ზვიად რატიანი - ,,გამომიგონე" (ეძღვნება თემო კუპრავას

-- ხაზი ჩემია

მაკარტყელა)
გამომიგონე...ღამის ჩრდილიდან გამოთალე შენი ოცნება და დამამსგავსე,
მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე,უპატრონე ჩემს მონატრებას..
ნუ შეაკავებ შენს ძარღვებში დამწყდეულ ვნებას,
რომ ჩემს ხელებზე,ჩემს ტუჩებზე იძიოს შური,რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი,
როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები და ამ სიზმრიდან საბოლოოდ ამომათრიოს.......
გამომიგონე..მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა...
შეყვარებული შემოდგომის ყვითელ ფოთოლზე,
მეოცნებე შორეულ ზღვაზე და ყვავილების სიჩუმეზეც ვნება აშლილი,
მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი ცეცხლის გაუალ ალად მხვდებოდა შენსკენ მომავალს.
მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ შენს გამოჩენას.
მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე,
და ჩემს სახეზე შეხორცებული ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი,
მე ხომ შენამდე მოვაღწიე , მე ხომ დაგნებდი.
გამომიგონე... შემიყვარე როგორიც გინდა,დამამსგავსე შენს სურვილებს,
შემიცვალე ყოველი ნაკვთი...
მე ხომ უზომოდ დავიღალე და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა.
მე ხომ ვერაფრით დავბრუნდები მზეს მონატრებულ კედლებს შორის,
ჩამოხრჩობილ ფანჯრის სიჩუმეს-დამტოვე შენთან მხრებით გამითბა გაყინული ხელის გულები,
მზე შემოსწირე ჩემს ჭრილობებს,მოჰბანე ჭუჭყი...
მკითხე თუ როგორ შემოვაცვდი ნაწვიმარ ქუჩას,
როგორ ჩამქოლეს შემატოვეს დაღუპვას როგორ,
როგორ მოვედი უზარმაზარ ფოლადის კართან,
შიგნითაც როგორ შემიტყუეს ჩაკეტეს კარი,
როგორ ვტიროდი უსასრულო ნაცრისფერ ზამთარს და როგორ გაჩნდა ჩემს სხეულში პირველი ბზარი.
ძველ ლოთობაზე სიგიჟეზეც რაიმე მკითხე,ძველ სიგიჟეზეც ათასჯერ რომ შეცვალე ახლით.
თვალებში სევდა როგორ იქცა უმიზნო სითხედ
და ხელში როგორ შემომაკვდა უჯიშო ძაღლი.
იტირე დიდხანს,იტირე ჩემში, ჩემს გარშემო და კიდევ იქით..
მოვედი შენთან დაღლლი ვარ აღარ მაქვს სახე,
ჩემს მონატრებას უპატრონე მაჩუქე ფიქრი...
გამომიგონე...
შეაერთე ყოველი ნატვრა,გამომიგონე ლამაზი და ერთგული შენი!
თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე ყოველი ღამე,
შემომიტყუე,შემომიშვი მეც ამ საზღვრებში,
მხოლოდ შენს მკერდზე გამითენე ჩემი დღეები.
შეაკოწიწე ჩემი მზერა ჩამალე შენში..
გამომიგონე...
დამამსგავსე შენს ერთერთ სიზმარს,
შენ ერთერთ ნატვრას,ყველაზე ტკბილს ,ყველაზე ლამაზს...
მე შენთან ვდგავარ,მოვაღწიე,დამტოვე შენთან!
მე დაცლილი ვარ,მე შიგნიდან გამომწვარი ვარ.
არ შემრჩა ქარი და არც ცეცხლი და არც სიჩუმე,მოვედი შენთან , უპატრონე ჩემს მონატრებას
მხრებით გამითბე გაყინული ხელისგუები !
მე გამაწამა,მე ჩამქოლა კედლების ხროვამ.
გადააფარე ჩემს სურვილებს ველური ვნება....
მოვედი შენთან ,შემიკედლე დამბანე სული,
მოვედი შენთან,უპატრონე ჩემს დაღლილ ცრემლებს.
მერე ზაფხული მომანატრე,მერე მიჩვენე,
ზაფხულში თვითონ შემიძეხი როგორც ყვავილი,
ამომიშრე ყველა ჭრილობა,გადააცალე ჩემს ოცნებას მტვერი და ჭუჭყი ,
დამიკრიალე ეს ოცნება და მერე მკოცნე ...
დამტოვე შენთან,მიპატრონე,მიტირე შენში,
გამომიგონე, დამამსგავსე შენს ლამაზ სურვილს....
პ.ს. ეს გოგო დღეს ზვიად რატიანის ცოლიაააა.. აბააა
ისე მაინც მიხარია ვიღაცას რომ კიდე შეუძლია ასე წეროს!