anthroაუ არ ვიცი, ზოგი ამბობს ფსიქიატრიულში მოხვდა ბოლოსო.
ფილტვების ანთება კი არა, ტუბერკულიოზი ქონდა როგორც თავად ამბობს.
ოპააა, ახალი ფილმი ჰოლდენზე გაფანატებულ ტიპზე

- "ჰოლდენის კვალდაკვალ"
რუსულადაც გდია სადღაც, ინგლისურად იუთუბზეც ყრია
* * *
ახალი ცნობები ჰოლდენ კოლფილდზე:
მოკლედ, სელინჯერმა საკმაოდ ბევრი იწვალა, სანამ "თამაში ჭვავის ყანაში" საბოლოოდ ვრცელ მოთხრობად ჩამოაყალიბა და 1951 წელს მკითხველისთვის გამოამზეურა. მანამდე არაერთი პატარა მოთხრობა დაუწერია, სადაც ჰოლდენ კოლფილდი და მისი ოჯახის სხვა წევრები ჩნდებიან. ზოგი მოთხრობა დაიბეჭდა კიდეც, ზოგი როგორც ვიცი არც კი გამოცემულა.
"I'm Crazy" - დაიბეჭდა 1945 წელს. მოთხრობაში ჰოლდენის მიერ აღწერილი ისტორია საკმაოდ გავს "თამაში ჭვავის ყანაში" მოყოლილ ამბებს, მაგრამ უფრო მოკლეა. ამბის მოყოლა იწყება მატჩიდან, როცა ჰოლდენი სკოლიდან წასვლას აპირებს და თამაშს გორაკიდან ადევნებს თვალყურს. კოლფილდების ოჯახში პირველად და უკანასკნელად აქ ჩნდება მისი მეორე და, სახელად ვიოლა. ამ მოთხრობაში "თამაში ჭვავის ყანაში"-სგან განსხვავებით ჰოლდენი საბოლოოდ სახლში ბრუნდება.
"Last Day of the Last Furlough" - მოთხრობაში საუბარია მეორე მსოფლიო ომზე, საიდანაც ჰოლდენის უფროსი ძმა, ვინსენტი (D.B) ბრუნდება. ვინსენტი ამბობს, რომ ჰოლდენი ომში დაკარგულთა სიაში გამოცხადდა.
"The Last and Best of the Peter Pans" - მოთხრობა ძირითადად ჰოლდენის დედას და უფროს ძმას, ვინსენტს (D.B) ეხება. ამბავი ჰოლდენის ძმის, ალის დაღუპვის შემდეგ ვითარდება. ვინსენტს ჯარში გაწვევის წერილი მოსდის, დედამისი კი უმალავს მას და შვილის ამბავს განიცდის. ამ მოთხრობაში ვინსენტი საუბრობს იდეაზე, რომ უსუსური ბავშვები თითქოს კდლის პირას დაცოცავენ, საიდანაც ნებისმიერ დროს შეიძლება გადაცვივდნენ. შემდეგში სელინჯერი ამავეს ჰოლდენს ათქმევინებს - "თვალწინ მიდგას, როგორ თამაშობენ პატარა ბავშვები დიდ ველზე, ჭვავის ყანაში, ათასობით ბავშვია და თან არავინ ახლავს ჩემს მეტი. მე კიდევ საშინელი ციცაბო კლდის პირას ვდგავარ და რას ვაკეთებ - ბავშვებს ვიჭერ ჭვავის ყანაში. ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ მე ეს მინდა, სხვა არაფერი."
"The Ocean Full of Bowling Balls"- მოთხრობაში საუბარია ჰოლდენის გარდაცვლილ ძმაზე, ალიზე და ვინსენტზე (D.B). ალი აქაც ბეისბოლის მოთამაშეა. აქვს ხელთათმანი, სადაც ლექსები უწერია. მოქმედება კოლფილდების საზაფხულო სახლში ვითარედაბა. ალის ყავს მეგობარი გოგონა, სახელად ელენი, რომელიც ჭადრაკის ქვებს ჯეინივით აწყობს დაფაზე. მოთხრობის მიხედვით, ერთ საღამოს ვინსენტი და ალი სანაპიროზე მიდიან. ალი შედის საბანაოდ, მას ტალღა ეჯახება და გონებას კარგავს. ვინსენტს მისი უგონო სხეული ამოაქვს წყლიდან. ამ დროს ჰოლდენი ბანაკიდან ბრუნდება. ვინსენტი მასთან ძმის უმწეო, უგონო სხეულით მიდის. მოგვიანებით იმავე ღამეს ალი კვდება. აქვე გავიხსენებ ნაწყვეტს უკვე "თამაში ჭვავის ყანაში"-დან, სადაც ჰოლდენი გვიყვება, როგორ დაამსხვრია მინები გარაჟში, როცა მისი ძმა, ალი დაიღუპა.
ასევე არის მოთხრობა "ამ ჰამბურგერს მაიონეზი აკლია" (თუ სწორად ვთარგმნე", სადაც საუბარია რომ ჰოლდენი საომარი მოქმედებების დროს დაკარგულად გამოცხადდა. ანუ ჰოლდენი მიდის ომში და იკარგება. პ.ს. ჩემი გმირი ჰოლდენი.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გლასების საგაში ჩნდება გმირი, კურტის კოლფილდი. ის ისეთივე ინტელექტით გამოირჩევა, როგორც სიმორი. კურტისი საომარი მოქმედებების დროს კვდება წყნარ ოკეანეში (თუ სწორად გავიგე).
მოკლედ, სელინჯერმა ბევრი უტრიალა ჰოლდენს, ხან ომში წაიყვანა, ხან სახლში დააბრუნა, საბოლოოდ კი მგონი ყველაზე ლოგიკური დასასრული გამოუძებნა და თავისი ამბები საავადმყოფოდან დააწერინა. მგონი მართალია, ასეთი ტიპები ბოლოს ან საავადმყოფოში ხვდებიან, ან ფსიქიატრიულში. თუმცა მე თუ მკითხავთ, ომში დაკარგვაც არ იქნებოდა ურიგო დასასრული.
* * *
ასევე ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ, სელინჯერის გამოუქვეყნებელ ხელნაწერებს 2015-2020 წლებში უნდა ველოდეთ. თქვენი არ ვიცი და მე კი ველი
In September 2013 it was reported that, along with a series of other works by Salinger, the story would be published between 2015 and 2020.