1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
ჯერ ახალი არაფერი წამიკითხავს
2. სკოლის პროგრამაში ერთადერთი ნაწარმოების დატოვება, რომ შეიძლებოდეს რომელს დატოვებდით?
ალბათ მაინც ვეფხისტყაოსანს და ვაჟა ფშაველას
3. რომელია თქვენი სამაგიდო წიგნი?
ასეთი არ მაქვს,მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ დუმბაძეს
4. მწერალი რომელსაც იუმორის ყველაზე კარგი გრძნობა აქვს
რა თქმა უნდა ნ.დუმბაძე
5. ყველაზე გარყვნილი მწერალი/პოეტი.
არ ვიცი,ასეთი არ შემხვედრია

6. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
გალაკტიონი, ლადო ასათიანი, ვაჟა-ფშაველა,ანა კალანდაძე და შოთა ნიშნიანიძე,სამზე მეტი გამოვიდა

7. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
ნ.დუმბაძე, კ. გამსახურდია, ლ.გოთუა
8. რომელ წიგნზე გიტირიათ?
"ბიძია თომას ქოხი" "სამი მეგობარი" "გმირთა ვარამი" და "თეთრი ბაირაღები"
9. რომელ წიგნზე იცინეთ ბევრი?
'მე,ბებია,ილიკო და ილარიონი", "ნუ გეშინია დედა" და საერთოდ დუმბაძის ყველა ნაწარმოებზე
10. რომელ წიგნს დასცინეთ?
არც ერთს,თუ ვხვდები რომ წიგნი არ მომწონს,თავს ვანებებ უბრალოდ კითხვას
11. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
არ ვიცი
12. საყვარელი ციტატა წიგნიდან
არ მახსენდება
13. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
ა.ლინდგრენის ყველა ნაწარმოები რაც კი წამიკითხავს
14. საყვარელი ლექსი_ბევრია,მაგრამ ახლა პირველი ეს გამახსენდა
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.
როგორც ვაკოცე ან რა ვუთხარი,
ყველას უამბო თურმე სულელმა,
ვერაფერს გავხდი ხვეწნა-მუდარით,
მე მამტყუნებდა მერე სუყველა.
პატარას კარგი დედა ჰყოლია,
თურმე მის გაზრდას გადაჰყოლია,
მაგრამ იმ ბავშვთან რომ დამაშორა,
დედამისს გული არა ჰქონია.
ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
ერთი პატარა, ჩია გოგონა,
ჩემი ოცნების ციცინათელა,
ჩემი ბავშვობის ჭიაკოკონა.
15. რომელი წიგნი ასახავს ყველაზე კარგად თანამედროვეობას?
16. მე-20 საუკუნის ყველაზე გადაფასებული წიგნი
17. მე-20 საუკუნის ყველაზე ნაკლებად დაფასებული წიგნი
18. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან?
19. წიგნის საუკეთესო ეკრანიზაცია
ძეფირელის"რომეო და ჯულიეტა"
20. წიგნის ყველაზე ცუდი ეკრანიზაცია.
საშინლად არ მომწონს ჯეინ ეარის ყველა ეკრანიზაცია,ასევე ანა კარენინა.