დააბრალა უნამუნოს

უბრალოდ ათეისტობა ბევრად მარტივია

ალბათ მე ვერ ჩავწვდი, მაგრამ ნამდვილად არ შემიმჩნევია რომ უნამუნო ამბობდეს ღმერთი არ არსებობსო...
აი...
პრობლემის გასაღებსაც მივადექით

"ბევრი ხარვეზი აღმოვაჩინე ჩემში"...
ესაა თავი და თავი

ძნელია იცხოვრო ისე, როგორც მაგალითად ქრისტიანული სარწმუნოება მოითხოვს...
დოგმებს არ ვგულისხმობ...
ძნელია ყველა ადამიანს სიყვარულით მიუდგე, შურმა არ გაგკრას გულში, მიმტევებელი იყო, ამ ცხოვრებას მარტო ისე შეხედო როგორც წუთისოფელს, უარი თქვა ამქვეყნიურ ნეტარებებზე, ფუფუნებაზე...
და ათეისტობა მარტივი გამოსავალია

ბევრი წიგნი წამიკითხავს, სადაც მწერალი ეჭვქვეშ აყენებს კათოლიკურ თუ მართლმადიდებლურ დოგმებს...
მაგრამ დოგმების უარყოფა არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი არ არსებობს... სახარება ზღაპარია და ა.შ...
This post has been edited by Frankens†ein on 24 Mar 2012, 17:24
Mens sana in corpore sano...