
ვაიმე ვაიმე..
ესეც ჩემი სამოსელი პირველი..
თავიდან რომ დავიწყე კითხვა ,არ მომეწონა..უფრო სწორად მომეწონა ,მაგრამ რა განწყობითაც წიგნი ხელში ავიღე ,იმ განწყობით ვეღარ გავაგრძელე კითხვა..დღეს დავამთავრე კითხვა და ზუსტად იმ განწყობაზე ვარ რა განწობითაც წიგნი ავიღე ხელში..ძალიან სავსე ვარ და თან თითქოს ცარიელიც..როცა ბოლოსკენ წავედი ,ყოველი მომდევნო ,გახუნებული,1990 წელს გამოცემული წიგნის ფურცელლის გადაშლისას გული მწყდებოდა..მაგრამ ახლა ჩემთვის დაიწყო ახალი რაღაც:მოგონებებით,შთაბეჭდილებებით ,სიყვარულით..ვხვდები რომ დომენიკო და ყველა დანარჩენი კაქტუსოვანი ადამიანი ჩემშია..წიგნი ”სამოსელი პირველი” სულ უნდა იკითხო..დაიწყებ-დაამთავრებ,დაიწყებ და ასე..
თავიდან ყველაზე მეტად მომხიბლა ,შემიყვარდა ლამაზი-ქალაქი..ლლამაზი..ვარდისფერი და მონაცრისფრო სახლები..ზამთრის,გაზაფხულის თამაშობანი..გიჟჳ უგო..ტულიო..ლეპოლდინო-ღამის დარაჯი,ღამის მატყუარა..”ღამის 12 საათია და ყველაფერი რიიგზეა....
თავის ნაფეხურს,იმ ფაფუკ თოვლში ღონივრად ჩაჭედილს,ოდნავ ნაცრისფერს,დაააცქერდა და რომ გაიმართა,მხრებიც გაშალა;ეულად დაავიჯებდა სილამაზეში და გაამაყდა.თავი გადასწია,სახეზე ათოვდა.მხნედ ,თამამად დაიარებოდა გათენებამდე,ყოველივე თეთრად გამჟღავნდა,და თითქოს ალაგ-ალაგ დაბზარული ბინდი.ლეპოლდინომ ფრანი მოისროლა,ხელები გაშალა,ღრმად შეისუნთქა ლაღი ჰაერი და თვალდახუჭულმა ,უცებ იყვირა:” აააგერ გათენდა და ..თოვლი მოვიდა!”
ედმონდო ,რომელიც სულ ამხანაგს ეძებს ..და ღირსეულად კვდება.. ანტონიო ვინსენტეთურთ,რომელიც იმის და მიხედვით საუბრობს ა იქცევა ,საყელო შებნეული აქვს თუ გახსნილი..
კაქტოსოვანი კაცი,გამოჩენილი სიკეთე,ალექსანდრო..
”მე გული მტკივა,თქვენ რომ შეგცქერით,ოო,ეს მწყინს თქვენი ყოველი უსგავსობა.მაგრამ მაინც მიყვარხართ,ეჰ,რა კარგი,რა შესანიშნავი გრძნობაა.რომ იცოდეთ მეც თქვენსავით ვიყავი ერთხანს,მხოლოდ ჩემიანები მიყვარდა.და მერე,ჩემთვის მოულოდნელად,სულში გამეფურჩქნა,უცნაური,სიყვარულის მცენარე-აბა,თუ მიხვდებით,როემელი?
-ყაყაჩო!
-არა,ჩქარა ჭკენბა.
-ენძელა!
-ნაზია ძალზე.
-გეორგინი!
-გაფოფრილია..
-ვარდი!!
-შაბლონურია..
-აბა რა ?!
-და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე-განაგრძო ალექსანდრომ-სიყვარულის კაქტუსი-ეკლიანი და ეკლებიანი,ოღონდ საოცრად ტკბილი იყო,მისი ყოველი ჩხვლეტა და ახლაც ,თქვენ რომ გიყურებთ ,ახლაც მჩხვლეტს.”
