ჯემალ ქარჩხაძე [ 1936 - 1998 ]
ბიოგრაფია1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961-1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში, თოჯინების თეატრსა და კინოსტუდია "ქართულ ფილმში".
პირველი მოთხრობა - "აბზიანიძეების ოჯახი" 1962 წელს გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა მოთხრობების კრებული "სასწაული", "მეთერთმეტე მცნება", "დღე ერთი", "ანტონიო და დავითი", რომანები - "მდგმური", "ქარავანი", "ზებულონი", "განზომილება", მოთხრობები - "ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა", "იუპიტერის სინანული", "მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება".
ქარჩხაძის პროზა ერთის მხრივ მიჰყება თხრობის ტრადიციულ ეტიკეტს, მაგრამ მეორეს მხრივ, მკვეთრად ინდივიდუალური, განუმეორებელია. მწერლის სტილი არ არის სქემატური. ქარჩხაძის ნაწარმოებებს ზნეობრივი მაქსიმალიზმი და უკომპრომისობა ახასიათებს. მისი გმირები სიკეთის მადლით არიან გაჯერებულნი. 1999 წელს რომანისათვის "განზომილება" მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
ქარჩხაძის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე. დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰ. ლაქსნესის "ატომის სადგური", ლ. ფეიხტვანგერის "ცრუ ნერონი", რ. კიპლინგის ზღაპრები, გრიმების ზღაპრები და სხვ.
დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ბიბლიოგრაფია,,სასწაული"- მოთხრობების კრებული - 1967 წელი
,,მეთერთმეტე მცნება" - მოთხრობების კრებული - 1979წელი
,,მდგმური" - რომანი - 1979 წელი
,,დღე ერთი" - მოთხრობების კრებული -1982 წელი
,,ქარავანი" - რომანი -1984 წელი
,,ანტონიო და დავითი" - მოთხრობების კრებული
,,ზებულონი" - რომანი - 1988 წელი
,,ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა"_ მოთხრობა 1989 (ჟურნალი ,,მნათობი" №9).
,,მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება" - მოთხრობა 1998
,,განზომილება" -რომანი -2001. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ ,,ცისკარში" 1999 წ№ 3-4-5-6-7.
თარგმნილი რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე. დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰ.ლაქსნესის ,,ატომის სადგური", ლ.ფოიხტვანგერის ,,ცრუ ნერონი", რ.კიპლინგის ზღაპრები, ძმები გრიმების ძღაპრები და სხვა
გამონათქვამები ვისაც უკეთესი ბედი აქვს, ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს -ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავისი ზურგით უნდა ზიდოს.
ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი- ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა, ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს, უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა, ხელები რომ გაშალო, თავ-ბოლოს მისწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის, ისე უნდა გტკიოდეს, თითქოს შენს სხეულს თელავდეს
სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე.დამატებითი ბმულები:ჯემალ ქარჩხაძე – ვიკიპედიაჯემალ ქარჩხაძე – ვიკიციტატაჯემალ ქარჩხაძე - Facebook
მიმაგრებული სურათი
ეს პროფილიც მომბეზრდა .........