ნუ თუ არ ღადაობს ძალიან ცოდოა მაშინ

ნიკიც შესაბამისი აქვს
მონოლოგი უდაბნოს ყვავილებზე
საოცრება წარსული, ეშაფოტზე ასული,
ჩქარი და მოქანცული სიკვდილს არ ვენანები.
ვარდისფერი ოცნება ქარზე შეიმოსება
და იწვევს გაოცებას შორეული ალები.
მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები
და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა.
როგორც ლურჯი პარიკებს, ღამე ფიქრებს არიგებს
და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან.
გადავყევი ამ მიზანს და ვედრებას ღამისას,
ო, უფალი დამიცავს კვირეების კეცაზე.
ნუგეშს რომ ვეზიარო, შენთან ვარჩევ სიარულს,
სული ერთვის სიხარულს როიალის კვნესაზე.
დავრჩი ბედის კუთხეში, ბრბო მიცქერის უხეში,
მოვა ქალის ნუგეში საიდუმლო ქნარებით.
მირაჟების კრებული არის გათეთრებული
და მე გაფითრებული შენსკენ მოვექანები.
მიპყრობს ავი ზმანება, თვალი ცრემლებს დანებდა,
ასე კვდება ზარებთან ყვავილების სერია.
ვხედავ უცხო დარბაზებს და სიბნელე მაბრაზებს,
რატომ მე არ მაფასებს თარსი პერიფერია.
მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები
და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა.
როგორც ლურჯი პარიკებს, ღამე ფიქრებს არიგებს
და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან.
* * *
"ძვირფასო მეგობარო! შავი წამები მიქრიან და მე ისევ ცოცხალი ვარ. ისევ ვოცნებობ და ვფიქრობ არ ყოფნაზე. დიდი ხანია, რაც ჩვენ არ გვინახავს ერთმანეთი. მაინც ჩვენი გულები ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას და მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები და ეს მარტოობა სიყვარულია და თან საშინელი. ეხლა მინდა მოფრინდეს ჩემთან თეთრი ანგელოზი და შენთან გავატანო წერილი. მე მგონი, ანგელოზები დაფრინავენ, როგორც მიწაზე, ისე იმ შორეულ ქვეყანაში, რომელსაც ეწოდება ზეცა. მე შემიძლია, მალი მოვშორდე მიწას და წავიდე ზეცისაკენ. ეს იქნება გარდაცვალება. ხანდახან ხელებს გავიშვერ იმ მიმართულებით, საითკენაც მინდა გაფრენა. რა ვქნა? სად არის ის დიდი ნუგეში რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს? მე დავიღალე გრძნობისაგან და ეხლა დროა გადავეშვა მარადისობის გარინდებულ უფსკრულში. მე ხომ არ შემიძლია ჩემი მწუხარე გულის დანახვა და ეს უფრო ამძაფრებს ჩემს ტრაგედიას.
ძვირფასო აკაკი! შენ თითქოს შორს ხარ ჩემგან და თან ამავე დროს ძლიერ ახლოს. ეს არის ის რაც მეგობრობას ყოველთვის თან სდევს. მე ვის მივმართო? რომელ ადამიანს? სად არის ჩემი ხსნა? სხვა ვინ არის? ისევ საკუთარ თავში ვიხედები და ვგრძობ ბედნიერებას. ვარ მე და არის ეს ძვირფასი ქვეყანა, ქვეყანა როგორც ბუნება და არა როგორც მექანიკა. მე ყოველთვის ვგრძობ მარადიულ და შორეულ სამყაროსთან ახლობელ კავშირს.
საიდან გაჩნდა ასეთი სევდა,
როდის ელავდა ჩემს წინ სანთელი?
იდგა საღამო და მე მომსდევდა
შავი ფიქრების კორიანტელი.
ეხლა მე ვარ მარტო, ერთ პატარა ოთახში და მესმის გიტარის ხმა და მღერის ჩემი მეზობელი ქალი. გიტარას აქვს თავისი მწუხარება და თავისი სევდიანი წარსული.
იყო შეცდომა და ვერ ვატყობდი
ძვირფასო ბედმა რა მოგვიტანა.
სადღაც სოფელში წევს ავადმყოფი
და ვიღაც ქალი უკრავს გიტარას.
მშვიდობით, მარადის შენი ტერენტი გრანელი."
წერილი აკაკი ანდრიაშვილისადმი