სხვათაშორის, შეიძლება ითქვას, რომ დრო საერთოდ არ მაქვს საკითხავად

მაგრამ ვახერხებ, სწრაფად ვკითხულობ საერთოდ და ტრანსპორტშიც ვკითხულობ, დაძინებამდე ვკითხულობ. ხანდახან სამსახურში მკვდარი საათებიცაა (იშვიათად) და იქაც ვკითხულობ.
flying teapotქარჩხაძე - იგი - ძალიან მომეწონა, საერთოდ ქარჩხაძე ძალიან მომწონს.
ქარჩხაძე - გუბე - ასევე. ძალიან კარგი ვრცელი მოთხრობაა, თხრობის სტილი კი საკმაოდ ორიგინალური.
დავით ქართველიშვილი - იყო საღამო, იყო დილა - ამ კაცის მოთხრობები წავიკითხე ჯერ და შემდეგ ეს რომანი, მოთხრობები მომეწონა, საკაიფოდ იკითხება. აი რომანში კი უკვე თავის თავს იმეორებს, საბოლოო ჯამში კარგი წასაკითხია, მაგრამ ის მაინც არ არის, რაც მე მინდოდა.
ლაშა ბუღაძე - კარიკატურისტი - საერთოდ ბუღაძეს ყველა არასერიოზულად უყურებს და რატომღაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. მე ძალიანაც მომწონს და ვთვლი, რომ ამ ადამიანს საერთოდ არ აქვს პრეტენზია რაღაც ზებუნებრივის წერაზე, აი რაც მას უნდა, იმას კი მშვენივრად ახერხებს. ეს ბოლო რომანი განსაკუთრებით კარგია, აქვს რაღაც თემები დათრეული და საკაიფოდ ღადაობს

ნუ, ფსევდომორწმუნეებს ძალიან აღიზიანებს, რაც გასაგებია.
დათო ტურაშვილი - ჯინსების თაობა - ეს ყველამ ვიცით ალბათ რაზეც არის, დოკუმენტურ-მხატვრული რომანია, მშვენივრადაა გადმოცემული ყველაფერი (ცოტათი ალბათ სუბიექტურია ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს ხელს არ უშლის წიგნს, რომ კარგი წასაკითხი და ინფორმატიული იყოს)
პოლ ოსტერი - ნიუ იორკული ტრილოგია - ძალიან კარგი ფილოსოფიური დეტექტივია, ყველას ვურჩევ ვისაც ზედმეტი ტვინის ღლა ეზარება და უბრალოდ ძალიან საინტერესო და ჩამთრევი რომანის წაკითხვა უნდა