ალექსანდრო,გიჟად შერაცხული..
”-თქვენ,თქვენ,გიჟი არ ხართ?
-არა,გაგიჟდი?-გაეღიმა ალექსანდროს-არა,ზედმეტად დალაგებულები ხანდახან ასე გამოვიყურებით..”
(ალექსანდრო არის ის იდეალი ჩემთვის,რომელსაც ცოტათი ,სულ ცოტათი მაინც მინდა მივემსგავსო,მივუახლოვდე..)
დომენიკო..მაღალი,თხელი..მწავნეთვალება დომენიკო..
და ანა-მარია!
”ხეს ზურგით მიჰყრდნობოდა დომენიკო.გამვლელებს ათვალიერებდა;ბევრს უკვე იცნობა და ესალმებოდა-კაცებს მეგობრულად უწევდა ხელს,,ქალების ანახვაზე თავს დახრიდა და ყოჩაღად მიაბაკუნებდა ქუსლზე ქუსლს..დომენიკომ ვიღაცას გააყოლა მზერა,და ისისც რომ თვალს მოეფარა,მერეღა შეკრთა-არავინ ჩანდა...მაინც შემკრთალი მისჩერებოდა ქუჩის იმ კუთხეს,გააჟრჟოლა-ისე იცდიდა და ის გამოჩნდა-გრძელ თეთრ კაბაში ჩაცმული ქალი,გამართული მიდიოდა და მაინც ფრთხილად ოდნავ მომღიმარი,დაუფიქრებელი სახე ჰქონდა,თითქოს რაღაცისა ეშინოდა.ერთხანს გაოგნებული შესცქეროდა ამ უცანური სიამაყით დამფრთხალ ქალს,რაღაცნაირად უმწეო ცანდა ,ეს ნაზი ქალი,და მაინც უცხო,შორეული სიამაყით სავსე,რაღაც ეტკინა თითქოს დომენიკოს..
.....
დომენიკოს სხეულში კი უცნაური მჩხვლეტავი მცენარე იფურჩქნებოდა.ოჰო,კაქტუსი!
.....
ერთადერთხელ ხელისგულის დადება თავზე და ტუჩებში კი არა-თლილ შუბლზე კოცნა..ანდა,თვალებში დიდხანს ყურება ჭროლა გუგების,მხოლოდ თვალებში რომ ჩაეხედა...”
დომენიკო უცქერდა მის ”თხელ მაჯაზე სუსტად მფეთქავ,მკრთალ ცისფერ ძარღვს” და ”მაღალ ყელზე ჯიუტად მფეთქავ ცისფერ ძარღვს”
”დმენიკომ ანა-მარიასთან ჩაიჩოქა,ფეხებზე შემოხვლია ხელი,ლოყა მიადო მუხლებზე და დაიყვირა-ეს ქალი მიყვარს!
ანა-მარიამ მხარზე დაადო ხელი,წამოაყენა,თვალებში უყურა და გასუსულ მგზავრს დომენიკოს ლოყაზე აკოცა უცებ..
ურაბლოდ მოხდა.
.....
როგორ უყვარდა..შორიდან თუ მოჰკრავდა თვალს,მაშჳნვე შეეძლო მოჰფენოდა,შორიდანვე გადაესვა ხელი ა მისი სავალი გზაც ხელისგულებით გაესუფთავა-სიყვარულს გრძელი,რბილი ხელები ჰქონდა.”
ანა-მარია ორი გახდა..
”გაოცებული ,გახარებული ,შეშინებული,ახალ ,სულ სხვაგვარ ხმას უგდებდა ყურს-გულის ქვეშ ბავშვი უკაკუნებდა.”
და ანა-მარია”რომელსაც გულის ქვეშ ბავშვი უკაკუნებდა”,ყველასთვის ნერვების მომშლელი,მაგრამ მაინც უწყინარი უგოს ნამდვილი დანის(აი ,იმ უგოსი ,დომენიკოსი რომ ეშინოდა..)მსხვერპლი გახდა..
