მეც ვფიქრობ, ხელახლა, წაკითხვას,
ზაფხულში მიყვარს სქელტანიანი წიგნების კითხვა.
განსაკუთრებით, მანს უხდება მშვიდ და აუღელვებელ გარემოში კითხვა.
მაგრამ, ახლა, რუსულად მინდა წაკითხვა,
https://www.ozon.ru/context/detail/id/5971918/ ამ გამოცემას ვეძებ და ჯერ ვერ მივაგენი.
დიდიხანია კი არ ვეძებ, მაგრამ შემთხვევითაც არსად შემხვედრია, რომ წამომეყოლა.
ქართული გამოცემები დიდად არ მომეწონა.
თარგმანი კი კარგია, მაგრამ ,,სულაკაურის" წიგნი, მოუხერხებლად ,,მსუქანია".
ქართულ წიგნის კოლექციონერთა სივრცეში კი აქვთ ერთი ამბავი გამართული ამ გამოცემაზე,
მაგრამ მე, მაინცდამაინც, ვერ აღვფრთოვანდი.
,,პალიტრას" გამოცემაზე, საერთოდ, არაფერს ვამბობ. მათი რედაქტორები, როგორც უნდათ ისე ჭრიან მსოფლიო კლასიკას.
თან რუსულ გამოცემებს მართლაც აქვთ ის პლუსი, რომ წინასიტყვაობები მოჰყვება.
მართალია, ამ წინასიტყვაობას, ყოველთვის, სულ ბოლოს ვკითხულობ,
რომ არ დავსპოილირდე, მაგრამ გეხმარება ბევრი დეტალის გარკვევაში.
წინაზე ეს გამოცემა გამოვიწერე, ახალი სერიაა, არ ჩანდა ცუდი:
https://www.ozon.ru/context/detail/id/140824435/ მაგრამ, მაინცდამაინც, ჩემზე დაუმთავრდათ სტამბაში
და ეს ჩამომიტანეს, ბოდიშის მოხდით:
https://www.ozon.ru/context/detail/id/6586497/