zazabichiაჰა, დავშვერი და მოგიძებნე

ახლა იმედია დამაშვრალი რმ მოხვალ და ეკრანს მიაჩერდები, ისიამოვნებ მსფლიო პოეზიის ამ შედევრებით

))
ამ ტემაშია
http://forum.ge/?f=36&showtopic=33622383&st=480კანტატა
ბავშვები გამორბიან სხეულიდან,
ბავშვები გამორბიან საკუთარი
სხეულიდან
როგორც ხვეულიდან
და ისინი ვხდებით ჩვენ, რომლებიც
ადრე მიგვატოვეს სხეულებმა,
როგორც სკოლამდელი რვეულები
ბავშვობა გავიცადეთ და მე გავხდი უსაშველოდ დიიიიიიიიიიიდი
და ვგრძნობ, რომ თითქმის ჩემხელა ვხდები
და აი, თითქმის ჩემხელა გავხსი
და როცა თითქმის ჩემხელა გავხდი
და როცა მართლაც ჩემხელა გავხდი,
ყველა წყევლაზე საშინლად ავხდი.
და აი, როცა თითქმის შენხელა ხარ,
ჩემგან ნაბრძანები წვიმა წამოვა და
ჩემგან ნაბრძანები სხივი წამოვა და
ბავშვები გაგვიხდიან და მოგვისვრიან ბავშვობაში,
ბავშვები გაგვიხდიან და მიგვაახლოვებენ სივრცეებს,
რომლებიც გველოდნენ წვიმაში და
არ დაიზარეს, რადგან ჩემგან ებრძანათ.
ბავშვები გამორბიან სხეულიდან
და როგორ გვცივა, როცა სხეულიდან
გამორბიან ბავშვები და სხეულიდან
როცა გამორბიან სახლები და სხეულიდან
როცა გამორბიან.
ნუ ეფერები სიზმარჩახდილ ღამეებს და
ეროგენულ ზონებს ნუ ეძებ ვარსკვლავებში
და მითხარი, რომ ღამეა და ცივა და
მითხარი, რომ ღამეა და ცივა და
მიტხარი ჩემი თავი.
ეს არის
ეს არის სამყარო
სამყარო შუქია, ამ შუქის გავლით კი
ჩვენში აღწევენ და ჩვენშივე რჩებიან
ფესვები, რომლებიც საგნებში გავიდგით,
სიზმრები, როლმებიც ძილის წინ ვნებიან
სიზმრებზე ყვებიან,
ქალები, რომელთაც ოდესღაც დავშორდით,
კაცები, რომელთაც სირცხვილთან იომეს,
დარდები, ცრემლების მომლაშო ასორტით
უფალი, რომელიც გვაყვედრის სიამეს.
საკუთარ სურვილში ჩანხრჩვალი შახიდი,
სიზმრების გარდაქმნის უცვლელიმანია,
ახლა კი დრო კია, ზარმაც ღმერთს შეხედო,
მშვიდად რომ ჩაჰყურებს ღრუბლების მენიუს!
იმპერატივიზმი, როგორც ასეთი
ძილისა თუ სიცხადისა თუ სიმშვიდის ჟამს,
დასცინე სიკვდილს!
ჭამისა თუ ცოხნისა თუ მონელების ჟამს,
დასცინე სიკვდილს!
იფიქრე ღამეზე და ათას რომანტიკულ რამეზე და
დასცინე სიკვდილს!
საკუთარ კალთაში დაეშვი და მერე საკუთარი ტავი შვი და
დასცინე სიკვდილს!
სამოთხის კარი გაიღო და ღმერთმა მოწყალება გაიღო და
დასცინე სიკვდილს!
ჯოჯოხეთის ბჭეც გაიღო და ეშმამ მოწყალება გაიღო და
დასცინე სიკვდილს!
ნიცშე ხომ გენიალურია და ნიცშე უფრო გენიალურია და
დასცინე სიკვდილს!
საკუტარ სხეულზე ამხედრდი და მოუსავლეთში წახვედი და
შეხედე, გმირებიც წახვეტილან და
დასცინე სიკვდილს!
"ჯვარს ეცვი, თუ გინდა, საშველი
არ არის, არ არის" და
დასცინე სიკვდილს!
ორს პლუს ორი ყოველთვის ოთხია და
ათს მინუს ექვსიც ოთხია და
სამს პლუს ერთიც ოთხია და
დასცინე სიკვდილს!
ადამიანი ძაღლის მეგობარია და
დასცინე სიკვდილს!
პრეზიდენტი ადამიანის მეგობარია და
დასცინე სიკვდილს!
გავფრინდეთ, ჩვენს სხეულს გავასწროთ და
ჩვენს შიშველ სხეულებს გავასწროთ და
აწი, აღა მოვკვდეთ არასდროს და
მოდი, აღარ მოვკვდეთ არასდროს და
დავცინოთ სიკვდილს!
შენ შეგიძლია?
შენ შეგიძლია, ყოველ დილით წამოდგე არა
სიზმრაშემხმარი საწოლიდან, არამედ მხოლოდ
შენ ტავიდან, სხეულიდან, რომელსაც ფარავს
გაუხედნავი უძილობის უწყვეტი სოლო?
