
გთავაზობთ ნაწყვეტებს:
_ღმერთი მიტო გვწამს, რომ თვალით არ გვინახავს და არ ვიცით, რა არის, თვარა, ახლა რომ მაცხოვარი გამოგვეცხადოს - იდიდოს მისი სახელი - დაგამოგველაპარაკოს, გიჟია-თქვა ვიტყვით და ქე შევაქცევთ ზურგს...
_ქართველის პოლიტიკური განათლება ჯერჯერობით კეთილშობილი ყაჩაღის ნატვრას ვერ გასცდა, რა დროს სახელმწიფოებრიობაზეა ლაპრაკი!
_სხვათა შორის, მანქანა რომ სისხლით მუშაობდეს და არა ბენზინით, ამდენი სისხლი უქმად არ დაიღვრებოდა
-ღმერთო შენი მუხლ-კალტის ჭირიმე
-სინდისი იმას დაუტოვეთ, ვისაც ფული არა აქვს. ვისაც ფული აქვს, იმას ფულიც ყოფნის.
-აღსასრულის დღე რომ მოვიდა და ხელმწიფემ იგრძNო ამაღამ ვეღარ გავატანო, დედოფალს უთხრა: "შემინდე, ჩემო სიცოცხლევ, რაც რამე აქამომდე შეგცოდე, და პირობას გაძლევ, ამიერიდან, ვიდრე პირში სული მიდგას, შენი ერთგული ვიქნებიო.
-საქართველო პატარა ბავშვივითაა; თუ ჰკითხე: მამა უფრო გიყვარს თუ დედა? გიპასუხებს: დედა. ტუ ჰკითხე დედა უფრო გიყვარს თუ მამა? გიპასუხებს: მამა. მომინდომეს აქ არჩევნები!
-"ბოროტსა სძლია კეთილმან" აბსურდია. კეთილმა რომ ბოროტს სძლიოს, თვითონაც ბოროტი უნდა იყოს. -იქნებ მაინცდამაინც ნოკაუტს არ გულისხმობს!
-ცემა არ გინდა შვილო. აგინე ამომწურავად და გაუშვი.
-ადამიანების ერთ ნაწილს ჰგონია, რომ რაც მე ვიცი, სხვამ არ იცისო -ესენი არიან ოპტიმისტები, მეორე ნაწილს ჰგონია, რაც მე ვიცი, ყველამ იცისო. ესენი პესიმისტები არიან.
-შავგვრემანი ზანგი.
-რელიგიური ცდუნება.
-ქველმოქმედება მაღალი ანაზღაურებით.
-ადამიანი როგორც წესი ყველაზე ძნელად სიმართლეს იჯერებს.
-ასეა. ზოგს ნამუსი მისცა ღმერთმა, ზოგს ვიდეოკამერა.
-ყველა ვერ შევა ისტორიაში, გენაცვალე, სადაა ამდნი ადგილი!
-მომეცით ჩემი ჰექტარნახევარი. მე გავდივარ ბატონებო საქართველოს შემადგენლობიდან!
- კაცობრიობის მანქანას დრო მართAვს, მარა რად გინდა: მთვრალი უზის მაგ გაფუჭEბული საჭEს.
-მაგ რ ვიცი მაგრამ ის ვიცი რომ სიჩქარე ჩართული გვაქვს და ზადნით შEვდივართ შუასაუკუნეებში.
-საზოგადოება იმ პატიოსან კაცს ჰგავს, რომელიც პატიოსანია მხოლოდ პირველ მოშიებამდე.
-ადამიანი რომ მონა იყოს, აუცილებელი არ არის ბატონი ჰყავდეს.
-ხელი რომ გთხოვოთ? -რავა სპიჩკა იშოვე უკვე?