electri_chkaმოგონებას დარღვევია წყება
წერილს ხვალე მაკრატელი დაჭრის
შენს სიკეთეს ღირსეული ქება
ჩემს სიმდაბლეს ანაფორა ნაჭრის
მერე რა რომ აღარ მკითხავ რისთვის,
როდის, რატომ გავაკეთე ასე,
აღარასდროს გამიღვიძებ სინდისს
აღარასდროს გამისწორებ სახეს
მერე რა რომ აღარ ჩანან ლანდები
აღარასდროს შემოაღებ კარს,
ფანჯრებს მაინც არ კიდიათ ფარდები
ვარსკვლავები შემოაკლდა ცას
მერე რა რომ გაიკრიფნენ სიზმრები,
მარად ჩემი მეგობარი იქნები....