შენ შეგიძლია, უახლოეს გაჩერებაზე
რომ მიატოვო შენი თავი და შორს წახვიდე,
შემოისხურო შენი სიტყვა, როგორც ემბაზი
და გამოხვიდე სხეულიდან, როგორც სახლიდან?
შენ შეგიძლია? ალბათ, არა! მე... შემიძლია!
მიმართულება #13
"მიმართულება იცველბა, შენ გაღმა დარჩი. მე შენ გადაგლახე. და მაინც სასაცილოა ეს ყვეალფერი." (შენი მონაწერიდან)
ქუჩაბანდებიან, მისამართებიან
ტვინში სურვილები მისამარდებიან,
ვეღარ მიმიდიან ღვთის ამარტებიან
სახლში-სასახლეში ჩემი სურვილები.
ჩემი სურვილები სხვაგან მიმიდიან,
შენგან მოდიან და სხვაგან მიმიდიან,
უფრო ამინდიან, უფრო იმედიან
სახლში მიმიდიან.
დეფილე
მოდი, ჩავიცვათ ერთმანეთი უკანასკნელ მოდაზე,
გავიხადოთ ახალუხი, პერანგი და ბოტასი.
ჩავიცვათ ერთმანეთის კიდურები,
ტორსებზე გამოკიდულები.
ჩავიცვათ ერთმანეთის სურვილები_
სავსე ვნებებით და სევდებით,
ჩავიცვათ ერთმანეთის ცოდვები,
სანამ ცოდვებისგან ვსივდებით.
ჩავიცვათ ერთმანეთის ცრემლები,
სანამ ჩვენში ვართ და ვევლებით
ჩვენშივე აზელილ ჰორიზონტებს,
სანამ სივრცეების ზოლი მოგვდევს.
სანამ ჯებირები წამექცევა,
სანამ გაქცეული წამი გცივა,
მანამ ჩავიცვათ ერთმანეთი უკანასკნელ მოდაზე,
გავიხადოთ ახალუხი, პერანგი და ბოტასი.
მაცვია შენი ლიბიდო,
შენ_ჩემი სივრცე და ფალოსი,
ჩავიცვათ ერთურთი და გავიდეთ
ყოფის მოსაწყენ დეფილეზე.
..............................................
ხემ ჩაიცვა ჩიტები უკანასკნელ მოდაზე.
აჰა, ზღვა და ზღვას აცვია მედუზა.
ზღვას აცვია სკუმბრია და კალმახი.
მედუზა და სკუმბრია და კალმახი.
მე შენი სივრცე მაცვია
და შენი ცრემლი მახურავს,
სავსე ვარ, წვიმს და არ მცივა,
წვიმა ახელებს სახურავს.
........................................
მე აქ ვარ, ანუ: შენში ვარ და,
შორს ვარ სოფელთან და ხარ-გუთანთან,
მოდი, ჩავიცვათ ერთმანეთი,
სანამ გავიხდიდეთ საკუთარ თავს.
პაატა შამუგია. თბილისი
ამ ლექსს შესაძლოა, "დედალოსი" დაერქვას
ადამიანი არ არის მტვერი,
ის, შეიძლება, არის ატომი.
ადამიანებს გვჭირდება მტვერი,
რომ არასოდეს ვიყოთ მარტონი.
ვერ შევისწავლეთ ჩვენს თავში ცოცვა,
და ამიტომაც მტვერში ვიდებით.
ადამიანებს გვჭირდება კოცნა,
რომ საბოლოოდ ვიყოთ მშვიდები.
სიმაღლეებთან ყოველთვის ვკრთებით
და სათქმელ სიტყვას კანკალით ვარჩევთ:
ადამიანებს გვჭირდება ფრთები
იმისათვის, რომ მიწაზე დავრჩეთ.
რეფ-ლექსი
სიტყვა ვასვი მკითხველს და მითხრა:
სიტყვის ძალა მოგცესო ღმერთმა.
უზომო არის სიტყვის ძალა,
თანაც, როგორც ამბობენ, პირველადვე იყო სიტყვა
და სიტყვა (ასევე ამბობენ) იყო ღმერთთან
და იყო ღმერთი
და თანაც ის იყო თავდაპირველად ღმერთთან.
რა იქნებოდა ცხოვრება, რომ არა სიტყვა.
რა ეშველებოდა უიტმენს სიტყვის გარეშე.
უიტმენს რამე ეშველებოდა, მაგრამ რა ეშველებოდა
სამყაროს უიტმენის გარეშე?
სამყაროს რამე ეშველბოდა, მაგრამ
რა ეშველებოდა სიტყვას _
თავისი თავის გარეშე დარჩენილს?
სიტყვას რამე ეშველებოდა, მაგრამ
რა მეშველებოდა მე:
სიტყვის გარეშე ამდენ დუმილს ხომ ვერ შევძლებდი!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სიტყვა ვასვი მკითხველს და მანაც დამლოცა:
სიტყვის ძალა მოგცესო ღმერთმა.
