1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
Antal Szerb - Journey by Moonlight
2. სკოლის პროგრამაში ერთადერთი ნაწარმოების დატოვება, რომ შეიძლებოდეს რომელს დატოვებდით?
"ვეფხისტყაოსანი".
3. რომელია თქვენი სამაგიდო წიგნი?
საკომპიუტერო - ბერძნულის ლექსიკონი

4. მწერალი რომელსაც იუმორის ყველაზე კარგი გრძნობა აქვს.
ზოგადად ნიჭიერ ადამიანს იუმორის გრძნობა აქვს ხოლმე.კონკრეტულს ვერ ვიხსენებ.
5. ყველაზე გარყვნილი მწერალი/პოეტი.
შოთა იათაშვილი

6. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
კიკი დიმულა, ბესიკ ხარანაული, ქართული ხალხური პოეზია.
7. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
ზოგადად ბერძნული დრამა,კაზანძაკისი, მიუზილი (ცოტაა სამი)
8. რომელ წიგნზე გიტირიათ?
მგონი არ მიტირია წიგნზე.
9. რომელ წიგნზე იცინეთ ბევრი?
ლინდგრენზე ვიცინი დღემდე

10. რომელ წიგნს დასცინეთ?
წიგნებს (არა მარტო წიგნებს) არ დავცინი ხოლმე. . ერთი შემთხვევა, როცა იძულებით უნდა წამეკითხა წიგნი, იყო მიშველაძის "უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია". სამწუხაროდ, დასაცინად არ მქონდა არც დრო და არც საქმე. სიმწრის სიცილი უფრო ალბათ

ჰო... თუთაშხია

ჩემი ტკივილია.
11. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
არ ვიცი, არ მგონია, რომ ნობელის/რაიმე პრემია რამეს წყვეტს.
12. საყვარელი ციტატა წიგნიდან
"მე ასე არ ვთამაშობ! "(კარლსონი)
13. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
"სახურავის ბინადარი კარლსონი". "პეპი გრძელი წინდა"-დან კონკრეტული ეპიზოდი - წუმალის შესახებ. ეს ფურცელი ჩემს წიგნში კიდემოხეული და გაცრეცილია (დედა როცა მიკითხავდა, იმ დროიდან

