ჰოო
ამათგან დონკიხოტს მივეცი ხმა
ახლა ჩამოვყვეთ

ოსტატი და მარგარიტა კარგი ნაწარმოებია, მამენტ ძალიან კარგი მაგრამ საუკეთესო ვერ. იდიოტი- დოსტოევსკი კარგა ხანი არ მქონდა წაკითხული, ახლახან წავიკითხე პირვალდ, სწორედ იდიოტი . სიმართლე გითხრათ დამგრუზა, და დოსტოევსკი მოშნად არ მომეწონა, ნაწარმოები ძალიან კარგია, მაგრამ არ მიყვარს ასეთი ამბები

კაცი რომელიც იცინის- ჰეჰ. ჰიუგოს ამაზე ბევრად მაგარი რამ აქვს დაწერილი ,,საბრალონი". ბავსვობაში ყველაზე მეტად მიყვარდა ეგ და ჰიუგო. ჟან ვალჟანი და მამა მირიელი კიდევ ახლაც ძალიან მიყვარს

კაცი რომელიც იცინის არ მომეწონა, რატომღაც.
წითელი და შავი- შორს სტენდალი და ბალზაკი ჩემგან
დონ კიხოტი- გენიალურია

ცალხელა კაცი რომ ასეთს დაწერს ორი ხელი რომ ჰქონოდა რას იზამდა
მარტოობის ასი წელიწადი- კარქი რამეა. მომწონს, ხშირად ვკითხულობ ხოლმე.
ომი და მშვიდობა არ წამიკითხავს
ვეფხისტყაოსანი- ფჰეეე
არც დანტეს ღვთაებრივი კომედია წამიკითხავს
დეფოს რობიზონ კრუზოს ამ სიაში მოხვედრა სასაცილოა
სონეტები- შექსპირი მაგარი ქაცი იყო. ძალიან მომწონს მისი ნაწარმოებები და პირველ რიგში მისი ენის გამო, ისეტი მეტაფორები აქვს ადგილზე დაგტოვებს. ლამაზი საკითხავია, სულ ეგაა.
ფაუსტი საწოლის გვერდით მიდევს და ჯერ ვერ გადავწყვიტე წაკითხვა . მეზარება
ჰოდა, ახლა ჩემს რჩეულებსაც მივუმატებ. ნუ ნიკიდან გამომდინარე საშინლად მიყვარს დოჩანაშვილის სამოსელი პირველი და მთლიანად მისი შემოქმედება, კიდევ ერთი გენიოსი გვყავს ქართველებს, ჭილაძე. ვისაც წაკითხული აქვს იმედია დამეთანხმება, და თუ არც რა

და ილფი და პეტროვი მიყვარს ძალიან, ოსტაპ ბენდერის სახე ლიტერატურაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბოლოს რაც წავიკითხე ხუან რულფოს პედრო პარამო მახსენდება, იფ, იფ. დიდი ხანი ვერ გამოვდიოდი შთაბეჭდილებებიდან. კიდევ ბევრს ვილაპარაკებდი ლიტერატურაზე მაგრამ ამ პოსტის წამკითხველი არ მეგულება არავინ და უფრო მეტი რომ დავწერო მინუსებში გადავალ.
წეველი