თუკი რამეს შეიგნებს ადამიანი, მაშინ ღირს ცოტათი მაინც ნერვების გაფუჭება

ახლა კი, თემასთან ახლოს:
ჯუანშერ ტიკარაძემაშინ ათი წლის ვიყავიმოდით, ერთ პატარა ამბავსაც მოგიყვებით.
ეს ჩემს ბავშვობაში მოხდა -
მაშინ ათი წლის თუ ვიქნებოდი.
იპოდრომს ზემოთ,
ფერდობზე,
პაწაწინა ტყის მსგავსი ხეივანი რომ არის,
აი იქ -
ყოველ გაზაფხულზე მკვახე ჭერამსა და
ტყემალს შევესეოდით ხოლმე ბავშები.
დამწიფებას ვინ დააცლიდა!
ცდუნება დიდი იყო:
ვერც მუცლის გვრემა,
ვერც დედების წყევლა-კრულვა
და ვერც მამების მუქარა ვერ გვაკავებდა.
ერთხელაც,
გაუკრეფავი ხის ძიებაში საკმაოდ ღრმად
შევედი ტყეში
და, ღმერთო ჩემო, რა დავინახე!
ქალი და კაცი.
ისინი ბალახში იწვნენ
და ერთმანეთს გაშმაგებით ჰკოცნიდნენ.
მეც მოფარებულში ჩავწექი
და ინტერესით დავუწყე თვალთვალი.
ცოტა ხანში მათ რაღაც ჩხუბივით მოუვიდათ.
კაცი უცებ აბორგდა
და ქალი კი ეუბნებოდა: არა, არაო,
არაო, არაო,
აქ არ გინდაო,
თან ხელებით იგერიებდა თუ ეფერებოდა,
ვერ გაარკვევდი;
ალბათ უფრო იგერიებდა.
მაგრამ კაცი ყურადღებასაც არ აქცევდა.
ბოლოს იგი ქალის გაშიშვლებულ ფეხებს შორის
მოექცა,
მთელი ტანით გადააწვა მას
და რაღაც უაზრო, ურცხვი,
უჩვეულო მოძრაობა დაიწყო.
ქალი სიმწრით დაიკლაკნა და ფეხები წელზე
შემოახვია.
ალბათ იფიქრა, - ასე უფრო ეტკინებაო.
მე გავშტერდი!
არა, ქალის წამება რომ დიდი ცოდვა
არ გახლდათ,
ეს უკვე ვიცოდი.
ისიც კარგად მქონდა ათვისებული,
რომ ქალები მეორეხარისხოვანი არსებები არიან,
რაღაც საშუალონი ცხოველსა და ადამიანს
შორის,
განსაკუთრებით - გოგონები.
მე თვითონაც სიამოვნებით ვაწვალებდი მათ:
ხან კიკინებით დავითრევდი,
ხან თავიანთ სულელურ თამაშს ავურევდი,
ხანაც გემრიელად მივჟეჟავდი ხოლმე.
ერთი სიტყვით, ვაწიოკებდი.
მაგრამ ის,
რაც ახლა აგერ აქ,
ჩემს თვალწინ, ხდებოდა,
მკვლელობას უფრო ჰგავდა, ვიდრე თამაშს,
ან თუნდაც დაწიოკებას.
ქალი უკვე აღარ ამბობდა "არას".
საცოდავს სულ გამოლეოდა ძალა.
მხოლოდ კვნესოდა
და მკლავებიც უღონოდ დაეყარა მოძალადის
მხრებზე.
ოღონდ ეს რაღაც უცნაური კვნესა იყო.\
შეიძლება სიკვდილისწინა.
არა,
სასწრაფოდ უნდა მეღონა რამე.
ბოლოს და ბოლოს, - გავიფიქრე მე, -
ჩემს თვალწინ ადამიანს თუ არა, ქალს ხომ
ნამდვილად ჰკლავენ!
მე ვიგრძენი, როგორ აბობოქრდა ჩემში
რაინდული სული.
მე ვიგრძენი, რომ მე მე აღარ ვიყავი.
იარაღი ვიყავი უკვე -
ბედისწერის მიერ აღმართული დაჩაგრულთა
დასაცავად.
მე ვიგრძენი, რომ იგივე ბედისწერა
სახიფათო,
მაგრამ გმირული ბილიკისაკენ მიბიძგებდა;
ამ ბილიკს ბოლოს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება და
დიდება შეიძლებოდა ყოფილიყო.
ამიტომ საკმაოდ მოზრდილი ქვა მოვიმარჯვე
(ეჰ, მაშინ დავითისა და გოლიათის ამბავი
გაგონილი მაინც მქონოდა!)
