#62130757 · 18 Jun 2025, 18:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს ზაფხულის მზებუდობაზე ვკითხულობდი, რომელიც ახლა 21 ივნისს იქნება და ვეფხისტყაოსანიც ამოხტა ლიტერატურის განყოფილებაში. შესაბამისად, ეს სტროფი მოუხდება:
"მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა, ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა. სულთქნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა."
მოწურვილი, მოახლოვებული ნამდვილი ზაფხული, რომელიც ივნისის მზებუდობისას დგება, როცა მზე ტყუპების ეტლიდან კირჩხიბის ეტლში გადადის, კირჩხიბი არაბულად - სარატან...
გულანშაროდან ნესტანის ამბებით წამოსული ავთანდილი ტარიელს ზაფხულის მზებუდობისას ხვდება.
This post has been edited by მიქაელ on 18 Jun 2025, 18:37
--------------------
რევოლუცია ჭადის ჭამა არ გეგონოს. (გურულ მეამბოხეთა გამოთქმა)
|