აღასპერიე.ი. დარიანი მყვარებია და არა იაშვილი
ჩემი თავადი
გათავდა ნადიმი. სად არის მხლებელი?
ცხენები მზად არის?_”თავადო გელით”.
ძვირფასი ყვავილი, ჯერ ხელუხლებელი
თავადმა გადმომცა მთრთოლვარე ხელით.
_”უთქვენოდ შესწუხდა, დაბნელდა დარბაზი.”
_”ეგ ხომ სულ ერთია...მზე უკვე ჩადის,
მახარებს, თავადო, საღამო ლამაზი,
ცა ვაზი საღამო ლხენას გვიქადის”!
თავადის თვალები, ვით ჩუმი ზღვა დილით,
ისეთი ღრმა არის... ო, მალე, მალე!
გული ანთებულა საოცარ წადილით,
მსურს ვუთხრა ჩემს თავადს_”შენ გენაცვალე”.
ჩქარობენ ცხენები, მთვარე ამოსცურდა,
მდინარე მთებისა მთის ამბავს მღერის.
ასრულდა წადილი ჩემს სხეულს რო სურდა,
მას ძალა უნდოდა მწველ სიძლიერეს,
და ჩემი თავადი ლომივით ძლიერი,
ჩემს სხეულს ბატონობას, ჩვენ ველზე ვხარობთ.
მდინარის ნაპირს ვართ ჩვენ ბედნიერი,
შორს, სადღაც იცინის ჩუმის ხმით წყარო.
ყოველთვის მაისში
ავსწიე ფარდა, და მაისში აკოცა მინას,
ვინც მე მიყვარდა ის ჩემთან არი და ჩემთან სძინავს,
ვაკოცებ ხელზე, როგორც წმინდანს მე დავკოცნი მას,
და სხვა სახელზე მე დავიწყებ მერე ოცნებას.
და მორიდებით კოცნას ვმალავ მე იმის თმაში
და ძვირფას ქვებით მომინდება მერე თამაში.
ზურმუხტს და ლალებს, მოვიფანტავ ტანზე ძვირფასათ,
დავხუჭავ თვალებს: მეყვარება მაისის მზგავსათ.
კოცნით გამთბარი, სიხარულში გავიწმინდები;
იღვიძებს ქმარი, რომ ჩამაცვას თეთრი წინდები.
ძვირფასი ქვები, ჩვენს საწოლში დაიფანტება...
მე კვდები, ვკვდები _ მისი ხელი მკერდს ელანდება.
შიშით ვიცანი: _ რომ მაისი გაგვითენდება
და ჩემი ტანი სიყვარულში დაითენდება.
1916
* * *
ფერადი სონეტი
მომდურავ თავადს მე ვიგონებ ნაზი ზმანებით.
წაიღო კოცნა და ნაწილი ჩემი პერანგის;
ყველას გიყვარდათ,- სიყვარული მეც დამანებეთ...
მე მოვიტანე ელვარება ფერადი ჰანგის.
და ჩემ ცელქ ფეხებს ენატრება რკალი უზანგის,
არავის კოცნას არ ვიგონებ მე დანანებით;
მე გამეხარდა გაღიმება ბავშვური ზანგის,
ყვითელ ქაირში რომ ვაჭრობდა მკრთალ ბანანებით.
მე ერთი ვნახე და ვეღარ ვსთქვი თამამი ,,არა”.
და მომეწონა რომ მფარავდა მე ოქროს ბადე...
მე მიხარია ბნელ თვალებით რომ დავიბადე,
რომ ბედდში ვცხოვრობ და ტრფობისთვის მაინც არ კმარა...
თეთრი თავადის დაბრუნება მე თრთოლვით ვცადე,
ავტირდი ჩუმად, როცა რაში ტყეს მოეფარა.
This post has been edited by tikoroma on 1 Nov 2009, 19:06