Ocelotadibas - 1 თავი
01
დილის მულტიმედია
ბობოს ყველაფერი ეხერხება. პასტაც ზღაპრული გამოსდის, `დაკარგულების“ ყველა სეზონიც ნანახი აქვს და მინეტსაც საუკეთესოს აკეთებს: მეტანიით, სასოებით, გულმოდგინედ.
`ბობო“. მარტო ამ სახელზე წარმომიდგება მისი მკვრივი ძუძუსთავები, კრემით დაზელილი სხეული, მოქნილი წელი და გამოცდილი ენა. ლოგინში მარტო ვწევარ. მობილურზე ათის ნახევარია. ესე იგი, ზედმეტი ორი საათი მეძინა. სიზმრიდან მარტო ის მახსოვს, რომ ტვინი ნათურასავით მქონდა განათებული და მის ხვეულებში ფერადი ნაპერწკლები დარბოდნენ. როგორც ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში სიგნალები.
ლოგინთან ტუმბოზე ჭიქით პასტერიზებული რძე დგას, გვერდით თეფშზე კრუასანი და `ცენტრუმის“ აბი დევს. როგორც ვხვდები, ახლო მომავალში ეს იქნება ჩემი დილის რაციონი. ნუთუ ისე ღრმად მეძინა, რომ ბობო ადგა, ჩაიცვა, კრუასანიც ამოიტანა და მე ვერაფერი გავიგე?
კრუასანს ვიღებ თუ არა, აფექსი დათქმულივით საწოლზე ხტება. კუდს სწრაფად აქნევს: მარჯვნივ-მარცხნივ _ გამოსახულება გადღაბნილია. სახესაც მილოკავს. თითქოს საუკუნეა არ ვუნახივარ. ცდილობს, მშრალი და თბილი ენა ტუჩებში შემიყოს. ვითომ ძალიან უხარია ჩემი დანახვა. კრუასანის გამო მეჩალიჩება. მკერდზე მაწვება, თვალებში შემომციცინებს.
_ დაახვიე. _ ვეუბნები. _ დროზე!
თავჩახრილი და კუდამოძუებული ზანტად მიიძურწება, ბობოს ბალიშზე ჯდება. აკანკალებული კრუასანს თვალს არ აშორებს. დიდი, წყლიანი თვალები აქვს. როგორც ამელის ფილმში `ამელი“. უნდა, ხელიდან გამომგლიჯოს, მაგრამ ვერ ბედავს. კარგად მესმის მისი. თბილისში ეს საუკეთესო კრუასანია. ჩემი კორპუსის პირველ სართულზე, ახალგახსნილ ფრანგულ საკონდიტროში აცხობენ. ალუბლის ჯემით, ქიშმიშით, ვანილის კრემით, მარციპანით, შოკოლადით, ხაჭოთი... და თითოეული კრუასანზე მეტია. ეს უკვე გოლდბერგის ვარიაციებია, გულდის შესრულებით.
აფექსი თვალს თვალში მიყრის, ნამუსზე მაგდებს. მაგრამ უშედეგოდ. მისი ლაკრიმოზა დღეს არ მუშაობს. მალე ორივე ვხვდებით, რომ ვერ დამაგოიმა, და ამიტომ ის ნამცეცსაც ვერ მიიღებს. ჰაეროვანი ცომი პირში მიდნება. კუჭში სასიამოვნო სითბოს ვგრძნობ.
საბანს ვიხდი, ჩემ მუცელზე გადმოწოლილ ###ს ვუყურებ, რომელსაც სისხლი აწვება და სასაცილოდ იბერება, პულსირებს. თვალს ვერ ვაშორებ. My funny Valentine _ ასე დაარქვა ბობომ ჩემ ###ს. არის რაღაც ჰიპნოტური ამდგარი ყლის ჭვრეტაში. ნუთუ ყველაფერი კუჭზე და ###ზე გადის? რასაკვირველია. ამას აფექსიც ხვდება: ხან ერთს უყურებს, ხან _ მეორეს. ცალ ხელში კრუასანი მიჭირავს, მეორეში My funny Valentine.
`ცენტრუმს“ რძეს ვაყოლებ, სააბაზანოში გავრბივარ. იმაზე დაბოღმილი, რომ კრუასანი არ ერგო, აფექსი ყეფა-ყეფით მომდევს გვერდში. ქუსლზეც ვითომ მკბენს. ზალაში პლაზმაა ჩართული. TV1000-ზე `ფავნის ლაბირინთი“ გადის. უფრო სწორად, ვერ გადის. კადრი გაიჭედა. თეთრ მონსტრს თვალიანი ხელისგულები სახესთან მიაქვს. ნახევარი კადრი პიქსელებში იკარგება. No signal to display _ წარწერაა შუა ეკრანზე. საკაბელომ ბოლო დროს მაგრად აურია. პულტით `იმედზე“ ვრთავ. ტანკების კოლონა რაღაც ტრასაზე მიემართება. კადრსმიღმა დიქტორი სხაპასხუპით ამბობს: `...გენერალი კულახმეტოვი დეზინფორმაციას უწოდებს და კატეგორიულად უარყოფს რუსული ტანკების თბილისში შესვლის ფაქტს. ამის მიუხედავად, დიდ დიღომში უკვე ერთი საათია ისმის ინტენსიური სროლები...“.
