...
This post has been edited by SCO on 30 Apr 2012, 22:22