OUT იზმი
---------------
ლექსი გავაკეთე
ღამე გავათენე
სიტყვა შევაშველე მშრალი........
შენი თვალის ჭრილით
როგორც ორი წყვილით
ახლა დავაბიჯებ მთვრალი........
და თუ ვერ მიპოვე
და თუ სხვა იპოვე
მაინც არ ვიქნები მწყრალი........
ან თუ შენც მიპოვე
და თუ მეც გიპოვე
ამით ვერ ვიქნები წყნარი.
სოფელი BIOS
____________________
დახუნძლული სახურავი
ბუხრებიდან რუხი კვამლი
დაშვებული საბურავი
დატოვილი მისი კვალი.
ღამით თეთრი თეთრი თოვლი
ჩაბნელებულ სოფლის კომლი
ალაგ-ალაგ შუქი ლამპის
დღე ესეთი მე ვერ დამღლის.

HYPER_ბოლა
ჰიპერ ბოლავს ჰიპერ ბოლა
დაგაბოლა დამაბოლა,
გაგიტაცა მიგატოვა
ღობის ძირას პლანის რტოა...
გიყვარს მისი მსუყე ბოლი
trance electro ხელზე რგოლი.
ლენტით თავზე
ვდგევარ მთაზე
სუნი მეცა რომ გაქვს თმაზე...
..................
ჰიპერ ბოლავს ჰიპერ ბოლა
შენმა თმებმა დამაბოლა . . .
EX bios პერიმეტრი registre
------------------------------------
ფიქრებში ისEV
ციფრების თოვლია
გრძნობები მიფრინავს
როგორც თოლია,
აზრები წამით
ხატავენ მზეს,
ჩიტები ჟღურტულით
გვითევენ დღეს.
ცხოვრება გარბის
აზრი იცვლება
ტვინის უჯრედი
ფიქრით ივსება,
მთვარე მუშაობს
მზე რომ ისვენებს
ღრუბელი ჰაერს
წვიმით გვისველებს
საათი ხშირად სწორ დროს გვიჩვენებს
გვასლოკინებს ვიტყვით
ვიღაც გვიხსენებს..........
კიკეთში მოთოვდა
------------------------------
კიკეთში ფიქრი მოთოვდა
ფიქრებს სოფიო მოჰქონდა
უკან რომ გამოვიხედე
რამდენი ლექსი მოგროვდა.....
თუმცა ღა ლექსის წერისთვის
ძალიან ბევრი დრო მქონდა
გარედან შუქი ნათელი
ფანჯრის მინისკენ მორბოდა.
PS
და თენდებოდა დილა ტიალი
შეიგრძნობოდა ყოველი წამი
თან დედამიწის ჩუმი ტრიალი
უკვე დავთვალე ორი თუ სამი...................................გათენდა
სახურავს ბეღურა ქუდათ ეხურა ( ვუძღვნი თბილისელ ბეღურებს)
----------------------------------------------------------------------------------
ბეღურები ჩამოჯდნენ სახურავს
სხედან თავისთვის წყნარად
ქალაქს ღრუბლები ახურავს
წვიმა წამოვა ღვარად .....
ქუჩებს დატბორავს თქეში
ფანჯრებზე ლაქებს დატოვებს
წვიმაში , თოვლში , მზეში
ბეღურა თბილისს არ ტოვებს.
EXIT PLANET DUST
---------------------------------
ღამე იწვოდა სადღაც გარბოდა
მაუსის ბურთულა pad_ზე გაგორდა
გრძნობებს თვალები ფანჯრისკენ გაჰქონდა
გასვლას პლანეტიდან აზრი არ ჰქონდა.
ტვინში ისევ იმატა მტვერმა
გადაიშალა ცის ანდამატი
გასასვლელი კი ჩაკეტა მტერმა
???სადღაც ისევ გაჩნდა ნამატი...
უცებ კორპუსი ქარისგან დაირწა
და გამეღვიძა მე მჯდომს ფანჯრებზე
შენ შემიყვარდი მე დედამიწავ
არა ნაკლებ სოფოს თვალებზე.
PS.
იმიტომ შემიყვარდა ჩემი პლანეტა
აქ ხომ ცხოვრებს მთელი მსოფლიო
ისე პლანეტის ფასი ნოლია
რომ არ ცხოვრობდე მასზე სოფიო....
................................................
შენ რომ გიყვარს ნეტა
მაპოვნინა ის პლანეტა ............................
This post has been edited by electri_chka on 13 Dec 2006, 00:24