
ჩვენც მოგვენატრე

მარა ხომ იცი ეს გამოცდები რა საზიზღრობაა?
ამ თვეში უნდა შევხვდეთ მართლა.
გიო ფორუმზე ვერ შემოდის პატარა მიზეზის გამო: თავის კომპზე ინტერნეტი არ აქვს

*********
გუშინ გადავხედე ჩემს ქართულს ჰობიტს, რომელმაც მოიარა მთა და ბარი და ვის ხელში არ იყო, ღმერთმა უწყის...
ვიცი, რომ ბევრს არ აქვს ეს წიგნი და ზოგს არც კი გაუგუია, თუ ითარგმნა, ამიტომ მინდა აქ, პატარა ინფორმაცია "გავავრცელო', რათა წარმოდგენა შეგექმნათ:
"ჰობიტი, ანუ იქით დსა აქეთ" -ეს წიგნის სათაურია,
ვფიქრობ "იქით და აქეთ"ის გარდა სხვა რამეც მოუხდებოდა, სე ცოტა უცნაურად ჟღერს.
სარჩევი:
I მოულოდნელი სტუმრობა
II ცხვრის მწვადები
III ხანმოკლე შესვენება
IV მთას გადაღმა და მთის ქვეშ
V გამოცანები ბნელში (ვთვლი, რომ აქ "წყვდიადი" უფრო მოუხდებოდა)
VI ვაის გაყრილნი და ვუის შეყრილნი (

მაგარია)
VII საოცარი საცხოვრისი
VIII ბუზები და ობობები
IX კასრები საკნებიდან
X გულთბილი დახვედრა
XI ზღურბლზე
XII ამბავი შიგნიდან
XIII შინ არ არის
XIV ცეცხლი და წყალი
XV საავდრო ღრუბლები
XVI ღამის ქურდი
XVII მეხთატეხა (მაგრად მომწონს ეს სიტყვა

)
XVIII დაბრუნება
XIX ბოლო ამბავი
--------------------------------
ასევე არის რუკბი მოცემული, ახლა თრორის რუკის ქართულ ვარიანტს დავდებ, რომელიც არაჩვეულებრივად არის გადმოტანილი ძველი ქართულით. აბა როგორ!
(ინგლისურად აღარ დავწერ, მიხვდებით თქვენთვითონაც რა, რა არს)
-"ეული მთა"
"აქა სუფევდა გირიონი, დეილის მბრძანებელი"
"აღმოსავლეთით ძევს რკინის გორები, მუნ სუფევს დაინი"
"მდინარე ჩქერულა"
"ესე არს ტაბაგრძელის მისადგომი"
"შორს ჩრდილოეთით, აღმართულია ლეგა მთები და ხრიოკი ტრამალი, სით მოვიდნენ დიდი მატლები"
"დასავლეთით ძევს დიდი ტყებნელი, მუნ ბუდობენ ობობები"
"ესგაროთი ტაბაგრძელზე. კაცნი ბინადრობენ"
"აქა მოედინება ტყის მდინარე"
"ელფთა მეფე"
"აქა სუფევდა თრაინი(თრეინი წერია), მთისქვეშა მეფე"
"სამუგის ნაოხარი"
-------------
ასევე არის როვანიის(ველური მხარე) რუკა:
Carrock - სალკლდე
Rivendell - ველვარდნილი
Mirkwood - ტყებნელი
Long Lake Esgaroth - ტაბაგრძელი ესგაროთი (*წერია ესგაროტი)
Ford - ფონი
The Hobbiton - ჰობიტონი
Wilderland - ველური მხარე (*ამას ვერ თარგმნიდით ახა ასი წელი)
---------------------
თარგმანი არის ნინო ბარძიმიშვილის.
გამომცემლობა -ოთარ ყარალაშვილის(დედაჩემის ნაცნობი).
იმედი მაქვს ამას წაიკითხავთ და ნივიჟუს არ გაუკეთებთ, ორჯერ მომიწია დაწერა, ერთხე შუქი წავიდა (ოოხ მიშა!!!) ასე, რომ იმედი მაქვს ტყუილად არ ვიმტვრიე თითები
This post has been edited by Laegel on 17 Jan 2008, 15:58