და საკუთარი სიმართლის სასტიკი,
საუნდობელი და მძულვარე რწმენით -
რაც საკუთარი სიმართლის სასტიკი,
დაუნდობელი და მძულვარე რწმენით -
რაც მხოლოდ ბავშვებს ახასიათებთ
და რასაც დიდობაში იშვიათად თუ ინარჩუნებენ -
კაცისკენ გავტყორცნე.
მაგრამ, ეტყობა, უკვე მაშინვე მაღორებდა
ბედისწერა,
რადგან ჩემი თავგანწირული ჩანაფიქრები -
რარაცა ბოროტი გრძნეულების წყალობით -
უკეთეს შემთხვევაში,
აბსურდულობამდე სასაცილო შედეგებით თუ
ბოლოვდებოდა ხოლმე.
თუმცა იმ დღეს ის წყეული ქვა არ ამიცილებია!
არა, ღმერთმანი, ნამდვილად არ ამიცილებია!
მოვახვედრე.
ოღონდ იმას არა, ვისაც დავუმიზნე.
შემდგომ წამს უკვე თავქუდმოგლეჯილი
გავრბოდი
და უკან ქალუის განწირული
(შეიძლება ახლა უკვე მართლა სასიკვდილო)
კივილი მესმოდა.
მე მივრბოდი ქალის კივილში,
კაცის გინებაში,
შემზარავი აჩრდილებით დასახლებულ ჰაერში.
მე მივრბოდი თავდაღმართზე,
დაგორებულ ქვებში,
იმ ქვებიდან ადენილ მტვერში.
მე მივშლიგინებდი მუხლებამდე ბალახში,
სახით, მკლავებით, ტანით მივამტვრევდი
ტოტებს,
ტანსაცმლის ნაფლეთებს ვტოვებდი იმ
ტოტებზე.
მე მივრბოდი საკუთარ გულისცემაში,
მე მესმოდა საკუთარი ნაბიჯების ხმა,
მე მეშინოდა საკუთარი ნაბიჯების.
მე მეჩვენებოდა გამოშვერილი ხელები,
დანები, გუდიანი კაცი...
- უხ, ეს გოგოები, - შეიძლება ვფიქრობდი მე
(თუ საერთოდ ვფიქრობდი რამეს), -
უხ, ეს გოგოები, - ალბათ ვფიქრობდი
ნაწყვეტ-ნაწყვეტ,
აქოშინებული, -
მაგათზე ახია ყველაფერი... ეგენი ყველაფრის
ღირსნი არიან-მეთქი...
მაინც ცოცხალმა მივირბინე სახლამდე.
მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გავბედე იმ
ადგილის მონახულება.
არაფერი განსაკუთრებული.
უკვე ბალახსაც მოესწრო გასწორება,
ჰაერშიც ჩაშლილიყო შემაშფოთებელი
ჩვენებები.
მიწას შემხმარი სისხლის გუბე კი არა და,
ერთი წვეთიც არ ჩანდა არსად.
მხოლოდ სპილენძის პაწაწა ღილი ვიპოვე,
რომელიც, შეიძლება, სულაც არ იყო იმ ქალის.
მაინც ვერ გავძელი დიდხანს იქ,
ღილი მოვისროლე
და მალევე გამოვიქეცი უკან...
ამ ამბის მერე კი -
მე მგონი, იმავე წელიწადს -
ჩემსავე ეზოში ერთმანეთზე გადაბმული
ძაღლები ვნახე.
- ეს ესა და ეს არისო, - ამიხსნეს უფროსმა
ბიჭებმა.
ღამღამობით ვფიქრობდი ა მ ა ზ ე საბნის ქვეშ
შემძვრალი,
სახეაჭარხლებული.
დღისით მინდოდა ა მ ა ზ ე ლაპარაკი,
მაგრამ ვერ ვბედავდი.
მრცხვენოდა.
მე არასოდეს მოვიქცევი ა ს ე-მეთქი, -
ჩემს თავს ვუმტკიცებდი...
შეიძლება არც უნდა მომეყოლა ეს პატარა
ისტორია.
ფსიქოანალიტიკოსებმა ამ ამბავს შეიძლება
ფროიდისტული კუდებიც გამოაბათ.
ასეა თუ ისე,
წლები გავიდა,
ვიდრე გავიზრდებოდი
და ამ საქმეში სიამოვნებას აღმოვაჩენდი.
და კიდევ უფრო მეტი დრო დამჭირდა,
სანამ მივხვდებოდი,
რომ ქალთა "არას" უკან
ძალიან ხშირად ჰო იგულისხმება ხოლმე.