თავისთვის...?
__________________
თავისთვის ბოლავს ძველი ქარხანა
თავისთვის დგანან დენის ბოძები,
ლექსმა ფიქრები თუ შეახამა
სანუკვარ სტრიქონს მუდამ მოძებნი.
თავისთვის მიდის წუთისოფელი
ლექსს ემსგავსება კაცი ყოველი..
თავისთვის დგანან ძველი ტაძრები,
თავისთვის მოვა სიკვდილიც მერე..
და მერე თუკი მაინც დაძვრები
იჯექი შენთვის და ლექსი წერე....
..........თავისთვის.................
high სიხშირე
_________________
ცხოვრების წამებს არევიათ სიხშირეები
შორს მიფრინავენ გალაქტიკის ლურჯა რემები
დიდხანს ცოცხლობენ ამ ბოლო დროს ეფემერები
და ვისაც მინდა მოვეფერო ვერ ვეფერები
სადღაც წამიღო ჩემი ტვინის მღვრიე უჯრედმა
მორზეს წერილში შემაშინა ხაზმა უწყვეტმა_____________________
სრული ქაოსი იკითხება ZURNAგრამებში
ჩემს ტელეფონსაც შიშებს ვატყობ ღამის ზარებში..
ვფიქრობ ბრალია არეული სიხშირეების
ანდაც ჟანგბადი შემოგვაკლდა მოჭრილ ხეების
ხშირად ჩამესმის ხმა ჩაძირული ზღვაში გემების
ხან კი ჭიხვინი გალაქტიონის ლურჯა ცხენების.......
ღამე ტაიგაში ( გადასახლებული პატიმრის დრიურიდან)
________________________
ტაიგა ეკლის მავთულხლართებით
საკნები ვიწრო
რკინის ფანჯრებით
სიკვდილმისჯილთა უცხო ლოდინი
ნესტი, ლეიბი,
ნარა , ლოგინი...
მოხუცთა სხოდკა
გინდება vodka
დილით გაიგებ
ვიღაცა მოკვდა .
ღამის კოშმარი
ფიქრში გაქცევა
გისოსებს მიღმა
მთვარე ექცევა..
ჩაგესმის მერე ჩუმი ხველება
ჭლექის ბაცილა კედლებს ეკვრება..
იცი დაგხვრეტენ და გეძნელება
ტაიგა ეკლის მავთულხლართებით
საკნები ვიწრო რკინის ფანჯრებით
#
სიკვდილმისჯილი ზის პატიმარი
დილა თენდება კვლავ ნაწვიმარი....
EXტაზი ჩათში (ეძღვნება ChaT_ლახებს)
__________________
tk ..lol lol ....pium
მოაქვს........
სიყვარულის დრო გვაქვს?
ალბათ ამაღამ ისევ დავთვრები
ჩართე უაზრო DიJეი ფართები
electrick სიზმრები
გროვა , ქაოსი
ექსტაზის ბირთვები
პანამა , ლაოსი
tk ..lol lol ....
OUT..მივდივარ......
დაწყნარდი გამოვედი..
იცი ..? მშვიდი ვარ .......... > sorry iu baned!!!
This post has been edited by electri_chka on 10 Dec 2006, 23:43