Megunaზვიად რატიანისაა

ესეც მადი სერებრიაკოვა
შენი ხელისგულები გაზაფხულის უსასრულო ბაღია
ბაღი ყვავილთა ნაყოფთა ფარშევანგთა
მზეები მწიფდებიან თითის წვერებზე
ხეისგულებზე ეტევა ზღავ და უდაბნო
პოლუსები, ლექსებით სავსე ბლოკნოტები
საბეჭდი მანქანა და გფერად-ფერადი კონსერვის ქილები
ხელისგულები ზანგებსაც კი თეთრი აქვთ........
ხელისგულები ზოლიანია
ზოლიანია ზებრა და შეშლილთა სპეცტანსაცმელი
ხელისგულებზე წერია ბედი და მომავალი
(რაც არ წერია იმასაც გეტყვის ბოშა გოგონა)
მზის ამოსვლისას ხელისგულების გაწითლებამდე უკრავენ ტაშს
გალაქტიკის უბრწყინვალეს წარმოდგენას
ხელისგულები უაფლიანდებათ ბეჯით მოსწავლეებს,
რომელთაც ბოლო გაკვეთილი დარჩათ მოსამზადებელი
მხატვრებს საღებავიანი ხელისგული აქვთ
და კაფეებში მორცხვად იხდიან ბოდიშს...
ხელისგულები ზამთარშიც ყველაზე ცხელია
და ინახავენ დავიწყებულ სატრფოთა სურნელს, მყიფე ანარეკლს
ხელისგულებზე იბადება უსაგნო მონატრება
და სიზმრის სცენარებს წერენ ხელისგულები
ხელისგულებზე ფრჩხილებს იჭერენ მგლოვიარენი
და ხელისგულებს კონცერტის წინ თეძოზე იხახუნებენ პიანისტები
თუ მარჯვენა ხელისგული მოგექავა-ფულს მოიგებ
მარცხენა კი დანაკარგის ნიშანია
თუ მარჯვენა თვალი....
თავდაყირა დგანან და ხელისგულებით დადიან მეოცნებე ადაიანები
ჩვენ ყოველღამე დავფრინავთ
და ხელისგულებს მჭიდროდ ვაჭერთ ერთმანეთს
შენ ხელისგულებით შემოდიხარ ჩემში
და გასასვლელის ძებნაში აწყდები კედლებს
ხელისგულები მიწაა და მიწად იქვევა
მიწაზე გაზაფხულის უსასრულო ბაღია,
ბაღი ყვავილთა ნაყოფთა ფარშევანგთა
მზეები მწიფდებიან თითის წვერებზე.