თავიდან ცხელი შხაპის ქვეშ ვდგები, ტანის სკრაბით ყელამდე საფუძვლიანად ვიქაფები. ცვილის გრანულები და ქოქოსის ბურბუშელა კანს სასიამოვნოდ მიმასაჟებს. წყალს მაქსიმალურად ვაცივებ, კბილებსაც ჩემებურად ვიხეხავ. ორი რამეა, რასაც ალბათ ვეღარ გადავეჩვევი: დილით ცივ შხაპს და კბილების ხეხვას ღრძილების დასისხლიანებამდე. მაინც არ მივარდება. სკრაბის მოტკბო არომატი ისევ ბობოს მახსენებს. მერე რა, რომ სპერმას არ ყლაპავს, ახლა დიდი სიამოვნებით მივცემდი პირში.
ჩემთვის ქალები ორ ნაწილად იყოფა: ვინც ყლაპავს და ვინც იგუბებს. დაკვირვებული ვარ, ვინც იგუბებს, უკეთეს მინეტს აკეთებს, ვიდრე ის, ვინც ყლაპავს. რასაკვირველია, ეს კანონზომიერება სულაც არაა. უბრალოდ, ჩემი გამოცდილებით ასე ვიცი. მაგალითად, ბობო არ ყლაპავს, მაგრამ მინეტს ქალღმერთივით აკეთებს. რომ ვათავებ, პირი სპერმით ევსება, გული კი ლოცვებით. ესაა ნამდვილი მინეტი. წმინდანთა დისციპლინა: პირში სპერმა, გულში ლოცვა, ხელში ###.
ბობო გუშინწინ წავკისში, ერთი საერთო ნაცნობის აგარაკზე აღმოვაჩინე. სადაც ბლომად იყო შავი სანთლები, მთვრალი ბოდვა, სამოყვარულო ქირომანტია, ხანმოკლე რეივი და ბევრი უხარისხო ექსტაზი. ამ ორ დღეში გავარკვიე, რომ იგი უპირატესობას ანიჭებს შავ ტანსაცმელს, აქვს მტკიცე ხასიათი, ნიკი სკაიპში Alien_style და პირსინგი ჭიპში _ პლატინის პატარა ემბრიონი, უყვარს პირდაპირ ლაპარაკი და უსმენს ელექტრონულ მუსიკას. შუადღეს ბარნოვზე Coffee.ge-ში შერბენა ისედაც იგულისხმება: Wi-fi - ბერძნული-სალათა(უკურკო ზეთისხილით)-ბალახის-ჩაი(უკოფეინო)-ან-ორმაგი-ესპრესოსთვის. შეკრული ტანი, მაღალი მკერდი და მკვრივი ტრაკი აქვს, მაგრამ მთლიანობაში უფრო სექსუალურია, ვიდრე ლამაზი, საბედისწერო ქალის მონაცემებით.
დინამიკთან მარტო იდგა. "რედ ბულს" წკირიდან წრუპავდა. დაექსტაზებულ მოცეკვავეებში ისე გავიარე, რომ დინამიკთან მოვხვედრილიყავი... შემთხვევით დავეჯახე.
_ ბოდიში. _ დავუყვირე.
გაეღიმა. მივხვდი, ვერ გაიგო. დინამიკიდან წამოსულ ბასებში საკუთარი ხმა მე თვითონ ვერ გავიგე.
_ ბორენა. _ დამიყვირა.
მეთქი, ღადაობს.
_ ბორენა?
თავი დამიქნია:
_ უბრალოდ ბობო.
...
რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მუსიკის რიტმს ავყოლოდით და გვეცეკვა, რაღაც მომენტში როგორღაც თავისთავად აღმოვჩნდით გვერდით ოთახში, სადაც ყბამოქცეულებმა დიდხანს მონდომებით ვიზასავეთ. თითქოს რაღაც ტრანსში ვიყავით. იქვე დივანზე ისე უცბად შემოგვეტყნა ერთმანეთი, მეთქი, მომეჩვენა. მერე მობილურებიდან "ბლუთუსით" ერთმანეთს უკლებლივ ყველა მელოდია გავუცვალეთ, ბევრი ვიცინეთ ათას ###ობაზე, თან ყველა და ყველაფერი გავჭორეთ. ბოლოს იქვე ჩაგვეძინა ჩახუტებულებს. როგორც ტელესერიალში. კამერა უკან იწევს. რომანტიკული მუსიკა. საერთო ხედი. ტიტრები.
