აჰა თქვენ განდეგილის ახლებური ვარიანტი:0 ოღონდ არ ჩამქოლოთ რა ,ჩემი ძმაკაცის დაწერილია,ჩემი კი არაა,მაგარი სახალისოა და........................
განდეგილი
და ამობრწყინდა დიდი მზე იგი,
მთლად გაახარა ბალღი ,თუ დიდი
განდეგილი კი ქვაბულსა მიდის!
აღარა დარჩა ხალხისა რიდი,
გზასა მიიკვლევს ცმაცუნით პირის.
არ შეისმინა ვედრება გივის.
კაცსა ეულსა სახე აქვს მშვიდი
ახლახანს გახდა ორმოცდაშვიდის,
უფალთან ახლო ყოფნა არჩია
მიატოვა თვით "დიდი პარტია"
მერსედეს ბენცი მას არა ჰყავდა
და ყოველივე ამისა გარდა,
ფრანკენშტეინის ქმნილებას ჰგავდა.
გამოისობოთ სიდუხჭირისა,
ვეღარ იხდიდა ქირას ბინისას
საჭმელ-სასმელი არაღა ჰქონდა
მყის გარდაიცვალა უბრალო ბომჟად,
მისი ცოდვანი ურიცხვი იყო,
მას შემოაკვდა მელოტი ნიკო,
მანვე გაჰქურდა თვით დიდი ზიკო!
"გელა 'ყაჩაღიც თვითონვე იყო,
ჯემალას ცოლიც მან გააბახა..
თვითონვე სცემა გენო ტრაბახა.
თუმცა ხალხს იგი მაინც უყვარდა,
ფორტეპიანოზეც კარგად უკრავდა
ბევრსაც ქრთამავდა წითელი ფულით,
თუმც კი მას ჰქონდა კეთილი გული.
ამ ორიოდე წელიწადს წინა,
ბინძურ ჯურღმულში დაიდო ბინა,
არცერთ ფანჯარას არ ჰქონდა მინა,
ენატრებოდა როსკიპი თინა.
მისი ცხოვრება ჯოჯოხეთს ჰგავდა
გულშემატკივარი თითქმის არ ჰყავდა,
საჭმლის მაგივრად თეთრ ძვლებსა ხრავდა,
უდიდეს ბოღმას სასმელში ჰკლავდა.
მან მოინდომა ქალაქის ნაცვლად,
ხრომელის გამოქვაბულსა წასვლა,
აღარ უნდოდა სულ მთლად წარწყმეტა,
სურვილად ჰქონდა სულის განწმენდა!
მაშ ასე,მიდის ქვაბულის გზასა,
ჩადენილ ცოდვებს გულშივე ჰკლავსა,
მოინანიებს,განიწმინდება,
უნდა იჩქაროს! უკვე ბინდდება.
აგერ ხრომელის კლდეიც გამოჩნდა,
იქვე ბებერი გველიც გაცოცდა,
კიდევ ცოტაც და ქვაბულსა შევა
შუქს გამოიყვანს ქარხნიდან ლევად.
ქვაბულში მძაფრია სუნი ნესტისა,
ტურის კივილი მის ყურს ესმისა,
ლოცვაი დიდი მას აქ ელისა,
ადგილი არის მხოლოდ ერთისა.......
თვეზე მეტია ლოცულობს იქსი
მამაო ჩვენოც ზეპირად იცის,
ამ ხნის მანძილზე არვინ უნახავს
საკუთარ ავ-კარგს გულში ინახავს
დგება ადრე,იწყებს ლოცვას,
საუზმედ ჭამს მხოლოდ მოცხარს,
შუადღისას კლდეზე ცოცავს
საღამოს კი-------კვლავაც ლოცვა!
ერთსა დილას,როგორც ადგა,
ჩაიდანი ცეცხლზე დადგა.
პაპიროსი გააბოლა,
"სამლოცველო ააყროლა"
წამით გზაზე გაიხედა
შარაგზისკენ მიიხედა................
აი გამოჩნდა იგი ლამაზი
მშვენიერი და ტანადი,
წმინდა ვით თოვლის ფანტელი,
თეთრი ვით შაქროს სანთელი,
ფეხები გრძელი,უნაკლო
ფიგურა მართლაც უბადლო,
შეატყო რა ჯიში კარგი,
შენიშნა რა ტურფა ვარდი...........
იქსმა ვეღარ მოითმინა,
ფეხნი უკან დაიშინა,
აღზნებისკენ დაიგმინა
ცხოველივით დაიღრინა
დაეძგერა ამ ფერიას,
ვით მსუქან კრუხსა მელია...................
P.S თქვენ კი ძვირფასო მკითხველო!
ის ალბათ ქალი გეგონათ,
იგი არსება წითელი ენით,
იყო ულვაშა ჯუბიკოს ცხენი.
აპა ველი თქვენს კომენტარებს,ძალიან ნუ გაასწორებთ რა მიწასთან