მე ალბათ კიდევ კაი ხანს ვერ ჩამოვალ

არადა არ იცით როგორ მენატრება თბილისი...დიდი მადლობა ანია ყურადღებისთვის...თუ მოვხვდი მადეთ დაგიკავშირდები
რაღაც ამ ბოლო დროს ვეღარ ვწერ...ეს ორი პატარა ლექსი მაქვს და ვსიო
არ დაიზოგა მიწამ ტყვიები,
ცხრილა და ცხრილა დრო დასაკლავი,
ერთხელ არ დამრჩა არც ერთი ნატვრა
და ჩამოვარდა ციდან ვარსკვლავი...
ვარ ზოლიანი მეზღვაურის
ცოლივით მკრთალი,
ზღვის ფრაგმენტები
უმნიშვნელო კედლებს გამივსებს.
იცით, არასდროს არ ვყოფილვარ
ასეთი მშრალი
იცით, რატომღაც აღარ ვითვლი
თითზე აისებს...
წლები - გრიფებად დაყოფილი,
ქუჩის სიმები,
ხანდახან ცაზე თვითმფრინავი
დაისერს მაჯებს.
იცით, ერთხელაც ამ ქალაქში
მეც გავწვიმდები,
იცით, ხანდახან ისევ მინდა
ღრუბლებზე დავჯდე...
რეტროსპექტივა წლების,
ვფილტრავ ფერად ფრაგმენტებს,
ვფილტრავ სახეებს, წარმოსახვებს
თვალებს ავუხელ,
ვიცი, თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ
რამეს ვამეტებ -
იცით პირველად გავუღიმე
სიჩუმეს წუხელ...