narmonanaქართველ მამრ მწერლებს, რეჟისორებს და ასე შემდეგ, უყვარდათ ქართველი ქალის გაბანძება სექსუალური კუთხით და მისი დაპროგრამება და თვითშეფასების დაგდება კულტურის დონეზე

ქართველზე დაწერდნენ თავსაფრიან დედაკაცს, ოთარაანთ ქვრივს, დედაზე მოთხრობას, საწყალ ერთგულ ბებიაზე, რომელიც პაპას სიცოცხლის ბოლომდე ელოდა მეორე მსოფლიო ომიდან, მაგრამ სექსუალურად არ წარმოაჩენდნენ ქართველ ქალს, ნებისმიერი ეროვნების ქალს წარმოაჩენდნენ და ქართველს არა და ამას აკეთებდნენ გამიზნულად და სპეციალურად, რაღაცნაირი ჯიბრით და ბოღმით. "უბედურ რუსში" და კარბელაშვილის მოთხრობებში ჩანს მაგალითად ეს ძალიან კარგად.
პრინციპში, ეს დღემდე ასეა - ქართველი მამრი ცოფიანივით ხდება თუ ქართველი ქალი რაიმე ფორმით სექსუალურობას წარმოაჩენს. დღემდე ხდება კულტურის, წიგნების, პოეზიის, ფილმების დონეზე ქალის გაბანძება. არადა, დარწმუნებული ვარ მაგ ტიპის კაცები (ანუ ქართველი მამრების დიდი უმრავლესობა) თვითონ აკომპლექსებდნენ და აკომპლექსებენ ცოლებს თუ სხვა სტატუსის მქონე ქალებს თავის გვერდით, ან ზოგადად, ნებისმიერ ქალს, რომ მათში სექსუალურობის გამოვლენა ჩაეკლათ, თვითონ კლავდნენ სექსუალურობის მუხტს და იმიტომაც იყო ინანიშვილის ცოლი ის ტიპაჟი, რაც აღწერილი აქვს მაგ მოთხრობაში, იმენა, გასაზიზღრებული რომ ჰყავს.
ცოლი კი არა, თავისი თავი და თავისი კომპლექსები აქვს აღწერილი იგივე ამ ინანიშვილს თუნდაც მაგ მოთხრობაში. ზატო, "თებროში" წარმოაჩინა ქართველი მდედრის უკიდეგანო კდემამოსილება "ფაქიზად". ანუ როგორიც თვითონ უნდოდათ რომ ყოფილიყვნენ ქართველი ქალები, ისეთებს აღწერდნენ და მასის დონეზე აბანძებდნენ, აპროგრამებდნენ და აკომპლექსებდნენ.
ეგ კი არა, ქართველების სრული უმრავლესობა დღემდე ვერ იტანს უცხოელი მამრის დაწერილ "ალი და ნინოს" იმის გამო, რომ იქ უცხოელი მამრის სექსუალური ლტოლვის და სიყვარულის ობიექტი ქართველი ქალია. ქანდაკებასაც კი ვერ იტანენენ ბათუმში.
იშვიათი შემთხვევა იყვნენ კონსტანტინე გამსახურდია და მიხეილ ჯავახიშვილი, რომლებიც ამას პირიქით აკეთებდნენ და არ სჭირდათ ქართველი მამრისათვის დამახასიათებელი კომპლექსები. ამიტომაც მათ ნაწერებში სულ სხვა ქართველი ქალის ტიპია დახატული - სექსუალურის, ტემპერამენტიანის და ცოტა ბოზანდარასი, როგორიც არის რეალურად ქართველი მდედრი. დიდი მწერლები იყვნენ ისინი და ჯერ ერთი თვითონ ხედავდნენ ქართველ ქალს ასე, არ სჭირდათ ქალის მიმართ ბოღმები და არ სჭირდებოდათ მისი ბოღმით მართვა და მეორეც, იცოდნენ, რომ თუ გინდა ქალი და კაცი ერთად ბედნიერები იყვნენ, ქალი არ უნდა გააბანძო და არ დააკომპლექსო სექსუალურად და თუ გინდა, ერი არ გააბანძო, ქალი არ უნდა გააბანძო პირველ რიგში და თუ გინდა გააბანძო, მაშინ პირიქით, პირველ რიგში, იმ ერის ქალი უნდა გააბანძო, ზუსტადაც იმენა სექსუალური კუთხით.
This post has been edited by mareim-mia on 4 Sep 2018, 11:23