მეც ეგრე ვარ...
რამე წიგნი ძალიან თუ მომეწონა, მინიმუმ მეორედ აუცილებლად უნდა წავიკითხო...
"ქარავანიც" შევიყვანე მაგ სიაში...
რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად წავიკითხავ ხელმეორედ...
საერთოდ წიგნი ერთ "ჩაჯდომაზე" თუ წავიკითხე, ე.ი. კარგი წიგნია...
"ქარავანიც" ნაშუადღევს დავიწყე და შუაღამემდე ვკითხულობდი, სანამ არ მოვრჩი....
მართლა კარგია...
სხვაღაშორის "ანტონიო და დავითიც" არ ჩამოუვარდება რამით...
შეიძლება ზოგს უფრო მოეწონოს კიდეც...
დღეს დავიწყე სადღაც 9 საათზე და სანამ არ მოვრჩი არ ავმდგარვარ ლოგინიდან

თან არაა დიდი, დაახლოებით 2 სთ-ში წავიკითხე...
პ.ს. წინა გვერდებზე ვნახე ეხლა, ჟურნალ "გზაში" უნდა დაიბეჭდოსო და დამფლუდე რა ამ PM მომწერე როცა გამოვა

ჩვენთან იყვნენ სამსახურში ქარჩხაძის გამომცემლობიდან, ძირითადად საბავშვო-საყმაწვილო წიგნები ქონდათ, ქარჩხაძის მარტო "იუპიტერის სინანული", ქარავანი", "მდგმური" და "ანტონიო და დავითი"...
ეგენი კი შევიძინე და წავიკითხე, "მდგმური" დამრჩა ეხლა, მაგრამ ძალიან დამაინტერესა ამ მწერალმა და კიდევ მინდა წაკითხვა...
წიგნების მაღაზიებში იქნება ალბათ ხო?
This post has been edited by Frankens†ein on 1 May 2011, 17:21