როგორც ვუყურებ, ყველაფერი თითქმის თავისთავად ეწყობა. ბობო ღრმად და საფუძვლიანად აპირებს ჩემ ცხოვრებაში შემოსვლას. როგორც ევრორემონტი ძველ კომუნალურ ბინაში. მეც მთელი ჩემი არსებით ვაპირებ მივიღო ყველაფერი, რასაც ვხვდები, რომ თან მოიტანს: ფილმებს ჯონი დეპის მონაწილეობით, "ცენტრუმს", დარტ ვეიდერის პლაკატს და მსუბუქ ისტერიკებს თვიურის წინ.
ხალათს ვიცვამ, აბაზანიდან გავდივარ. აფექსი ჩემ დასანახად ფეხს წევს, მაცივარს უცბად დემონსტრაციულად აფსამს და უსაფრთხო მანძილზე გარბის. ასე ბოზურად მიხდის სამაგიეროს. კმაყოფილი ჩემ რეაქციას ელოდება. რასაც ვერ ეღირსება! ნაბიჭვარი ერთთავად დაჭიმულია, როგორც ანტონიო გადესი წარმოდგენის წინ. უცდის, როდის ვუყვირებ, რომ ფლამენკო მიცეკვოს. არაფერს ვიმჩნევ. ფსელს ხელსახოცებით მშვიდად ვწმენდ. არ ვიცი, ყველა ჩიხუახუა ასე ატერორებს თავის პატრონს თუ მე მყავს აფექსი გატუტუცებული. თვალის კუთხით ვხედავ, როგორი გაკვირვებული მაკვირდება. ხვდება, გეგმა ჩაეფუშა.
მაცივარს ვაღებ. შიდა ნათურა ინთება თუ არა, მახსენდება, რომ სიზმარში თავი მეც ზუსტად ასე მქონდა განათებული. და არა ისე, კოკაინის გრძელი ბილიკის შეყნოსვისას ტვინი რომ გიფეთქდება. თავისთვის მშვიდად ანათებდა, როგორც ძველი აბაჟური ბებიის ოთახში.
ზალიდან ტელევიზორის ხმა ისმის: "...მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ქალაქის ცენტრისკენ კიდევ მიემართება ორმოცდამეორე დივიზიის მოტომსროლელი ბატალიონი. მათ შორის ოთხმოცი ერთეული მძიმე ტექნიკა და ოცდაათი ტანკი...".
ფანჯარასთან სამზარეულოს მაგიდაზე პატარა, რბილყდიანი წიგნი და ბობოს გახსნილი ლაპი დევს _ მისი მსუბუქი ვიბრაცია მაგიდას ედება. წიგნს პირველად ვხედავ, ყდაზე სილუეტით:
Gone with the baloon. ბუშტწაღებული... თუ წაღებულნი? რაღაც თანამედროვე რომანია. სათაურის მიხედვით, შეიძლება ნებისმიერი ჟანრის იყოს _ ჰორორიდან პოსტმოდერნამდე.
პირველ რიგში `იუთუბზე~ შევდივარ და რამე ###ობას ვეძებ. "კანიბალ კორპსს" იმ იმედით ვრთავ, რომ ჯორჯ ფიშერის ხრიალზე მაინც დამივარდება. სკამზე ვჯდები, ხალათის კალთებს ვიწევ, ჩემ ამდგარ ###ს ვუყურებ. თან ბობოზე ვფიქრობ. ძნელია, ამდგარი გქონდეს და ბობოზე არ იფიქრო. და პირიქით, ბობოზე ფიქრისას არ აგიდგეს. კანიბალები ვერ მიგდებენ. ფიშერი ხრიალებს: Draining the snot, I rip out the eyeeees... თავს პროპელერივით ატრიალებს, გრძელ გაშლილ თმას აფრიალებს.
ბობოს უშედეგოდ ვურეკავ. `მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“. სად უნდა წასულიყო? ღია ფანჯრიდან ქუჩაში ვიხედები: ტრასაზე ველოსიპედისტების გუნდი მისრიალებს. სკამიდან წამოწეული სპორტსმენები დაღლილები ჩანან, პედლებს მძიმედ ატრიალებენ. ტანზე მიკრული აეროდინამიკული კოსტიუმების, მოკვერცხილი შლემების და სარკისებური სათვალეების გამო უცხოპლანეტელებს გვანან. გუნდს უკან რუხი "ფორდ სიერა" მისდევს. სკამზე უფრო მოხერხებულად ვჯდები. მობილურით ჩემ ###ს ვუღებ ფოტოს _ რომლის ხარისხსაც იქვე ეკრანზე ვამოწმებ, და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სამი მეგაპიქსელი მიახლოებითაც ვერ ასახავს რეალურ სურათს. მულტიმედიას ბობოს მაინც ვუგზავნი. ეკრანზე ფრთიანი კონვერტი მიფრინავს: message sent to bobo.