იავიცი, მაგ ნაწილაკებს ვერ დავუმუღამე, აი პლატფორმა კი იცოცხლე ჯანში წავიდა პირდაპირ
---
პლატფორმიდან
"სწორედ ამ დროს გარკვევით გავიგონე, რომ ვიღაცამ ფრანგულად თქვა: "ეს ქალი მკვდარია"...
ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირევლად გავიღვიძე მარტომ.
ბინაში შესვლისთანავე მივხვდი, რომ იქაურობის ატანა არ შემეძლო და ვერც ვერასდროს შევძლებდი. ჩემოდანი არ ამომილაგებია, ოთახები შემოვიარე და ვალერის ყველა სურათი მოვაგროვე რასაც კი მივაგენი. უმრავლესობა ბრეტანში, მშობლიურ სახლში, ბაღში თუ პლიაჟზე გადაეღო.. მათში რამდენიმე ეროტიკული ფოტოც ერია, რომელიც ამ ბინაში მე გადავუღე.
სიცოცხლის გაგრძელება მხოლოდ შურისძიების წყურვილის გამოც შეიძლება. ისლამმა ცხოვრება დამინგრია, ისლამის სიძულვილი ნამდვილად შემეძლო. როცა კი ვიგებდი, რომ ღაზას სექტორში პალესტინელი ტერორისტი, ბავშვი თუ ორსული ქალი ტყვიამ იმსხვერპლა, სიხარულით მაჟრჟოლებდა - ქვეყნად ხომ ერთი მუსლიმით ნაკლები დადიოდა. ჰო, შეიძლება ასეც იცხოვრო.
ექვსი თვე გავიდა და ისევ ამ ოთახში ვცხოვრობ.
ვალერი მენატრება. როცა ამ გვერდების წერას შევუდექი, თუ უნებურად იმას ვცდილობდი, რომ დანაკარგით გამოწვეული ტკივილი შემემსუბუქებინა ან უფრო ასატანი გამეხადა, ალბათ ბოლომდე დარწმუნებული ვარ: დავმარცხდი - ადრინდელზე მეტად ვიტანჯები იმის გამო, რომ ვალერი ჩემ გვერდით არ არის.
როცა სიყვარული მთავრდება, ცხოვრება რაღაცნაირად პირობითი და ნაძალადევი ხდება. ადამიანის იერსახესა და საქციელს ინარჩუნებ, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად.
გული, როგორც იტყვიან, სამუდამოდ მკვდარია"