დაე, მომეცეს სიტყვის ძალა
თანაც ისეთი,
რომ მეშვიდე სართულზე მყოფმა
დავწერო სიტყვა `გუბე~
და შარვლიდან წყლის შხეფები ჩამოვიბერტყო.
საგნების შუქი
ჰა და ჰა, დაიწყება დასასრული
და ჩვენც უსასრულოდ დავიწყებით,
არ დაგვიწყებენ საგნები რომლებიც
მივატოვეთ და რომლებმაც გადაიყარეს
სიმარტოვისა და დავიწყების მტვერი და ფერფლი.
წამოვლენ და დაიძირებიან ჩვენკენ სივრცეებუ
სივრცეები
სივრცეები, რომლებიც ჩამოვიხსენით
ვალებივით და რომლებიც ვერ გავიხსენეთ
ვერ გაგიხსენე შენ
ვისი მზერაც მიმართულებას უცვლის საგნებს
საგნებს
საგნებს
საგნებს და ფიქრებს
(როგორც მზნისწინი უცვლის ფუძეს მიმართულებას)
და ახლა კი ზმნისწინდახუჭულს და
თითქმის მიცვალებულს და
თითქმის ცოცხალს
გიმზერ და ვერ გხედავ
და ვსვამ მტკნარ წყალს და შეკითხვას.
მაინც
ყველა შენი ძმაა და
ყველა შენი დაა და
ქრისტე, ქრისტეფორე და
ვინმე ევა და ადამ
საოცარი ცაა და
საოცარი ცაა და
ყანა-ყანა მოდიხარ
ტაატ-ტაატ-ტაატით
სიყვარულით სავსე ხარ
სხვა რა გინდა პაატა?!
მათხოვარი
მზე გაახელს ფანჯრებს და
მდიდრული სახლის კარებს და
ქუჩაში ამაყად ჩაივლიან საკუთარ მკერდზე ამხედრებული ქალები
და ვერ შეამჩნევენ შენს დაღლილ სახეს
ქუჩაში ამაყად ჩაივლიან საკუთარ პორთფელებზე ამხედრებული სქელი კაცები
და ვერ შეამჩნევენ შენს დაღლილ სახეს
ქუჩაში ამაყად ჩაივლიან საკუთარ სქესზე ამხედრებული სტუდენტები
და ვერ შეამჩნევენ შენს დაღლილ სახეს
ქუჩაში ამაყად ჩაივლიან მობილურებზე ამხედრებული სნობები
და ვერ შეამჩნევენ შენს დაღლილ სახეს
მზე გაახელს ღარიბული სახლის ფანჯრებს და
მდიდრული სახლის კარებს და
მზე გაახელს კაცებს და
ქალებს და
მზე გაახელს ყველას და
შენც გაგახელს მზე.
ქუჩაში ამაყად ჩაივლიან საკუთარ იმიჯზე შემომსხდარი პოეტები,
რომლებიც იღლიებში ფრთებს მალავენ
და ვერ შეამჩნევენ შენს დაღლილ სახეს.
მაგრამ როდესაც დახუჭავს ფანჯრებს
ღამე და ღამე როცა ხრის ხის ტევრს,
შენ ნახავ ღამით, ნამდვილად ნახავ
საკუთარ ტანზე შემომჯდარ ქრისტეს
და ისიც ვერ შეამჩნევს შენს დაღლილ სახეს!
პაატა შამუგია
მიიჩქაროდნენ სადღაც
და მიერეკებოდნენ თავიანთ სხეულებს.
თურმე იშვიათობათა მუზეუმში
პატიოსნების გამოფენა
ეწყობოდა.
ცხვირი
პავლე ვერაფერს ხედავს ცხვირსიქით.
სავლე ვერაფერს ხედავს ცხვირსიქით.
და საერთოდაც, ადამიანი
ვერაფერს ხედავს თავის ცხვირსიქით.
პეტრეც და სავლეც, ბადრიც და პადრეც,
ვერავინ ხედავს თავის ცხვირსიქით.
ადამიანებს მოკლე გვაქვს მზერა
და ვეღარაფერს ვერ ვხედავთ, ვერა,
თუმცა მწყურვალი კი გვაქვს სურვილი,
რომ სივცეებით გავივსოთ მზერა,
მაგრამ მერწმუნე, ვერა და ვერა.
ვერა და ვერა.
პავლეც და სავლეც, ბადრიც და პადრეც,
გიჟიც და ბრძენიც, სუფთაც და მყრალიც,
კაციც და ქალიც, ფხიზელიც, მთვრალიც,
ევაც და თეკლეც, მეთხეც და მეკვლეც
ვერავინ ხედავს თავის ცხვირს იქით.
და საერთოდაც, ადამიანი
ვერაფერს ხედავს თავის ცხვირს იქით.
P.შ. ღმერთო, მომმადლე უვრცესი მზერა,
რომ შევძლო ხილვა ცხვირის გადაღმაც,
ან დამიგრძელე ეს ცხვირი ისე,
რომ სუყველაფრის შევძლო დანახვა.
იმედია საკმარისია

)))