)
14. საყვარელი ლექსი
საყვარელი ლექსებიდან ერთ-ერთია "ითაკა" კავაფისის, მაგრამ ბოლოს წაკითხულებიდან ეს:
დაგვიანებული წერილი მეგობარს
შოთა იათაშვილს
I
რა გიპასუხო? განა ღმერთი ასეთებს გვხედავს.
განა ის ხედავს ჩვენს ქმნილებებს, სიმწრით ნაკეთებს.
ამ საოცრებებს, ამ მანქანებს, რომლებშიც ვსხედვართ.
ამ თვითმფრინავებს, მატარებლებს, გემებს, რაკეტებს.
განა ის ხედავს ჩვენს სავარძლებს, ტელევიზორებს
და ჩვენს კედლებზე მოწიკწიკე იაფ საათებს.
სარკეებს, სადაც გამრუდებულ სახეს ვისწორებთ.
საწოლებს, სადაც უკანასკნელ ღამეს გავათევთ.
ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ქაღალდებს; როგორც ფასიანს –
ფულის ნიშნებს და ასე შემდეგ, ისე სავსებით
უსარგებლოება – ხელნაწერებს, რითიც სავსეა
ჩვენი უჯრები, და უჯრები ჩვენი მსგავსების.
ვერ ხედავს არყით გადავსებულ ერთჯერად ჭიქებს.
ვერც ბნელ ტროტუარს, ნამთვრალევი სადაც ვირწევით.
ვერც თაროებზე უწესრიგოდ მიწყობილ წიგნებს
და ჩვენს სახელებს, ზოგიერთის ყდაზე მიწერილს.
ღმერთისთვის ისევ შიშვლები ვართ და ჩვენს გარშემო,
როგორიც შექმნა, ისეთია ისევ სამყარო;
რამდენიც გინდა ცათამბჯენი, ქოხი ვაშენოთ,
უშენ მინდვრებზე ამწეების ჩრდილი დავხაროთ,
მისთვის არსებობს მხოლოდ მიწა, რომელსაც ქარი
გვის და ამტვერებს, და რომელშიც შიშვლად ვმარხივართ;
და მას არ ესმის ტელეფონის გაბმული ზარი
ცარიელ სახლში. და ვერც ხედავს, თუ აქ სახლია.
II
ზამთარია. სასაცილო სპორტული ქუდით,
მამისეული ბათინკებით შენ მოირთვები
და წახვალ ქარში, ან წვიმაში; ჯიბეში – ხურდით,
გულში სიმღერის არცთუ ისე მსუბუქ ზვირთებით.
წახვალ და გიკვირს, დღეს არავის ნახვა არ გინდა,
მაინც, გზადაგზა კაფეებთან აყოვნებ წამით
და იხედები ვიტრინებში: ერთერთ მაგიდას
იქნებ უსხედან ნაცნობები, რომლებიც სვამენ.
მთელი დღე ძვირფას, მობეზრებულ ქუჩებში ივლი.
მერე აბოლებ აივანზე. მერე შეწვები
ნაჩვევ ლოგინში. ვერც ვიტრინებს, რომლებიც დილით
გირეკლავდნენ, ვერც აივანს, სადაც ეწევი,
და ვერც იმ ლოგინს, სადაც წევხარ, ვერ ხედავს ღმერთი.
ღმერთი ვერ ხედავს შენს მაგიდას, რომელიც კვლავაც
არეულია. ვერც ხელნაწერს, რომელსაც ხევდი.
ღმერთი ვერ ხედავს შენს თითებში მომწყვდეულ კალამს.
ვერ ხედავს არყის ბოლო წვეთებს, რომელსაც ვიყოფთ.
და ვერც ნასუფრალს ბნელ ოთახში, როცა ვიშლებით.
მისთვის ისევე შიშვლები ვართ, როგორიც იყო
ყველა, ვინც იყო. ვინც იქნება. ისე შიშვლები,
როგორც ადამი. და რაც გინდა სხეულს ფარავდეს –
ლაბადა, ჯინსი, ანაფორა, ნიღაბი, ჩექმა,
ღმერთისთვის მაინც შიშვლები ვართ აწ და მარადის
და ეს სამყაროც ისეთია, როგორიც შექმნა.
III
მისთვის სამყარო ისეთია, როგორიც თავად
ოდესრაც შექმნა და მოხატა ლურჯი ლაქებით.
მხოლოდ მიწაა და მდინარე, რომელშიც გავალთ
და ყველაფერი დასრულდება. ის ქალაქები
და ის სახლები, სადაც ვცხოვრობთ, არ არსებობენ.
არ არსებობენ არც ის გზები, ჩვენ რომ მივყვებით.
ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ვერაფერს, რადგან ზემოდან
არაფერი ცანს გარდა ერთის, გარდა სიტყვების.
ის ხედავს სიტყვებს. ოღონდ შიშვლებს. ჯერარშემოსილს
მნიშვნელობებით, ჟღერადობით, ასო-ნიშნებით.
ის ხედავს სიტყვებს, ეს-ესაა ჩვენში შემოსულს,
ვიდრე წარმოვთქვამთ, ვიდრე დავწერთ, ვიდრე შიშვლები
დგანან ჩვენს გულში და იცდიან. წიგნი ჩანიშნე,
ლამპა ჩააქრე, წაიფარე თბილი საბანი.
ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს საწოლებს, საბან-ბალიშებს,
შიშვლები ვყრივართ ცივ მიწაზე, წვიმით ნაბანნი.
და ვერც ამ სიტყვებს, სამწუხაროდ. მათგან არცერთი,
უკვე ნათქვამი, დაწერილი, ღმერთისგან არ ჩანს;
თუმცა ხედავდა თითოეულს, ვიდრე დავწერდი,
და ჯერაც ხედავს რამდენიმეს, რომელიც დამრჩა
მოსახელთები, დასაწერი. არ ქონდა აზრი,
თორემ ამ ლექსის დასრულებას ალბათ შევძლებდი
გულში მომხვედრი, ეფექტური, ლამაზი ფრაზით,
რომელსაც ერთხანს, ვაღიარებ, კიდეც ვეძებდი.
15. რომელი წიგნი ასახავს ყველაზე კარგად თანამედროვეობას?
ლიტერატურაზეა საუბარი თუ პოლიტიკურ ჟურნალზე?

არ მიმაჩნია, რომ წიგნი თანამედროვეობაზე უნდა საუბრობდეს. იმ ფარგლებში, რასაც განზოგადება და მხატვრული სახე ჰქვია, წიგნი თანამედროვეობასაც ეხება გარკვეულწილად.
16. მე-20 საუკუნის ყველაზე გადაფასებული წიგნი
"მარტოობის ასი წელი". არაფერს ვერჩი,მეც ძალიან მიყვარს. უბრალოდ, ბევრი უკეთესიც არსებობს.
17. მე-20 საუკუნის ყველაზე ნაკლებად დაფასებული წიგნი
მიუზილი ალბათ. ნუ, დიდი ნაშრომი არც დაუმთავრებია

18. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან?
აბა გამოიცანით?

19. წიგნის საუკეთესო ეკრანიზაცია
ძალიან მომეწონა მ. კაკოიანისის "იფიგენია ავლისში", ევრიპიდეს ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით.
20. წიგნის ყველაზე ცუდი ეკრანიზაცია.
ფილმები ფანტაზიას ზღვარს უდებენ ხოლმე - არ არსებობს ალბათ სრულყოფილი ეკრანიზაცია - ისევე, როგორც მშვენიერი ელენე არ არსებობს კონკრეტული მშვენიერებით
This post has been edited by Antigone on 22 May 2007, 20:20