”როცა გაიქცა,ოღონდ ანა-მარიასკენ,და პირქვე ჩამხობილს რომ გადაწვდა და გულაღმა რომ გადმოატრიალა,ეს ყველაზე დიდი,დადუმებული სიმი გაშრა..
სულ სხვა იყო!
ანა-მარიას შორეული,მოთიბული სუნი მიწაში იწვა!
მარტოობოა უყვარს გლოვას...”
და კამორა..საზარელი.. ბნელი კამორა..დომენიკო იქაც ვიღაცას უყვარს..ისევ ლაქაც..კამორა,ქალაქი,სადაც პირდაპირ არავინ არაფერს ამბობს..სადაც არავინ არავის ენდობა,სადაც არავინ არის თავისუფალი და სადაც სიკვდილი,სისიხლი მეფობს..მაგრამ ისეთ ქალაქშიც კი როგორიც კამორაა,ყველამ იცის რომ ბავშვე უეკთესი არაფერია..დომენიკოს აქაც გამოუჩნდება მზურნველი...
ოთო-ექიმი..წყლიანი,ნაცრისფერი თვალებით.. და როცსა!დილის ქალი,რომელმაც დომენიკოს 4 დრაკჰანი და ბოლო 40 გროშიც დაუტოვა,დაუტოვა სიყვარულისთვის..
ყოველთვის მქონდა ჩემი ოცნების ქალაქი..ყოველთვის წარმომედგინა როგორი იქნებოდა ის ქალაქი,სადაც მე და არა მარტო მე,ყველა ბედნიერი იქნებოდა...მაგრამ ეს ჩემი ქალაქი უსახელო იყო.. მაგრამ ახლა უკვე აქვს..მე მას კანუდოსი დავარქავი..
მეც მინდა მქონდეს ”მზის გულზე გაშილილი თიხის თეთრი ქალაქი,”...მეც მინდა ისეთი დიდი კანუდოსელები ,როგორებიც ზე,მანუელო,ჟოაო,სანტოსი და დონ დიეგო იყვნენ..მეც მინდა მქონდეს ისეთი ოთხი დღე,როგორიც დომენიკოს ჰქონდა,როცა უყვარდა ყველა..მეც მინდა ჩემში აღმოცენდეს ”სანუკვარი რამ,სულისმიერი უცხო ყვავილი-თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა!”..მეც მინდა კანუდოსი და კანუდოსში ..მეც მინდა ისე უყვარდე როგორც დომენიკოს -ანა-მარია,ზეს-მარიამი,მანუელოს-მანუელა..
მგონია რომ ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს,იმიტომ რომ ყველამ გაიგოს მიჩინიოს სიტყვები:”დ ე დ ა მ ი წ ა ს ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა ტ რ ი ა ლ ე ბ ს!”კარგად გავიაზროთ ”რომ ჩ ვ ე ნ ყ ვ ე ლ ა ნ ი,ს უ ლ ყ ვ ე ლ ა ნ ი,ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი, უ ხ ი ლ ა ვ ი ქ ს ე ლ ი თ ე რ თ მ ა ნ ე თ ზ ე გ ა დ ა მ ბ უ ლ ე ბ ი ვ ა რ თ ა რ ც ვ ი ც ი თ ი ს ე” და ისიც რომ ჩვენ ყველას გავდგას ჩვენ-ჩვენი სხვისი ძალა..”
მე მინდა , მთელი სამყარო იყოს კანუდოსი და მრავლად იყვნენ ალექსანდროები...
”სამოსელი პირველი” არის წიგნი,სიკეთესა და ბოროტებაზე,თავისფულებასა და მონობაზე,სიყვარულსა და სიძულვილზე..(ჩემთვის..)
მე მინდა ჩ ვ ე ნ ყ ვ ე ლ ა ვ ი ყ ო თ კ ა ქ ტ უ ს ო ვ ა ნ ი ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი...